უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულნი არიან ნაციონალების აქტივისტები და საჯარო მოხელეები, რომლებიც ამომრჩეველთან გასაუბრებას აწარმოებენ. კომენტარების გაკეთებისგან ყველა თავს იკავებს. ერთ-რთმა ამომრჩეველმა პირად საუბარში გვითხრა, რომ ხმის მიცემის პროცესის ღიად დაფიქსირება სოფლის ხელმძღვანელობამ დაავალა.
სოფლის რწმუნებული კი ამავე კომისიაში დამკვირვებელია და ამბობს, რომ ამომრჩევლები დამკვირვებლების მითითებებს, რომ ხმა ღიად არ უნდა მისცენ, არ ისმენენ და მისთვის გაუგებარია, რატომ ხდება ასეთი ფაქტები კოხნარში.