“დრო გაინაწილეთ, რომელი რომელ საათზე შეხვალთ უბნებში. ხმის დათვლის დროს აუცილებლად იყავით ადგილზე. შეგიძლიათ, ნებისმიერი სახის ოქმი შეადგინოთ ან დაუკავშირდეთ საოლქოს, ოღონდ, არაფერი გააკეთოთ ჩვენთან შეთანხმების გარეშე. მათ არ მისცეთ უფლება ჩვენი ხმის დაკარგვის _ ეს კარგად გახსოვდეთ.
არ შეშინდეთ _ სიფრთხილეს და შიშს შორის დიდი განსხვავებაა. არ შეგეშინდეთ _ ჩვენ გვინდა ხმების სამართლიანად მიტანა. ჟურნალისტებთანაც ფრთხილად იყავით, ნუ ჩამიყრით ყველაფერს წყალში, თქვენით არაფერი არ გადაწყვიტოთ!” _ ატრენინგებს ტრენერი გამგებელი ჩოხატაურელ საჯარო მოხელეებს და ოპოზიციას ნამუსზე აგდებს: “შეიძლება მანდატის გულისთვის ხალხს ფსიქოზი დამართო?! ამ კადრების ჩვენება არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე შეიძლებოდა?!” _ რიტორიკულად კითხულობს “გაკვირვებული” გამგებელი და არც ერთ დასატრენინგებელ სუბიექტს არ უჩნდება კითხვა _ შეიძლება შენს თანამემამულეს უკანალში ცოცხი გაურჭო?!
“აქედან გასვლის შემდეგ მოკლე ფრაზებით შემოიფარგლეთ, ჯობია, უკომენტაროდ გახვიდეთ _ ერთს იტყვი და მეორეზე გაგეკიდებიან”, _ დაარიგა ტრენერმა გამგებელმა შეხვედრის ბოლოს დამსწრე საზოგადოება.
შეხვედიდან გამოსულებმა იმედაშვილის დარიგება მართლაც პირნათლად შეასრულეს და ჟურნალისტებთან პირში წყალი ჩაიგუბეს. სოფელ ხიდისთავის ყოფილმა გამგებელმა თენგიზ გუდავაძემ კითხვას, თუ რა ტრენინგი ჩაუტარდა, აგრესიით უპასუხა, ხელი მოგვიქნია და გვითხრა: _ ხომ გითხარით მე თქვენ!!!
გუდავაძის საქციელზე გამგებელმა კომენტარი არ გააკეთა _ ჩვენი კითხვა, თუ როგორ მოსწონს მის მიერ დატრენინგებული დამკვირვებლის საქციელი, უპასუხოდ დატოვა.