_ ამბობდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრებლები, რომლებმაც 19 სექტემბერს, ღამის აქცია გამართეს.
ჯერ ნატანები, შემდეგ წვერმაღალა და აქციის დასასრულს _ ურეკი! მანქანების კოლონები მოსახლეობას აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ.
_ რატომ გამოვედი? შვილი მყავს პატიმარი. წამების კადრები რომ ვნახეთ ოჯახში, ყველანი ცუდად გავხდით. დღეს, საბედნიეროდ დამირეკა ჩემმა შვილმა ციხიდან და მითხრა, რომ კარგად არის. ეს არის ცხოვრება? რა უნდა ვიფიქრო აღარ ვიცი, _ გვითხრა ე. გ.-მ.
აქციაზე ყველაზე მეტად ერთი მამაკაცი გამოირჩეოდა, რომელიც "ქართული ოცნების" მაისური ეცვა. მისი თქმით, ხათუნა კალმახელიძე ადრე უნდა წასულიყო ამ სისტემიდან:
_ იცით, რას მიყვებოდნენ ჩემი ახლობლები, რომლებიც ციხიდან გამოდიოდნენ? კალმახელიძე ხშირად ესწრებოდა პატიმრების ცემა-ტყეპასო. ისიც მითხრეს, რომ ხან თვითონაც მონაწილეობდა ამ ყველაფერშიო. ადამიანი რომ ადამიანს ასეთ შეურაცხყოფას მიაყენებს, ეს საშინელებაა. დღეს გამოვედი, რომ მეორედ მსგავსი რამ არ მოხდეს!