მასალა: 5-6 საშუალო ზომის სოკო “შამპინიონი”, 100 გრამი მაგარი ყველი, 1 თავი ხახვი, 1 სუფრის კოვზი ფქვილი, 100 მილილიტრი ნაღები, 20 გრამი კარაქი, მარილი, ზეთი.
მომზადება: ხახვი წვრილად დავჭრათ და შევწვათ ზეთში, დავუმატოთ ზოლებად დაჭრილი სოკო და მოვშუშოთ 2-3 წუთით. მოვაყაროთ მარილი, ეს ყველაფერი ჩავდოთ ფორმებში ან პატარა ქოთნებში; ფქვილი მოვშუშოთ მშრალ ტაფაზე ოქროსფერის მიღებამდე, ნელ-ნელა დავუმატოთ კარაქი და ნაღები (თუ ნაღები არ გვაქვს, უფრო მეტი კარაქი), სანამ არ შესქელდება, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ფორმებს, მოვაყაროთ გახეხილი ყველი, შევდგათ ჰაერღუმელში 200გრადუს ტემპერატურაზე 5 წუთით სანამ ყველი ქერქად არ გადაეკვრება.