ახალგაზრდების მთავარი მოთხოვნა ციხეებში მომხდარ დანაშაულთა გამოძიება, ამ ქმედებების მონაწილე ყველა პირის დასჯა და სამართლიანი და ხალხის ნების გამომხატველი არჩევნების უზრუნველყოფაა.
სტუდენტები მსვლელობას მოაწყობენ თსუ-ს პირველი კორპუსიდან მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირების გავლით და აქციას 6 საათზე სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან დაასრულებენ.
აქციის ორგანიზატორი სტუდენტთა საკოორდინაციო საბჭოა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან:
,,ლაბორატორია 1918’’; ,,სტუდენტური ხმა’’; ,,ახალგაზრდები სამართლიანობისათვის“;,,დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია“; თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები; სამხატვრო აკადემიის სტუდენტები; ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,შავფაროსნები“; საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრული ორგანიზაცია ,,დავითიანი“; ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,ივერიონი“; სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა გაერთიანება ,,ჯანმრთელი მომავლისათვის“.