https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

    ისრაელის დარტყმების სამიზნე ხამენეი და პეზეშკიანი იყვნენ – იერიშის შედეგები ჯერჯერობით უცნობია

    რუსეთი ირანზე დარტყმებზე: მოვითხოვთ, რომ სიტუაცია დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას

    ავაიადარტყმების შედეგად ირანში დაღუპულთა რიცხვი იზრდება

    ფონ დერ ლაიენი: ირანში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია

    სხვადასხვა ქვეყნის ავიაკომპანიები ახლო აღმოსავლეთში რეისებს აუქმებენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პროკურატურის ცრუ მოწმეების აღიარებითი ჩვენებები

16:11; 26.11.2012
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

პირველ ვიდეჩანაწერში, რომელიც ამ სტატიას თან ერთვის, სოფელ ტყაჩირის მკვიდრის, კახაბერ სვანაძის ჩვენებაა ჩაწერილი, რომელიც მან 2010 წლის 04 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მისცა. მის ჩვენებაზე კომენტარს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მაშინდელი უფროსი, შოთა უტიაშვილი აკეთებს.

მეორე აუდიოჩანაწერში (ხმა ცოტა ხარვეზით ისმის), იგივე კახაბერ სვანაძე “გურია ნიუსს” 2011 წლის 23 დეკემბერს დეტალურად უყვება, როგორ მიაცემინა პროკურატურამ იძულებით მისთვის სასურველი ჩვენება და რას უშვებოდნენ ციხეებში. სწორედ იმ ჩვენებაზეა საუბარი, რომელიც შემდეგ შსს-ს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

კახაბერ სვანაძე პროკურატურის მოწმე იყო. პროკურატურისთვის სასურველი ჩვენების მიცემის შემდეგ, ის საპროცესო გარიგებით გამოუშვეს, პირობითი მსჯავრით.

მას შემდეგ, რაც სვანიძისგან მოვისმინეთ, როგორ უსწორდებოდნენ ციხეში და აწამებდნენ, მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მასთან ჩაწერილი ინტერვიუ არ გამოგვექვეყნებინა. არსებულ სამართლებრივ რეჟიმში (ჩვენ ნარკოკარტელის სასამართლო პროცესებს ინტენსიურად ვესწრებოდით), არ იყო გამორიცხული, გამოქვეყნებული მასალის გამო, ის რაიმე მიზეზით კვლავ ციხეში ჩაესვათ ან მის სიცოცხლეს საფრთხე დამუქრებოდა. თუმცა, აუდიოჩანაწერი გადავეცით ადვოკატებს, რათა მათ დანიშნულებისამებრ გამოეყენებინათ.

კახაბერ სვანაძის გარდა, პროკურატურას კიდევ ორი მოწმე ჰყავდა _ მერაბ ბოჭორიშვილი და ალექსანდრე ბოჭორიშვილი. მაშინ, პროკურატურამ, ეს მოწმეები, “ნარკოკარტელის” გახმაურებული საქმის გარშემო გააერთიანა. სანამ პროკურატურის ცრუ მოწმეების აღიარებით ჩვენებებს შემოგთავაზებთ, ამ სკანდალური საქმიდან რამდენიმე ფაქტს გაგახსენებთ.

“კოკაინური სპეცოპერაცია” კოკაინის გარეშე…

2010 წლის 2 ივნისს ქართველმა სამართალდამცველებმა სოფელ ტყაჩირში, სათბურიდან ერთი მილიონ შვიდასი ათასი ევრო ამოიღეს. ამ რეიდს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა და ხელისუფლების კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია უწოდეს(?!). თავისი მოსაზრება კი იმით გაამყარეს, თითქოს, ბოლო ათწლეულის ყველაზე მასშტაბური ნარკოდანაშაული გახსნეს. ამ საქმეს რეზონანსი ნამდვილად ექნებოდა, სამართალდამცავებს ფულთან ერთად, 220 კილო კოკაინი მართლა რომ აღმოეჩინათ. როგორც ამბობენ, სპეცოპერაციას პირადად ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა.

იმავე დღეს, მიხეილ სააკაშვილმა ამ საქმეზე ბრიფინგი მოაწყო და პირდაპირ ეთერში გამოუტანა განაჩენი ბოჭორიშვილსაც და მასთან დაკავშირებულ სხვა პირებსაც. იმ დროისთვის, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი ნარკოკარტელსა და დანაშაულებრივ ჯგუფზე საუბრობდა, ქართველი სამართალდამცავების მიერ ამოღებული ერთადერთი მტკიცებულება, ნუგზარ ბოჭორიშვილის სათბურიდან ამოღებული ფული იყო. საქმის მასალებს, კოკაინის სახით, რაიმე სახის მტკიცებულება დღემდე არ შემატებია…

მიუხედავად არარსებული მტკიცებულებებისა, 2010 წლის 3 დეკემბრის ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ნუგზარ ბოჭორიშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ნარკოტიკულ დანაშაულში, ასევე იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება – გასაღებასა და განზრახ მკვლელობის მომზადებაში. მას დაუსწრებლად შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მასთან ერთად მსჯავრდებულ ანასტასია ზაუტაშვილს, გიორგი ჩეჩელაშვილს, რომან მესუმიანს და მევლუდ სვანიძეს 30 და 24 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. არც ერთი მსჯავრდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და როგორც ადვოკატები მიუთითებენ, მთელი სისხლის სამართლის საქმე, მხოლოდ პოლიციის მიერ ფალსიფიცირებულ მტკიცებულებებს ემყარება. მტკიცებულებების გამყარება კი მოწმეთა ჩვენებებით მოხდა. დღეს, სამივე მათგანი აცხადებს, რომ ის რაც აღიარეს, სინამდვილეში ცრუ ჩვენება იყო.

სასამართლომ სწორედ კახაბერ სვანაძის, მერაბ ბოჭორიშვილის, ალექსანდრე ბოჭორიშვილის ჩვენებებზე დაყრდნობით მიიჩნია დადგენილად ისეთ ფაქტობრივ გარემოებები, როგორიცაა, ჯართის შემოტანა, ჯართის დაჭრა, “კოკაინის” პაკეტების ამოღება, შემდეგ მანქანების დაშლა, “კოკაინის” პაკეტების მომზადება მანქანაში ჩასალაგებლად, “კოკაინის” ევროპისკენ გატანა, ” ოკაინის” ოდენობა. სინამდვილეში კი, აი რა ხდებოდა…

აღიარებითი ჩვენება #1 _ “მე მიცემული მაქვს ჩვენება იმიტომ, რომ მემუქრებოდნენ 20 წლიანით…”

2012 წლის 6 ოქტომბერს ნუგზარ ბოჭორიშვილის ერთ-ერთ ადვოკატს, მიხეილ ელიკაშვილს მერაბ ბოჭორიშვილმა და ალექსანდრე ბოჭორიშვილმა.

ალექსანდრე ბოჭორიშვილი: “მე მიცემული მაქვს ჩვენება, სადაც ვთქვი, რომ ჩემთან ინახებოდა სახლში ჩანთები, რომლებიც მოიტანა მევლუდ სვანიძემ, ნუგზარ ბოჭორიშვილის სიძემ და მითხრა შემენახა ჩანთები, სულ ვთქვი, რომ იყო 8 ჩანთა, ასევე ვთქვი, რომ ჩანთებში თუ რა იყო არ ვიცოდი. სინამდვილეში, ჩანთები ჩემთან იმ პერიოდში არ ინახებოდა და ჩანთები მქონდა მანამდე დიდი ხნით ადრე, რაც წაღებული იყო 8 თვით ადრე და იქ იყო ნივთები, რასაც მევლუდი ყიდდა მაღაზიაში. ეს იმიტომ ვთქვი, რომ ვიყავი შიშის ქვეშ. პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მაკითხავდნენ, მეუბნებოდნენ, რომ მელოდება 20 წლიანი თუ არ ვიტყოდი, რომ იმ პერიოდში ჩანთები ინახებოდა ჩემთან. ასევე ზეწოლა იყო ფიზიკური. დაკითხვაზე ვიყავი თბილისში და იქაც მაშინებდნენ, რომ მელოდებოდა 20 წლიანი პატიმრობა.”

აღიარებითი ჩვენება #2 _ “სინამდვილეში, არანაირი ცელოფნები მე არ მინახავს…”

მერაბ ბოჭორიშვილი: “2012 წლის ივნისის თვეში ტელევიზიით მოვისმინე, რომ ჩემმა ნაცნობმა კახა სვანაძემ გამოაცხადა, რომ მე ვესწრებოდი მის სახლში ჯართის დაჭრას, რა დროსაც თითქოს მე დავინახე, რომ ჯართიდან ჩამოვარდა შეფუთული ცელოფნები… მუქარა განხორციელდა ნუგზარ ბოჭორიშვილის სახლის ეზოში, სადაც პოლიციის თანამშრომლების გარდა არავინ იმყოფებოდა. როგორც მგონია, პოლიციელები იყვნენ ბათუმიდან. მათ მომთხოვეს, რომ მეთქვა ის ყველაფერი, რაც ტელევიზიით იყო ნათქვამი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოახდენდნენ ფიზიკურ ზემოქმედებას. მე ვიყავი ნასვამი და დამეუფლა ძლიერი შიშის გრძნობა. რამდენიმეჯერ მოხდა ჩემზე შეხება… სინამდვილეში არანაირი ცელოფნები მე არ მინახავს და მითუმეტეს, თუ რა იყო ცელოფნებში არც ეს ვიცი…”

აღიარებითი ჩვენება #3 _ მოვიდა ვიღაც პიროვნება კამერით და მომთხოვა წამეკითხა მისი დაწერილი სიტყვები…”

2012 წლის 6 ოქტომბერს, ადვოკატ მიხეილ ელიკაშვილს, ასევე მიმართა კახაბერ სვანაძემ და განუცხადა, რომ სურდა ახსნა-განმარტების მიცემა.

მან გამოკითხვის ოქმში აღნიშნა, რომ 2012 წლის 4 ივნისს, მასთან სახლში, წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირში, მივიდა ავტომანქანა. შემდგომ გაირკვა, რომ ისინი იყვნენ ბათუმის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტიდან ან პროკურატურიდან. მათ ჩასვეს მანქანაში და დაუწყეს ცემა. შემდეგ წაიყვანეს რესტორან ვენეციასთან ნაძვნარებში, ხეზე მიაბეს “ნარუჩნიკებით” და გააგრძელეს მისი ცემა. ისინი ეუბნებოდნენ რომ მიეცა მათთვის 50 მილიონი ევრო და კოკაინი. ერთ-ერთ მათგანს ეძახდნენ ბერიძეს, რომელიც ეუბნებოდა ხელი მოეწერა რაღაც დოკუმენტებისათვის, მან მის მიმართ გააკეთა 5 გასროლა. შემდეგ წაიყვანეს ნიკეას ქუჩაზე ქალაქ ქუთაისში პოლიციის შენობაში, სადაც მისი ცემა არ გაჩერებულა მთელი ღამე. შემდგომ მოვიდა ვიღაც პიროვნება კამერით და მოსთხოვეს წაეკითხა მათ მიერ დაწერილი სიტყვები და ეხსენებინა სიტყვა “კოკაინი,” უფრო ზუსტად ითხოვდნენ, რომ ეთქვა, რომ ვიღაც ბიჭის მანქანაში, რომლის სახელი არ ახსოვს ჩადო კოკაინი. ასევე სთხოვდნენ სხვა რამეების თქმასაც. კარგად ახსოვს, რომ ყველაფერი თქვა, რასაც თხოვდნენ იქიდან გამომდინარე, რომ იყო ძლიერი ზეწოლის ქვეშ. მეორე დღეს, დილით წაიყვანეს მის სახლში და თხოვდნენ, რომ ეჩვენებინა რკინები, შემდეგ გადაიყვანეს გეგუთში და იქიდან კი თბილისში შუშებიან შენობაში, სადაც გაიარა ბევრი წამება რისი გახსენებაც უჭირს. მას სთხოვდნენ ეთქვა თუ სად ინახებოდა კოკაინი, რომელიც ეკუთვნოდა ნუგზარ ბოჭორიშვილს… საპყრობილეში იჯდა ერთი წელიწადი და ამ ხნის განმავლობაში მასზე ზეწოლა არ შეწყვეტილა… ფიზიკური ზეწოლა ხორციელდებოდა განსაკუთრებით თბილისის მე-8 საპყრობილეში, სადაც უშუალოდ მისი ცემისას მონაწილეობდა ციხის უფროსი მელაძე. მის მიმართ ცემის ფაქტი ხდებოდა ციხის უფროსის კაბინეტში, უფრო ზუსტად მის მისაღებში და ყოველთვის ღამის საათებში. უფრო მეტად, ე.წ. ციხის რეჟიმის თანამშრომლები ახდენდნენ მის ცემას… ახსენდება, ვიღაც ჭაღარა კაცი, რომელიც ამბობდა, რომ იყო დეპარტამენტიდან და ემუქრებოდა.

საკანში ყოფნისას, ხელები გადაიჭრა “ბრიტვით”, რადგან ეგონა, რომ მისი ბავშვები მისი გულისთვის აწამეს და მოკლეს… მას “კოკაინი” არასოდეს უნახავს და იმის თქმა, რომ “კოკაინი” ეკუთვნოდა ბოჭორიშვილს, განპირობებელი იყო მასზე ზეწოლით… მან ფოთის სასამართლოშიც მისცა ჩვენება და თქვა, რომ ჭრიდა ჯართს, იქ იყო “კოკაინი” და ამ “კოკაინს” ინახავდა ნუგზარი, ასევე კარნახობდნენ და აიძულეს რომ ეთქვა, რომ ემხილებინა გიორგი ჩეჩელაშვილი, რომან მესუმიანი, ანასტასია ზაუტაშვილი, მევლუდ სვანიძე. აღნიშნულის თქმა განპირობებული იყო მასზე ზეწოლით, ზეწოლა იყო შვილებზე მუქარით, ოჯახის წევრებზე მუქარით, ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, _ ასეთი აღიარებითი ჩვენება მისცა კახაბერ სვანაძემ ადვოკატებს 2 წლისა და 5 თვის შემდეგ…

ახლა, მათ აღიარებით ჩვენებებზე მთავარი პროკურატურა იმსჯელებს ახალი შემადგენლობით. მანამდე, კი ამ ჩვენებების საფუძველზე დაკავებული პირები კვლავ 30 და 24-წლიანი პატიმრობის მუხლით იხდიან სასჯელს…

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

მიხეილ ქავთარაძის მკვლელობა- ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს, ხოლო მსჯავრდებულს, ახალი ბრალი წარუდგინეს

21:13; 28 თებერვალი, 2026
სამართალი

არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე დედა დააკავეს

14:29; 28 თებერვალი, 2026
სამართალი

შვილს მოწყალების თხოვნას აიძულებდა – ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

10:40; 28 თებერვალი, 2026
მთავარი

ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

10:30; 28 თებერვალი, 2026
სამართალი

მძიმე ავარია მოხდა მარნეული-თბილისის გზაზე

22:41; 27 თებერვალი, 2026

ვიდეოჩანაწერი, რომლის გადმოცემა მოკლულმა სოსო ჩიქობავამ ვერ მოასწრო

“გურია ნიუსის“ რედაქციის საგანგებო განცხადება

ყველა სიახლე

მსოფლიო

ირანში საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

22:18; 28.02.2026
საზოგადოება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში უნიკალური მცენარეები და მნიშვნელოვანი ექსპონატები დაზიანდა

21:56; 28.02.2026
სამართალი

მიხეილ ქავთარაძის მკვლელობა- ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს, ხოლო მსჯავრდებულს, ახალი ბრალი წარუდგინეს

21:13; 28.02.2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი საქართველოს 2026 წლის ჩემპიონი გახდა 11 წლამდე ასაკის ჭაბუკებს შორის

20:49; 28.02.2026
პოლიტიკა

“ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით, საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ”- მაკა ბოჭორიშვილი

20:40; 28.02.2026
საზოგადოება

ირანელი ხალხის მხარდასაჭერად ირანის საელჩოსთან მოქალაქეები შეიკრიბნენ

20:02; 28.02.2026
მსოფლიო

ისრაელის დარტყმების სამიზნე ხამენეი და პეზეშკიანი იყვნენ – იერიშის შედეგები ჯერჯერობით უცნობია

18:53; 28.02.2026
საზოგადოება

ხანძარი სწრაფად გავრცელდა – საცხოვრებელი სახლი დაიწვა

17:57; 28.02.2026
საზოგადოება

მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

17:32; 28.02.2026
მსოფლიო

რუსეთი ირანზე დარტყმებზე: მოვითხოვთ, რომ სიტუაცია დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას

17:10; 28.02.2026
მსოფლიო

ავაიადარტყმების შედეგად ირანში დაღუპულთა რიცხვი იზრდება

16:50; 28.02.2026
მსოფლიო

ფონ დერ ლაიენი: ირანში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია

16:19; 28.02.2026
მსოფლიო

სხვადასხვა ქვეყნის ავიაკომპანიები ახლო აღმოსავლეთში რეისებს აუქმებენ

16:03; 28.02.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჩემი მიზანი ირანში ხალხის თავისუფლებაა

15:43; 28.02.2026
მსოფლიო

აბუ-დაბიში ირანის სარაკეტო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

14:30; 28.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო