მას შემდეგ, რაც მან ტელევიზიით პატიმართა წამების ფაქტები ნახა, 21 სექტემბერს, პროტესტის ნიშნად, სამსახური დატოვა და ოზურგეთის “ქართული ოცნების” ოფისში პრესკონფერენცია გამართა.
_ რაც ტელევიზიით ვნახე, იყო ამაზრზენი და აღმაშფოთებელი, მე მივიღე გადაწყვეტილება, ჩემი ადამიანური და მორალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, უარი ვთქვა ჩემს სამსახურზე. წამოვედი იქედან და ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადე “ქართულ ოცნებას”.
მან განმარტა, რომ მასზე ზეწოლა არ გახორციელებულა: _ მე მმართველი პარტიის მხარდამჭერი ვიყავი, რაც ეს პარტია შეიქმნა. არავისთან არაფერი შემითანხმებია, ისე წამოვედი, ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.
ქალბატონი თამარის ძმა ზურა მალაზონია, თავის სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, საფრანგეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით იმყოფება. ის წლების წინ, გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსი იყო, თუმცა, როგორც მისი და, თამარ მალაზონია აცხადებს, სამსახური იმის გამო დატოვა, რომ “ისეთ რაღაცეებს ავალებდნენ, რის გაკეთებაც არ შეეძლო”. ამის შემდეგ ზურა მალაზონიაზე შეფარულად სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა.
თამარ მალაზონია სოფელ გურიანთის მკვიდრია. მისი მამა ჰამლეტ მალაზონია, ოზურგეთის სტადიონის დირექტორის მოადგილეა, ხოლო მისი დედა, იზო მალაზონია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისფერდის საჯარო სკოლაში ბუღალტრად მუშაობს.