რამდენიმე სტუდენტმა, სამარშრუტო ტაქსებზე გაკრული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პლაკატები ჩამოხია. ჩვენს კითხვაზე: _ არ გეშინიათ, რომ ამის გამო, პრობლემები შეგექმნათ? _ მათ გვიპასუხეს, რომ 10 დღე ყველაფერს გაუძლებენ.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სტუდენტების ერთი ნაწილი რუსთავის #6 საპყრობილეში აპირებენ მისვლას, მეორე ნაწილი კი _ გლდანში.
ამ წუთებში, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გლდანის #8 საპყრობილესთან სიტუაცია დაიძაბა. გავრცელებული ინფორმაციით, ციხის უკანა მხრიდან, პატიმრებს მანქანაში სვამენ და მიჰყავთ. ციხის შესასვლესთან კი მობილიზებულები არიან პატიმრის მშობლები და ახლო ნათესავები, რომლებიც მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.