ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო სალუქვაძის თქმით, ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი და შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ პრობლემის მოსაგვარებლად. “გურია ნიუსი” ამ ხიდის შესახებ 2011 წლის დეკემბერში წერდა:
_ “არ არის გამორიცხული, რომ ხიდის გამო ტრაგედია დატრიალდეს, რადგან ავარიულ მდგომარეობაშია. თქვენი გაზეთის მეშვეობით, გვინდა, დავაფიქსიროთ _ ეს ყველაფერი იმ სატვირთო მანქანების ბრალია, რომლებიც ყოველდღე დადიან ამ ხიდზე”, _ ამბობდნენ ჩვენთან საუბრის დროს ლაითურში მცხოვრებლები.