მათი თქმით, პოლიციის შენობის წინ, რამდენიმე ათეული სპეცრაზმელი ზურგჩანთებით იმყოფებოდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტობუსი ჩოხატაურის მიმართულებით გაეგზავრა.
შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის, გურამ ჩანტლაძის თქმით, გურიას არანაირი სპეცრაზმი არ ჰყავს:
_ ჩვენ ვაგზვანით გორის საზღვართან ჯგუფს. თქვენ, რომ მშვიდად გძინავთ, ისინი იცავენ წესრიგს. ამ ინფორმაციას, რომელიც თქვენ გაქვთ არ ვადასტურებ, რადგან არ შეესაბამება სიმართლეს. _ გვითხრა გურამ ჩანტლაძემ.