პირველი _ გასაოცარია, რომ მსგავს მოწოდებას ავრცელებს უწყება, რომელიც მეცხრე წელია ქვეყნაში ახორციელებს საკუთარი მოსახლეობის ღია, დაუფარავ ტერორს. მეორე _ ეს მოწოდება, სინამდვილეში, ჩემი მისამართით და ჩემს წინააღმდეგაა გავრცელებული. ცხადია, ხელისუფლებას აინტერესებს, მე, გიორგი ფოფხაძესა და მერაბ ბლადაძეს გვაქვს თუ არა ბაჩო ახალაიას, ივანე მერაბიშვილისა, თუ თავად მიხეილ სააკაშვილის შესახებ მაკომპრომენტირებელი ვიდეომასალა. ვაცხადებ, რომ ამჟამად მე ხელთ არავითარი ვიდეომასალა არ გამაჩნია და შესაბამისად, პროკურატურას ვერაფერს ვერ მივაწვდი.
ვიდეომასალა ხელთ აქვს ბატონი ლადო ბედუკაძის ადვოკატს, უცხოურ მედიას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ევროსტრუქტურების უამრავ ჩინოვნიკს, რაც დასტურდება ევროსტუქტურების პირველი პირების განცხადებებით. ვურჩევ პროკუტურას,- დააპატიმროს ნამდვილი დამნაშავეები, ვგულისხმობ ახალაიას, მერაბიშვილს და თავად სააკაშვილს და მათი სეიფებიდან ამოიღოს წამების ამსახველი ვიდეომასალები.პროკურატურის თანამშრომლებს კი, შევახსენებ, რომ უამრავი უკანონობა, რომელსაც ისინი მრავალი წლის მანძილზე სჩადიოდნენ და სჩადიან, დასჯადია არა მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის, არამედ საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისადაც.
ირმა ინაშვილი. ბრიუსელი. 2012 წლის 21 სექტემბერი”.