https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მშვიდობაურის “ოქროსქედელთა” ტრაგიკული ხვედრი

4:08; 29.08.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ოქროსქედში” 30-მდე ოჯახი ცხოვრობს, ყველა ერთმანეთზე გაჭირვებული. თუ ცალკეული ოჯახების ყოფას ახლოდან შევხედავთ, ზოგი რამ დაუჯერებლადაც მოგეჩვენებათ. ხელისუფლების წარმომადგენლები კი, როგორც აქაურები ამბობენ, მათ მოახლოებული არჩევნების წინ, ნაყინითა და კანფეტით ხელში სტუმრობენ, რათა დაყვავებითა და “გულშემატკივრობით”, როგორმე თითო-ოროლა ხმა გამოსტყუონ.

68 წლის ხუსეინ შარაშიძე: “რამდენიმე წლის წინ მძიმე ოპერაცია გავიკეთე. ჩემთვის მთავრობას მაშინ არანაირი დახმარება არ გაუწევია. ახლა კვლავ საოპერაციო ვარ. ბათუმში მითხრეს, რომ ოპერაციისთვის 5 000 ლარი მჭირდება. საქმის კურსშია ყველა: ჩვენი სოფლის გამგებელი, იცის დეპუტატმაც, მისი კუთვნილი აფთიაქიდან წამლები ნისიად მომაქვს, ყოველდღე მჭირდება წამლები. არანაირი საშუალება არ მაქვს. მქონდა სოციალური დახმარება, რომელიც სამი წელია, მომიხსნეს. ნახეთ, სახლი რა მდგომარეობაშია. რამდენიმე დღის წინ, სოფელში, ხელისუფლების წარმომადგენელი _ თემურ მოქია იყო ამოსული. ჩვენი მეზობლის ოჯახში იმყოფებოდა, შემომითვალეს, ჩამოდი და დახმარებაზე გაგესაუბრებაო. მე ისე მძიმედ ვარ, სიარული არ შემიძლია და ვერ მივედი იქამდე, მერე დამირეკა მეზობელმა, სულიკო ჭაღალიძემ და მითხრა, შენ თურმე დახმარება გქონიაო. ეს ტყუილი რაში დასჭირდათ, არ ვიცი. პირველად, როცა სოციალური დახმარება მომცეს, 43 000 ქულა მქონდა. მოვიდნენ, შემამოწმეს და მერე 102 000 ქულა გამომივიდა. რამ გამამდიდრა მერე? პირიქით, უკან წავიდა ჩემი ცხოვრება. გაზი _ არა, მაცივარი _ არა, თქვენც ხომ ხედავთ, რა პირობებში ვცხოვრობ. ახლა მიბარებდნენ, რომ გამსაუბრებოდნენ სოციალურ დახმარებაზე. რა ხდება, არ ვიცი. ალბათ, ამ საარჩევნოდ “გულს მოგვითბობენ”.

მაყვალა შავაძე: “სახსრების ანთება მაქვს, გაჭირვებული, ინვალიდი ქალი ვარ, ფეხზე ძლივს ვდგავარ 71 წლის მოხუცი. სახლი აღარ მაქვს, შვილო, დამენგრა. ჩვენ არავინ დაგვხმარებია. ახლა მეზობელთან ვცხოვრობთ მე და ჩემი შვილი. სააკაშვილი რომ ჩამოვიდა, მისვლა მინდოდა, მაგრამ ვინ მიგიშვა?! დავწერე განცხადება, მიხაროდა, წაიკითხავს და იქნებ, გადმომხედოს,-მეთქი, მაგრამ დამეტაკა დაცვა, გადამიგრიხა ხელები, წამართვა განცხადება და გამომიშვა უკან. ქმარი ცუდად მყავდა, რამდენიმე დღით საავადმყოფოში დავაწვინეთ. ფული არ გვქონდა, ვერ გადავიხადე და გამოგვიშვეს სახლში, რამდენიმე დღეში კი, მკურნალობის გარეშე დარჩენილი, გარდაიცვალა. 7 დღე არ გაგვაჩერეს საავადმყოფოში! ახლა მეზობლები მეხმარებიან. მხოლოდ ჩემი პენსიის ამარა ვართ. შვილი ინვალიდი მყავს”.

საკუთარ და თანასოფლელთა გაჭირვებაზე საუბრობს ამავე სოფლის მკვიდრი მერი კახაძე: “ჩვენ აქ ადამიანებად არ გვთვლიან. დაახლოებით, 30 ოჯახი ვცხოვრობთ, ჩვენთვის არც გაზია, არც _ წყალი, არც გზა, არც დენი და გამრიცხველიანება. მთელი ბახვი გაამრიცხველიანეს და ჩვენ დაგვტოვეს. ყველასგან მიტოვებული ვართ. სასმელ წყალს საიდან ვეზიდებით, რომ ნახოთ, არ დაიჯერებთ. ეტყობა ამ სოფელს რაიმე გაკეთებული? სად არის სოფლის პროექტების ფული? როგორ ანაწილებენ, რას შვრებიან, ვხედავთ? ვინ გაჩვენებს, ვინ ჩაგახედებს? მოვა სოფლის პროგრამის ფული, იტყვიან, გზას მოხმარდება, წყალს მოხმარდებაო და კი ვართ ასე მოტყუებული. ერთი პატიმარი გვყავს ჩვენი სოფლიდან _ უფლისაშვილი, დედამისი ხმებს აგროვებდა წინა არჩევნებზე, ხმები მჭირდება, შვილს გამოუშვებენო, პირადობის მოწმობის ნომრებს ითხოვდა ჩვენგან, მაგრამ ისე მოკვდა საცოდავი ქალი, მისი შვილი მაინც არ გამოუშვეს. თან ყველა ამბობს, რომ უკანონოდ არის დაჭერილიო. ეს საცოდავი ქალი შვილზე ნერვიულობას დაჰყვა. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ!”

“65 წლის მევლუდ შავაძეს, ავადმყოფს გადაახდევინეს ფული და 4 წელი პირობითი მიუსაჯეს. იცით, რატომ? ბახმაროში მოჭრა ნახევრადგამხმარი ხე. არ გამოუტანია, არ მოუხმარია, სასამართლომ დაუწერა მოხმარებულად. არადა, ის ხე დღესაც ხელშეუხებელია. უთხრეს, რაღაც 200 ლარი თუ გექნება ჯარიმაო. დაუჯერა, მოუწერა ოქმზე ხელი და სასამართლომ 2 000 ლარის გადახდა დააკისრა. მიწა აქვს ჩადებული და 4 წელი პირობითი მისცეს. დღესაც გუბერნატორთანაა წასული შეხვედრაზე. გუბერნატორის მოადგილემ უკან გამოისტუმრა, ეს ჩვენი საქმე არაა და ვერაფრით დაგეხმარებითო. ეს საწყალი კაცი ყოველ კვირაში საცოდავად, ფეხგასიებული დადის პრობაციის სამსახურში. ჯერ მარტო გზის ფული თქვი. ალბათ, ოთხ წელს ვერც იცოცხლებს, ისე ავადაა. ვისთან არ მივიდა, მაგრამ არ შეიწყალეს. ახლა შეჰპირდნენ რაღაცას, მაგრამ არ ვიცით, რა იქნება. ამ საარჩევნოდ დასჭირდებათ ახლა ხმები, ყველა გვთხოვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი ხმა და ვერავის ვერ მივცემთ”, _ ამბობენ მეზობლები.

ბახველები ამბობენ, რომ დასაქმებაზე ამდენი ლაპარაკის მიუხედავად, ხელისუფლება აქ “ბახვიჰესზეც” არ ამუშავებს ადგილობრივებს, რომლებიც თურქეთში დადიან ლუკმა-პურის საშოვნელად: _ უამრავ გაჭირვებულს ნახავთ აქ, ან კარგად ვინ არის? ვიღაც მოქია რომ იყო ამოსული, თუ გაჭირვებულებთან უნდოდა შეხვედრა, ამოსულიყო და ყველას ერთად გაგვსაუბრებოდა, სათითაოდ რომ გვიბარებდა ქვევით. თუ ყველასთან ერთად შეხვედრა შეეშინდა? იცის, როგორ შევხვდებოდით და ვერ გაბედა გამგებელმა ჩვენთან მოყვანა. მოატყუა, ალბათ, ყველას აქვს დახმარებაო და გაუშვა, _ უამბობენ გზადაგზა “გურია ნიუსს” სოფელ მშვიდობაურში, “ოქროსქედის” უბანში მცხოვრებნი და გულისწყრომას ვერ მალავენ.

ამირან შავაძე, მევლუდი შავაძის შვილი ამბობს, რომ მამამისს შარშან მოჭრილი ხმელი ხისთვის, რომლის ბილეთი გაჭრილი ჰქონდა, უბედური დღე გაუთენეს: “იფიქრა, შეშად გამოვიყენებო. დაგვადგა თავზე პოლიცია და მამაჩემი წაიყვანეს. გავაფრთხილე, ხელი არ მოაწერო, კარგად ნახე ჯერ, რაზე გაწერინებენ,-მეთქი. პოლიციელებმა მოატყუეს, 50-ლარიანი ჯარიმა იქნება და მეტი არაფერიო. მამაჩემმა მაგ თანხის გამო დავა სირცხვილიაო და გადაგვახდევინეს 275 ლარი. აქეთ-იქით სირბილში 800 ლარი დაგვეხარჯა, 2 000 ლარი გირაოს სახით გვაქვს გადასახდელი და 4 წელი პირობითი აქვს მისჯილი, ყველა კვირაში პრობაციის სამსახურში დადის და თავის პენსიას ავტობუსისთვის, სამგზავროდ იზოგებს. ესაა სამართალი?”

ავთანდილ კახაძე: “არაფერი ჩვენთვის არაა. სოფლის პროექტებს საერთოდ არ ვიცნობთ, არც გზა გვაქვს, 300 მეტრიდან ვეზიდებით წყალს.”

ჯემალი ნემსაძე: “მოიტანეს წინა არჩევნებზე ხრეში, დაგვიყარეს და ისიც ჩვენ გავასწორეთ. მოსაცდელიც არ გაგვიკეთეს. ბახვს აქეთ არ მოდიან. ბახვი-ჰესის მშენებლობაზე გზა მთლად დაანგრიეს, ვინაა მაგის გამკეთებელი აწი? დენზე სულ პრობლემები გვაქვს, მთელი ზამთრის განმავლობაში”.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის რწმუნებული, გოჩა შარაშენიძე “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მას გადაცემული აქვს სოფელში უღატაკესი ოჯახების სია, რომელშიც ხუსეინ შარაშიძის ოჯახიცაა შეყვანილი:

_ შევიკრიბეთ მე, ჩვენი დეპუტატი, სპეციალისტები, ექიმი, ექთანი და შევადგინეთ ამ ადამიანების სია. ამოვიდნენ სოციალური აგენტები, ნახეს ოჯახები და ალბათ, შეხვდებათ დახმარება. მაგრამ შარაშიძეს სჭირდება სასწრაფო ოპერაცია. მე შევუთვალე მას, რომ მოეტანა მონაცემები, ხარჯთაღრიცხვები და არ მოიტანა. ძალიან ბევრია ისეთი ოჯახები, ვისაც დახმარება სჭირდება. ვერ იტყვის ერთი ბახველიც კი, რომ მე ვინმეს არ დავეხმარე.

_ რას გვეტყვით 65 წლის პრობაციონერზე?

_ ამ ადამიანმა ნამდვილად მოგვმართა ჩვენ. თუმცა მან დანაშაული ჩაიდინა, მოჭრა ხე. ბახმაროში კი არა, სხვაგანაც ერთი ფოთოლიც კი ვერ ჩამოუვარდება ხეს, დღეს ისეთი დროა. მაინც ჩავედი პრობაციის უფროსთან და ვთხოვე, თუ შეიძლებოდა, რომ ამ ადამიანს დავხმარებოდი ან რაღაც გამონაკლისი დაშვებულიყო. არაფერი გამოვიდა, მივყევი გუბერნატორის მოადგილესთან, იქაც არაფერი გამოვიდა. მოკლედ, ვერ მივაღწიეთ, რომ ეს ადამიანი გათავისუფლებულიყო პირობითი მსჯავრისგან.

_ ბატონო გოჩა, რას იტყვით უგზოობაზე, უწყლობაზე. ეს უბანი თავს მიტოვებულად თვლის, გამრიცხველიანებაც კი არ დაწყებულა ჯერ…

_ გამრიცხველიანება გაკეთდა ქვედა ბახვში და გუბერნატორი დაპირებულია, აუცილებლად აქაც რამდენიმე დღეში დაიწყება. მე შევპირდი ხალხს და ამას ავასრულებ. რაც შეეხება უგზოობას მაგ უბანში, გეტყვით, რომ ამ სოფელში 120 კმ-ია შიდა გზები. სახელმწიფოს ერთი კვადრატული მეტრის დაგება უჯდება 75 ლარი. ბახვიდან ქვედა ბახვამდე არის 4 კმ. გზა, რაც 5 მილიონ ნახევარი ლარი დაჯდა. იანგარიშეთ, 120 კილომეტრი გზა სახელმწიფოს რამდენი მილიონი ლარი დაუჯდება? სოფლის ცენტრამდე ხომ გაკეთდა გზა? ღმერთმა ქნას, რომ ჰქონდეს ჩვენს სახელმწიფოს ამის საშუალება, რომ თითოეულ ოჯახთან მისასვლელი გზა დააგოს. რაც შეეხება წყლის პრობლემას, ისიც მალე მოგვარდება, _ ამბობს შარაშენიძე.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომები მიღებულია“

ლაფანყურიდან სასწრაფოს მანქანები პოლიციის „პიკაპების“ თანხლებით გამოდიან

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სლოვენია დაამარცხა

22:23; 15.01.2026
პოლიტიკა

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მიიღო

22:00; 15.01.2026
საზოგადოება

ComCom-მა „ფორმულა მულტიმედია” პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღებისთვის გააფრთხილა

21:25; 15.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო არის ევროპაში ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით

20:41; 15.01.2026
საზოგადოება

საქართველოს ბაზარზე კიბოს გამომწვევი “ტყლარწი” გამოვლინდა

17:36; 15.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:55; 15.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის

16:38; 15.01.2026
სამართალი

ComCom-მა „ჯი-დი-ეს თი-ვი” საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის გააფრთხილა

16:06; 15.01.2026
სამართალი

პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

16:02; 15.01.2026
სამართალი

ავტომობილის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

15:52; 15.01.2026
სამართალი

„სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე „სფერო ინვესტის“ დირექტორი, გიორგი მურუსიძე უცხოეთში დააკავეს

15:19; 15.01.2026
საზოგადოება

ყველაფერი ეს დემოკრატიული პროცესების მოკვლაა – კახაბერ კვაჭანტირაძე

15:04; 15.01.2026
საზოგადოება

სამართალდარღვევები ვეტერინარულ კლინიკებში

14:28; 15.01.2026
საზოგადოება

„სოფელ მერიაში მდებარე სოციალური საცხოვრისის სარდაფში არსებული მდგომარეობა არადამაკმაყოფილებლებად შეიძლება შეფასდეს“

14:18; 15.01.2026
საზოგადოება

სურსათზე ფასების კონტროლი თუ საბაზრო ეკონომიკაში პირდაპირი ჩარევა? გაიაფდება თუ არა პროდუქტი

13:54; 15.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო