https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პატიმრები ბუნებრივ განათებას, გაპარსვას და ინფორმაციას ითხოვენ

10:12; 6.12.2012
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

სახალხო დამცველის აპარატი, ციხეში ჩატარებულ მონიტორინგთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ ე.წ “კრიტში” მოთავსებული პირები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ დაწესებულების პირობები არ არის ადაპტირებული გრძელვადიანი განთავსებისთვის – საკნები პატარა ზომისაა, არ აქვს ნორმალური ზომის ფანჯარა და ვერ უზრუნველყოფს საკნის ბუნებრივ განათებას, ნორმალურ ვენტილაციას.” მონიტორინგის ჯგუფი მოუწოდებს სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობას გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები #7 ციხეში პატიმრების მდგომარეობის გამოსასწორებლად.

“გურია ნიუსი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “2012 წლის 4 დეკემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და წარმომადგენლებმა, ერთობლივი პროექტის ფარგლებში, განახორციელეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის #7 დაწესებულების არაგეგმიური მონიტორინგი.

მონიტორინგის დროს მოხდა დაწესებულებაში განთავსებულ ყველა პატიმართან, დაწესებულების ადმინისტრაციასთან. ამასთანავე, დათვალიერდა დაწესებულების ინფრასტრუქტურა და შეფასდა საცხოვრებელი პირობები.

#7 დაწესებულებაში, ძირითადად, განთავსებულები არიან ე.წ. “კანონიერი ქურდები“ და კრიმინალური ავტორიტეტები. აღნიშნული საბაბით, დაწესებულებაში წლების მანძილზე მოქმედებს განსაკუთრებული რეჟიმი და მრავალრიცხოვანი, ხშირად გაუმართლებელი აკრძალვები და შეზღუდვები. სწორედ ამ მიზეზით არ ხდება აქ განთავსებული მსჯავრდებულების გადაყვანა სხვა დაწესებულებაში და ისინი, წლების მანძილზე, დახურულ სისტემაში იხდიან სასჯელს.

მონიტორინგის დროისთვის, დაწესებულებაში განთავსებული იყო 35 მსჯავრდებული, რომლებიც გადანაწილებულნი იყვნენ ცხრამეტ საკანში.

დაწესებულების ხელმძღვანელობამ გასაუბრებისას განმარტა, რომ მონიტორინგის დროისთვის და უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, პატიმართა მხრიდან რაიმე სერიოზული ხასიათის უკმაყოფილებას ადგილი არ ჰქონია, არის მშვიდი ვითარება და დაწესებულება მუშაობს ჩვეულ რეჟიმში.

#7 დაწესებულებაში მსჯავრდებულებმა გასაუბრებისას აღნიშნეს, რომ წარსულ პერიოდთან და წინა წლებთან შედარებით მათ მიმართ მოპყრობა ამჟამინდელი ადმინისტრაციის მხრიდან არის საგრძნობლად გაუმჯობესებული და პატიმართა მიმართ გამომწვევი და უხეშ დამოკიდებულება აღარ არის. მათივე თქმით, ამჟამინდელი ხელმძღვანელობა შესაძლებლობების და კანონის ფარგლებში, ითვალისწინებს და ცდილობს მათი პრობლემების მოგვარებას.

ამასთანავე, მსჯავრდებულები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმ გარემოების გამო, რომ ისინი, წლების განმავლობაში, #7 დაწესებულებაში არიან განთავსებულნი. მეტიც, მათი თქმით, ეს წარმოადგენს მათ მთავარ პრობლემას, ვინაიდან დაწესებულების პირობები არ არის ადაპტირებული გრძელვადიანი განთავსებისთვის – საკნები არის პატარა ზომის, არ აქვს ნორმალური ზომის ფანჯარა, რაც ვერ უზრუნველყოფს საკნის ბუნებრივ განათებას და ნორმალურ ვენტილაციას. ყოველივე ზემოაღნიშნული, უარყოფითად აისახება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მსჯავრდებულები გამოთქვამენ სურვილს, გადაყვანილი იქნენ ისეთ დაწესებულებაში, სადაც იქნება უკეთესი საცხოვრებელი პირობები და აქედან გამომდინარე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკი იქნება შემცირებული.

ამავდროულად, დღემდე მოუგვარებელია რიგი საკითხებისა, რაც პრობლემატური იყო წლების განმავლობაში, კერძოდ, მსჯავრდებულებს კვლავ არ აქვთ საშუალება, ისარგებლონ ტელევიზორებით (საკნებში არსებული ტელევიზორები შეერთებულია DVD-ზე და მათ შესაძლებლობა აქვთ, უყურონ მხოლოდ ოჯახის მიერ მოტანილ შემეცნებით და გასართობ გადაცემებს. ამასთანავე, ყველა საკანი უყურებს ერთი და იმავე ჩანაწერს), მხოლოდ ფოსტის საშუალებით შეუძლიათ მიიღონ ჟურნალ-გაზეთები, ხოლო უკანასკნელ ხანებში საერთოდ აიკრძალა სპორტული პრესის მიწოდება. ამავდროულად, მსჯავრდებულებმა აღნიშნეს, რომ ფოსტის საშუალებით პრესის გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ რუსთავის და თბილისის ერთი საფოსტო განყოფილებიდან (რაიონულ საფოსტო ცენტრებში მისულ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებს განუმარტეს, რომ მათ აღნიშნულის შესახებ ბრძანება არ მისვლიათ), რაც დამატებით პრობლემას უქმნის პატიმართა ოჯახის წევრებს.

დღემდე მოუგვარებელი რჩება ამანათით ან თუნდაც ფოსტით თბილი ქურთუკების ან ჟილეტების მიწოდების საკითხი. მსჯავრდებულების თქმით, მათთვის გაურკვეველია აღნიშნული აკრძალვა და კატეგორიულად არ ეთანხმებიან იმ მოსაზრებას, რომ აღნიშნული შეზღუდვა განპირობებულია აკრძალული ნივთის შეტანის მოსალოდნელი საფრთხის გამო, რადგან მსგავსი ფაქტი #7 დაწესებულებაში წლების მანძილზე არ მომხდარა.

მსჯავრდებულებისთვის კვლავ კანონით არის აკრძალული გრძელვადიანი პაემნებით სარგებლობა და მეტიც, მოკლევადიანი პაემნებიც წლების განმავლობაში მიმდინარეობს შუშიანი ტიხრის და ტელეფონის მეშვეობით, თვეში ერთხელ, თითო საათით.

მსჯავრდებულების განმარტებით, სასულიერო პირთან შეხვედრა შეუძლიათ თვეში ერთხელ მხოლოდ 10 წუთით.

მსჯავრდებულები გასეირნების უფლებით სარგებლობენ ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა. მათივე განმარტებით, უკანასკნელ პერიოდში გაიზარდა გასეირნების დრო, თუმცა სასეირნო ეზოები არის ძალიან მცირე ზომის (დაწესებულებაში არის ოთხი სასეირნო ეზო, რომლების ფართობია: I – 12.40 კვმ; II – 12.8 კვმ; III- 12.50 კვმ და IV – 12.7კვმ) და მათი მდებარეობა და დამცავი აღჭურვილობა დამატებითი შემზღუდველი ხდება გასეირნების უფლების სრულყოფილად სარგებლობისთვის.

კვლავ პრობლემატურია ტელეფონით სარგებლობა. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულებს ეძლევათ საშუალება, ისარგებლონ ტელეფონით კანონით დადგენილი წესით თვეში ორჯერ 15 წუთით, მათ მხოლოდ ორ ნომერზე შეუძლიათ ზარის გახორციელება. პატიმრებს კვლავ არ აქვთ შესაძლებლობა, განახორციელონ სატელეფონო ზარები საზღვარგარეთ.

მსჯავრდებულთა განმარტებით, ისინი აბანოთი სარგებლობენ კვირაში ერთხელ. ამასთანავე აღნიშნავენ, რომ წვერის გაპარსვის საშუალება აქვთ მხოლოდ აბანოს დღეს, რადგან ეკრძალებათ, საკანში იქონიონ წვერის საპარსი მოწყობილობა. მათი განმარტებით, დაწესებულებაში არის ერთი თმის საჭრელი აპარატი, რომლითაც სარგებლობს ყველა პატიმარი, რის გამოც არსებობს ინფექციური დაავადებების გადადების მომეტებული რისკი.

მსჯავრდებულებს დაწესებულების მაღაზიით სარგებლობა შეუძლიათ ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა. აღნიშნულ მაღაზიაშივე შეუძლიათ შეიძინონ რადიომიმღები, რომლით სარგებლობაზე რაიმე შეზღუდვა არ აქვთ დაწესებული.

მონიტორინგის დროს, დაწესებულების რამდენიმე საკანში, სადაც განთავსებული არიან პატიმრები, არ იდგა მაგიდა და სკამები.

სპეციალური პრევენციული ჯგუფი დადებითად აფასებს #7 დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მიმართ მოპყრობის გაუმჯობესებას. აქვე ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ #7 დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულთათვის ნორმალურ და დამაკმაყოფილებელ საცხოვრებელ პირობებს. ასევე, აუცილებელია, უახლოეს მომავალში იქნეს უზრუნველყოფილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის #97 ბრძანებაში, რომელიც განსაზღვრავს ნებადართული ნივთების ნუსხას, შესაბამისი ცვლილებების და დამატებების შეტანა, რათა მსჯავრდებულებს მიეცეთ საშუალება, ამანათით მიიღონ სეზონის შესაბამისი ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების ნივთები.

სპეციალური პრევენციული ჯგუფი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ #7 დაწესებულების მრავალრიცხოვანი შეზღუდვები, ასევე, ის გარემოება, რომ აქ განთავსებული პირებისთვის წლების მანძილზე მიუწვდომელია ნახევრად ღია რეჟიმი, განსაკუთრებით გაუსაძლისს ხდის მსჯავრდებულთა ყოფას. მნიშვნელოვანია, სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობამ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად,” _ ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8 სექტემბერი, 2026
სამართალი

გიორგი ლილუაშვილი – ლაზარე ჯორბენაძე სიკვდილს ნატრობდა კი არა, ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში მოხვედრილიყო

21:26; 7 სექტემბერი, 2026
სამართალი

გურიაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს

12:13; 7 სექტემბერი, 2026
სამართალი

სამართალდამცველებმა ბათუმში სარეალიზაციოდ გამზადებული 24 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს

11:05; 7 სექტემბერი, 2026
სამართალი

მარგო ზოიძის საქმეზე ბრალდებულის მხარემ წინასწარი პატიმრობა გაასაჩივრა

10:40; 7 სექტემბერი, 2026

ახმედ ჩატაევს 5000 ლარიანი გირაოთი ათავისუფლებენ

ჩატაევი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ყველა სიახლე

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

22:24; 7.09.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა, რომელიც ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

22:13; 7.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო