ერთ-ერთი ადგილობრივი ახალგაზრდა “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, რომ აქციაზე ცხოვრებაში არ ყოფილა და დღეს “ქართული ოცნების” აქციას ესწრება:
_ ვფიქრობდი, რომ ხალხი შეიძლება არ გამოსულიყო, მაგრამ შევცდი. მე, ორი შვილის მამა ვარ. ჩემი ცოლი რუსეთიდანაა. რადგან აქ არ მქონდა ფინანსური საშუალება, ჩემი ცოლი და ორი შვილი ახლა რუსეთში ცხოვრობენ. ძალიან მენატრებიან ისინი და მინდა, რომ საქართველოში სიტუაცია შეიცვალოს, სამუშაო ადგილები გაჩნდეს. ოცნებად მაქვს ქცეული, როდის ჩამოვიყვან ჩემს ცოლ-შვილს.
ასევე მინდა ვთქვა, რომ შემზარავი სანახავი იყო ის კადრები, რომელიც ტელევიზიით გავრცელდა, თუ როგორ ექცევიან საქართველოში პატიმრებს. თითოეულმა მამაკაცმა და ოჯახმა, რომელსაც ღირსება გააჩნია, ხმა სააკაშვილს როგორ უნდა მისცეს?! _ ამბობს ახალგაზრდა მამაკაცი.