“გურია ნიუსის” ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას “რომელი ქუჩებისა და სოფლის გზების რეაბილიტაცია იგეგმება გურიაში? – მთავრობის ახალი განკარგულება” სოციალურ ქსელში მწვავე დისკუსია მოჰყვა.
ნანა კვიჭიძე: “ლანჩხუთს კერძოდ მაჩხვარეთს ყავს პატრონი??? ჩემი გაკეთებული სანიაღვრე ჩამომინგრია წყალკანალის კომპანიამ და ვითომც არაფერი… გავაკეთებო კი დამპირდა 10 თვის უკან“.
ლელა კილაძე: “მეოთხე წელია სოფ. ძიმითის და მამათის დამაკავშირებელი გზა ჩანგრეულია, იქვე ტრაფარეტები რომ დგას ძიმითი–მამათის, ისეთი დავიწროებულია და ძირი გამოთხრილი აქვს იმ მკვეთრ მოსახვევს, მანქანით გავლა უაკვე საშიშია. ვიღაც სანამ არ გადავარდება და უბედურება არ მოხდება მაგას ელოდებიან, ალბათ.
რა გახდა მაგ მთავარი გზის მონაკვეთის აღდგენა? მაინც და მაინც სულ უნდა ჩაინგრეს და მამათი მოწყდეს ყველანაირად რაიონს, რომ ხალხმა ოზურგეთიდან ელემენტარული პროდუქტიც ვერ ამოიტანოს?
ქალაქის ქუჩებს ყველა თვეში თხრიან და თავიდან აკეთებენ რომ ბევრი ფული იშოვონ. როგორ არ გრცხვენიათ?!”
ცირა ბარბაქაძე: “სოფ. ოზურგეთი არ ეკუთვნის გურიას? გამგებელს და დეპუტატს მხოლოდ წინასაარჩევნოდ რომ აქვს ტყუილები დაპირებებად 14 წელია, სირცხვილია უკვე ამდენი ტყუილი და უსინდისობაა. შიდა გზებზე რაღა ვთქვათ ცენტრი რას გავს? სამარცხვინოები ხართ!”
ვახო ანთიძე: “ზემო ერკეთში კერძოდ, კოხზე სოფელ ხევის დამაკავშირებელ გზას რატომ არ აკეთებენ? ამდენი წელია რა უბედურებაა, რას გავს იქაურობა _ ფეხითაც აღარ გაივლებ.ა რატომაა ასე უყურადღებოდ ამხელა გზა _ ჯადო ხო არ აქვს იქაურობას, არავინ რომ არ აქცევს ყურადღებას?”
ვახო ანთიძეს ალექსანდრე სიხარულიძე პასუხობს: ” მართალი ბრძანდებით, ბატონო ვახო. მე მაგ საკითხზე გურიის გუბერნატორს ბატონ გიორგი ღურჯუმელიძეს წერილობით მივმართე. ერთი კილომეტრი ბეტონის გზა რა გახდა?”
ალექსანდრე სიხარულიძეს ანთიძე ეხმაურება: “შემძულდა იქით ასვლა. წვიმის დროს ეზოში შემოდის წყალი, მთლიანი ღელე. თოვლის დროს ტრაქტორი არ მოდის. მაგის გამო სუფსაში ვიყიდე სამოსახლო. შეიძლება გავყიდო, არადა იქ გავიზარდე. ყველაფერზე ამივარდა გული“.
მზიკუნა მზიკო: “ნაბეღლავში ვინც შიდა გზები მოაწესრიგა და ასფალტი დააგო უმეტეს ადგილებში, რატომ მოიტოვეთ წლებია, ჭალის ცოტაოდენი მანძილი? ხიდიდან რო გადმოუხვევთ მარცხენა მხარეს, იმ მცირე მანძილის დაგება რა გახდა? სოფელ თავპანტაში ხომ გახვედით ბოლომდე? ვიცი, რომ უმეტეს ადგილებში ასფალტი დააგეთ იქ. წლებია გვპირდებით და შედეგი არაა“.
მადონა გიორგაძე: “გუთურის ადმინისტრაციულ ერთეულში რატომ არ დაიგეგმა და გამოიყო არაფერი გზის საფარის მშენებლობისთვის? ნახეთ, რას ჰგავს გზები. მხოლოდ ორი შესახვევია დარჩენილი გასაკეთებელი, რომელსაც ასე ძალიან ველოდებოდით მოსახლეობა. მიუვალ სოფლებში გაკეთდა გზის საფარი და ჩვენთან რატომ არ კეთდება ან ვერ კეთდება, საკითხავია. ყველაზე ახლო სოფელია ცენტრთან გუთური და ყველაზე მაგარი ხალხი ვართ არჩევნების დროსაც“.
იმედა შუბითიძე: “სოფელ მახარაძის ცენტრი ნახეთ, რას ჰგავს _ გეგონება, ტანკმა “იდრიფტავაო“. ვისაც ვკითხე, ყველა სხვას აბრალებს. მართლა სამარცხვინო ამბავია“.
მაია ნინიძე: “იანეულს არც ყოლია პატრონი და არც ეყოლება. შიდა გზები არის აბსოლუტური კოლაფსი. რომ მოვმკვდარიყავი, ხალხი სამძიმარზე ვერ მოვიდოდა. კიდე კაი, გადავრჩი და ავაცილე მთავრობას ლანძღვა გინება“.
მაია ნინიძეს ეხმაურება საბა კალანდაძე: “რაც დააგეს, ხოა ევრო სტანდარტებში?!”

































































