_ პატიმრებს მოექეცით ისე, როგორც ადამიანებს ეკადრებათ, _ თქვა აქციის დროს ერთ-ერთმა სკოლის მოსწავლემ.
როგორც ბოხვაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გვითხრეს, აქციაზე მათ სკოლის დირექტორი არ უშვებდა: _ მას ეგონა, რომ ჩვენ პოლიტიკურ აქციას ვაწყობდით, მაგრამ ასე არ არის. ავუხსენით, რომ პატიმრებს ვუცხადებთ სოლიდარობას. ამის შემდეგ არაფერი უთქვამს, _ გვითხრეს სკოლის მოსწავლეებმა.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა ბოხვაურის საჯარო სკოლის დირექტორსაც, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა.
ბოხვაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები თეატრალური მოედნიდან პოლიციის გამჭვირვალე შენობისკენ გაემართნენ, სადაც 10 წუთის განმავლობაში სკანდირებდნენ: „საქართველო, საქართველო!“
აქციაზე, “ქართული ოცნების” მაისურიანი რამდენიმე ახალგაზრდაც გამოჩნდნენ.