პატიმართა თქმით, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ დაწესებულების დირექტორი ამირან ჯანაშია, დირექტორის ყოფილი მოადგილე დიმიტრი ჯიჭონაია, თანამშრომლები რომეო როგავა, კობა ანთია, გოგიტა გაბისონია, თემურ გოგოლი, ლევან კოდუა, პაპუნა ქირია, გურამ კვარაცხელია, ონისე, რომლის გვარიც არ იციან და იოსავა, რომლის სახელიც არ იციან, ზაზა, რომელიც დირექტორის მძღოლი იყო. განცხადებას ხელს აწერს 7 მსჯავრდებული.
მიმდინარე წლის 23 სექტემბერს კვლავ სახალხო დამცველის წარმომადგენელი კვლავ მივიდა N4 დაწესებულებაში და ის პირებიც მოინახულა, ვინც წინა დღით წერილობითი განცხადება დაწერა მსჯავრდებულთა განმარტებით, რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
პატიმართა თქმით, უკანასკნელ დღეებში მათ მიმართ ადმინისტრაციის მხრიდან მოპყრობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.