აქ გამოჩნდა ირაკლი ბათიაშვილი, რომლის თქმით, “იმიტომ მოვიდა აქციაზე სწორედ ახლა, რომ ამ საღამოს განვითარებული მოვლენები მოწმობს, სააკაშვილი გონს ისევ ვერ მოდის და როგორც ჩანს, ისევ აპირებს საკუთარ მოსახლეობას, ამჯერად სტუდენტებსა და ახალგაზრდობას, ისევ “კუნთები აჩვენოს”, ისევ ძალადობით გაუსწორდეს”.
რამდენიმე წყარო “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ პოლიციის გეგმაში სტუდენტური მოძრაობის ლიდერების დაპატიმრება შედის; ამიტომ, აქციის დაშლის გადაწყვეტილების მიუხედავად, რამდენიმე ათეული სტუდენტი და მათი ლიდერები, უსაფრთხოების მიზნით, ჟურნალისტებთან ამჯობინებენ დარჩენას. როგორც წყარო ამბობს, თავის მხრივ, ჟურნალისტები მათ უსაფრთხო ადგილამდე გაცილებას სთავაზობენ.
ვითარება ფილარმონიასთან უცვლელია.