იდეა კომისიის ერთ წევრს ეკუთვნოდა, რასაც ყველა წევრი დაეთანხმა. საქმე იმაშია რომ ქალბატონს მხედველობის პრობლემა გქონდა და კომისიის წევრის მიერ არჩეული ადამიანი შეუყვანეს კაბინაში, თუმცა, ამან კითხვები დაბადა. ამის საპასუხოდ, საარჩევნო უბანზე, ამომრჩევლების და კომისიის წევრების თვალწინ გახსნეს კონვერტი, ამოიღეს ბიულეტენი და საჯაროდ განაცხადეს ქალბატონის არჩევანი. ამომრჩეველმა დაადასტურა, რომ ნამდვილად სურდა 41 ნომრის შემოხაზვა:
_ 8 წელია, სააკაშვილს ვაძლევ ხმას და ხეირი არ მოუტანია. 41 მინდოდა და შემოვხაზე, _ დასძინა ქალბატონმა.
აღსანიშნავია, რომ უბნის ფართობის სიმცირის გამო, აქ დამკვირვებლები დაკვირვებას ვერ ახორციელებენ. ოთახში, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, კომისიის წევრებიც ძლივს ეტევიან.