და განაცხადა, რომ სასურსათო ყუთი, რომელშიც ბრინჯი იყო, საქართველოს პრეზიდენტისგან მიიღო.
სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, დავით ქაშიაშვილი, სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქალბატონს მისთვის არაფერი უსვრია:_ “რაც შეეხება ამბავს, რომელიც არასწორად გაავრცელა სააგენტომ განვმარტავ: ქალმა, რომელმაც ბრინჯი და ბარდა დაყარა ძირს, გააპროტესტა ეს ყველაფერი, ის საგიჟეთი და ის საშინელი ძალადობა, რაც ყველამ ვნახეთ, რამაც ყველა ჩვენგანი შეძრა. ხაზს ვუსვამ _ მას ჩემთვის, დავით ქაშიაშვილისთვის არაფერი უსვრია. ინფორმაციის გავრცელებამდე გადაამოწმეთ, ან თუ ამბებს რეალურად ვერ აღიქვამთ, დარეკეთ უშუალოდ იმ ადამიანთან, ვისზეც რამეს წერთ. გუშინდელი აგრესიიდან ყველაზე ნაკლები წვლილი მაგ ქალბატონს მიუძღვის. რაც შეეხება ბარდისა და წიწიბურის წარმომავლობას, როგორც ქალბატონმა აღნიშნა _ “საკვების პაკეტები მას საჩუქრად, უბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა გაუგზავნა” და ამ საშინელების ფონზე, ასეთი ქმედება გააპროტესტა, ვგონებ სამართლიანად”, _ წერს ქაშიაშვილი.