სააკაშვილის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღწეული იქნა ამერიკული ტიპის პროვოკაცული საარჩევნო კამპანიით. გარდა ამისა, ამერიკელთა პოლიტიკური, იდეოლოგიური და ტექნიკური ხელმძღვანელობით იქმნებოდა ე. წ ვარდების რევოლუცია. ეს ყველაფერი კეთდებოდა “საფრთხობელების” გამოყენებით. ერთ შემთხვევაში, საფრთხობელად გამოყენებული იყო რეჟიმი, რომელიც ტოტალურად იქნა გამოცხადებული, მეორე შემთხვევაში კი, როცა ის მეორედ აირჩიეს, საფრთხობელა რუსეთი იყო. ამან ძალიან კარგად იმუშავა, _ აღნიშნავს გავრილოვი ინტერვიუში. მე არ მახსოვს წვრილმანები, მაგრამ ამ ყველაფერში, რუსეთი წარმატებულად იქნა ჩათრეული რაღაც-რაღაცეებში. გარდა ამისა, დაიძაბა სიტუაცია აფხაზეთში. ვვარაუდობ, რომ იქ კარგად იმუშავეს ამერიკელმა კონსულტანტებმა, ამ კუთხით მათ მიმართ დადებითად უნდა განვეწყოთ, მშვენივრად იმუშავეს ფსიქოლოგიაზე მეთოდით _”აქ და ახლა”.
საფრთხობელა პროპაგანდის წარმოების ამერიკული სისტემაა, რომელიც მსოფლიო პრაქტიკაში ხშირად გამოიყენება. ახლა, სააკაშვილი კვლავ შეეცადა ამ ტექნოლოგიების გამოყენებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მიუხედავად საქართველოს შიდაპოლიტიკური მდგომარეობის ნეგატიურობისა, მისი ამ თამაშში ჩათრევა ხელმეორედ აღარ მოხერხდება, _ ამბობს ექსპერტი.
ის აღნიშნავს, რომ სააკაშვილმა ვერ შეძლო დაერწმუნებინა ქართველი ხალხი მისი მმართველობის ეფექტურობაში, რადგანაც მისი მიღწევები უბრალო ადამიანებისთვის ხელმიუწვდომელია.
_ სააკაშვილის დემოკრატიული რეჟიმი აჩვენებს გარეგნულ ბზინვარებას: ეს არის სასტუმროები, ხიდები, ის რაც ფუფუნების ატრიბუტია, მაგრამ არ აჩვენებენ წარმოებას, ყოველდღიურ ცხოვრებას, რომელიც შეიძლებოდა ადამიანთა გარკვეული რაოდენობისთვის გაუმჯობესებულიყო. ეს გარეგნული ატრიბუტები და სააკაშვილის მიღწევები მოჩვენებითია, მასობრივი _ არა. შესაძლებელი იყო ეროვნული იდეით სპეკულირება, რაც ადამიანებს გარკვეული დროის მანძილზე აერთიანებს, მაგრამ ის რაღაცით უნდა იკვებებოდეს ან შინაგანი პროდუქტით, ან გარედან _ მუქარით, _ განაცხადა გავრილოვმა.
მან გაიხსენა, რომ მსგავს საარჩევნო სტრატეგიას საერთო მტრის წინააღმდეგ, 2010 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, უკრაინაში იუშენკოც იყენებდა. რუსეთთან ურთიერთობის დროს, ის თავხედურ პოლიტიკას მიმართავდა, ღიად ცდილობდა ხალხი რუსეთის საწინააღმდეგოდ განეწყო, მაგრამ რუსეთი პროვოკაციის არანაირ მიზეზს არ აძლევდა. საქართველოში კი რუსეთი პროვოკაციის მიზეზებს იძლეოდა, იქ მაინც არის ცხელი წერტილები. თუკი გავიხსენებთ საქართველოს იმდროინდელ წინასაარჩევნო მდგომარეობას, მაშინ ძალიან წარმატებულად იმუშავა ამერიკულმა ტექნოლოგიამ. ახლა კი, სააკაშვილის არსენალი ცარიელია, _ აცხადებს ინტერვიუში გავრილოვი.