ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა ქონებრივი დეკლარაცია ივნისში შეავსო.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, დეპუტატის პირად მფლობელობაშია 7 საცხოვრებელი ბინა _ მათგან 5 თბილისშია, ერთი მცხეთაში, ერთი წყნეთში.
თბილისში, უფრო კონკრეტულად კი მოსიაშვილის #26-ში წილოსანს 124.70 კვ.მ. ფართის ბინა აქვს; თამარაშვილის 4-ში 224.70 კვ.მ. ფართის; ჭავჭავაძის გამზირზე 131.60 კვ.მ. ფართის ბინას ფლობს; ბალანჩივაძის ქუჩაზე _ 72.40 კვ.მ. ფართის ბინას; რუსთაველზე მის საკუთრებაში არსებული ბინის ფართი 59. კვ.მ-აია.
მცხეთაში, გმირის ქუჩაზე არსებული დეპუტატის ბინის ფართია 94.55 კვ.მ-ია. კიდევ ერთი ბინა ნინო წილოსანს დაბა წყნეთში აქვს, _ 60 კვ.მ. ფართის;
დეპუტატი 1175 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს საგურამოში, ილია ჭავჭავაძის მუზეუმის მიმდებარედ.
ნინო წილოსანს 60.91 კვ. მ. არასაცხოვრებელი ფართი თანასაკუთრებაში ლელა მეტრეველთან და პლატონ რატიანთან ერთად აქვს ქვიშხეთის ქუჩაზე. ამავე პირებთან ერთად 82.90 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართს ფლობს ცოტნე დადიანის ქუჩაზე.
დეკლარაციაში არცერთი ბინის, ნაკვეთის და არასაცხოვრებელი ფართის ფასი მითითებული არ არის.
ასევე არ არის მითითებული ნინო წილოსანის საკუთრებაში არსებული მსუბუქი ავტომანქანის _ ბმვ X 5 ღირებულება.
ამავე დეკლარაციით ირკვევა, რომ ნინო წილოსანის მეუღლე, ვლადიმერ აბულაძე 1242 ფასიან ქაღალდს ფლობს. ფასიანი ქაღალდის ნომინალი 1,46 US შეადგენს.
დეკლარაციის შევსების დროს ნინო წილოსანს თიბისი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 1418,69 ლარი ჰქონდა, საქართველოს ბანკში კი 3347,90 ლარი. ამავე მომენტში მის ხელთ ნაღდი ფულის სახით 17000 ლარი იყო.
ნინო წილოსანი 13 კომპანიის პარტნიორია. დეკლარაციის თანახმად, შპს “მკურნალი 2002”-იდან გასულ წელს მან 36000 ლარი მიიღო; შპს “ქონსელერ პრივატიდან” _ 5789 ლარი; შპს “აიპროფიტიდან” _ 100848 ლარი.
დანარჩენი კომპანიებიდან გასულ წელს ნინო წილოსანს შემოსავალი არ მიუღია.
8 კომპანიაშია პარტნიორი ნინო წილოსანის მეუღლე ვლადიმერ აბულაძე. დეკლარაციის თანახმად, აბულაძეს არცერთი კომპანიიდან შემოსავალი არ ჰქონია.
გასულ წელს, ნინო წილოსანმა, როგორც ვაგონშემკეთებელი კომპანიის ფინანსური სამსახურის უფროსმა 22297,72 ლარი მიიღო; „მკურნალი 2002“-ში, ფინანსური კონსულტანტის თანამდებობაზე მისმა შემოსავალმა 33000 ლარი შეადგინა; ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან მიღებული შემოსავალი კი 8900 ლარი იყო.
ნინო წილოსანმა, როგორც დეპუტატმა გასულ წელს 3699 ლარი მიიღო.
დეკლარაციის თანახმად, მისი მეუღლის შემოსავალმა გასულ წელს მხოლოდ 6112 ლარი შეადგინა. ეს თანხა ვლადიმერ აბულაძემ ვაგონმშენებელი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის მიიღო.
ნინო წილოსანმა 2016 წელს ფართის იჯარით გაცემიდან 1500 დოლარი და 3110 მიიღო;
დეკლარაციაში ასევე მითითებულია „ფართის იჯარის აღება“, საიდანაც ნინო წილოსანმა 34703 ლარი მიიღო.
დეპუტატს გასულ წელს 18662 დოლარის გასავალი ჰქონდა _ ეს თანხა მან იპოთეკური სესხის გადასახდელად დახარჯა.
ნინო წილოსანს გასულ წელს ქველმოქმედებაში 14326 ლარი დაუხარჯავს; გადახდილი აქვს სწავლის გადასახადებიც _ 22000 ლარი და 10000 დოლარი.