_ გურიანთის შტაბის და მთელი სოფლის სახელით, ვგმობთ იმ საქციელს, რაც ტელევიზიით ვნახეთ. მოგეხსენებათ, წამებაში მონაწილე ერთ-ერთი დაკავებული სამართალდამცავი, გაგა მკურნალიძე ჩვენი სოფლიდან, გურიანთიდანაა.
დარწმუნებულები ვართ, რომ ხალხი ახლა მაინც გამოფხიზლდება _ მათ ხომ ნათლად დაინახეს, რა დღეშიცაა სახელმწიფო. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველაზე დაბალ პროცენტს გურიანთაში აიღებს “ნაციონალური მოძრაობა”. თუ კი ვინმე დარჩა მაგათი მომხრე, ჯერ კიდევ აქვთ დრო, გონზე მოვიდეს _ არჩევნებამდე დარჩა ერთი კვირა. ჩვენ, გურიანთელები, იმის გამო, რომ გაგას ჰყავს ძალიან კარგი დედა, მოვერიდეთ და გადავწყვიტეთ, აქცია არ მოგვეწყო, _ თქვა მან.