https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მეჯვარე, რძალი, მამა და სხვები… ნათესავების დანიშვნა აჭარის ახალ მთავრობაში

13:01; 12.01.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“თევზი ყოველთვის თავიდან ფუჭდება. ამის მაგალითი არის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. რომ არა ხაბაძის ეს ქმედება, უბრალოდ  მეტი პრინციპულობა  რომ ჰქონოდა მას, დღეს ვერც მურმან დუმბაძე, ვერც ავთო ბერიძე და ვერავინ სხვა ასე ადვილად თავისიანების დანიშვნას ვერ შეძლებდნენ. არ არსებობს სტრუქტურა, სადაც თავისი შვილები, რძლები მშობლები და ახლო ნათესავები არ დაუნიშნავთ” – ამბობს ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით რობაქიძე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის  მამა თამაზ ხაბაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის და პრივატიზების დეპარტამენტის საწარმოთა მართვის განყოფილების უფროსია.

ხაბაძე ამ თანამდებობაზე 2010 წლიდან მუშაობს. მანამდე, 5 წლის განმავლობაში, იმავე დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტად მუშაობდა. ხაბაძე სახელმწიფო უწყებაში 1992 წლიდან მუშაობს.

მთავრობის თავმჯდომარის და – დიანა ხაბაძე ბათუმის მერიაშია დასაქმებული. ხაბაძე  მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის შემოსავლების პროგნოზირებისა და ანალიზის განყოფილებას ხელმძღვანელობს. აჭარის პირველი პირის ოჯახის ორივე წევრი ხაბაძის დანიშვნამდე მუშაობდა.

“მაშინ მერიაში დიდ პროექტებს “ქართუ ბანკი” აფინანსებდა და შესაბამისად, არჩილ ხაბაძის ოჯახის წევრების დასაქმება როგორ მოხდა, გასაკვირი არაა. “საჭირო კაცი” იყო მაშინაც და ახლაც,” –_ ასე ხსნის ხაბაძეების დასაქმებას  დავით რობაქიძე.

არჩილ ხაბაძის მეჯვარე გიორგი თავართქილაძე, დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრია. ჩვენი წყაროს ცნობით, თავართქილაძის მინისტრად დანიშვნას ხაბაძე პირადად ლობირებდა.

არჩილ ხაბაძე კი ირაკლი ჭეიშვილის მეჯვარეა. ჭეიშვილი აჭარის ახალ მთავრობაში აპარატის უფროსად დაინიშნა. ჭეიშვილის მეორე მეჯვარე სულხან ღლონტი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ფრაქცია “ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების” ხელმძღვანელია.

უმაღლეს საბჭოში განათლების კომისიაში მრჩეველად დაინიშნა ბათუმის საკრებულოს წევრის, ფრაქცია “ბათუმისათვის” ხელმძღვანელის რესპუბლიკელი ირაკლი ჩავლეიშვილის ძმა, ზაზა ჩავლეიშვილი.

“აბაშიძის მთავრობამ ესენი ჩარეცხა. მერე სააკაშვილი მოვიდა და იმანაც ჩარეცხა. დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში და გაეკეთებინათ ის, რაც მათ გულში და სულში ჰქონდათ. ნამუსიც კარგი საქონელია _ ვეტყვი ამ ადამიანებს. ოჯახში არ დარჩათ არავინ, ვინც დაუსაქმებელია.

ზაზა ჩავლეიშვილის შვილი არის ახალგაზრდული დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. როდესაც სხვაზე საუბრობენ და მე კარგად მახსოვს მათი ინტერვიუები, მათ გამოსვლები რაზე ჰქონდათ. რომ აქ არის კლანური მმართველობა. რამე შეიცვალა?” _ ამბობს ლეიბორისტების ლიდერი დავით რობაქიძე “გურია ნიუსთან” საუბარში.

თავად ზაზა ჩავლეიშვილი “გურია ნიუსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მის დასაქმებასთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ გამოქვეყნებული წინა მასალის “დასაქმება ახალი მთავრობისგან ძველი მეთოდებით”, შემდეგ  სოციალური ქსელით გამოეხმაურა და განაცხადა:

“სიამოვნებით გავეცანი თქვენს ინფორმაციას და ვთვლი, რომ ჟურნალისტის პირველი და შეიძლება მთავარი ამოცანაც მოსახლეობისათვის ახალი ინფორმაციის დროული მიწოდებაა! იმედია ამ ჩემს მცირე დაზუსტებას, თქვენს ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეშ ჩარევად არ ჩამითვლით!
უპირველესად მინდა შევნიშნო, რომ “კარგა ხანია” ბათუმელები მიცნობენ არა როგორც რესპუბლიკელი ირაკლი ჩავლეიშვილის ძმად, არამედ ზაზა ჩავლეიშვილად, ირაკლი ჩავლეიშვილის უფროს ძმად, რომელსაც რესპუბლიკური პარტიის წევრობის მასზე უფრო დიდი სტაჟი აქვს. ასე რომ, უფრო სწორი იქნებოდა, რომ დაგეწერათ, ირაკლი ჩავლეიშვილი, ზაზა ჩავლეიშვილის ძმაო!
რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისის თავმჯდომარის თანაშემწეობას! ეს ხელოვნურად, ჩემთვის შექმნილი თანამდებობა არ გახლავთ! ეს პოლიტიკური პოსტია. როდესაც მოვიდა ახალი პოლიტიკური ძალა, რომლის წარმომადგენელია ბატონი გიორგი მასალკინი (იმედია მის პროფესიონალიზმსა და კომისიის თავმჯდომარის პოსტზე მის შესაბამისობაში ეჭვს არ შეიტანთ), ძველი კომისიის თავმჯდომარე ავტომატურად გადადგა. ასევე გადადგა მისი თანაშემწეც! თუ თქვენ ჩემს პროფესიონალიზმსა თუ განათლების დონეში ეჭვი გეპარებათ, შემიძლია მოგაწოდოთ ჩემი სივი (
და ჩამოთვლილია ბატონი ზაზას პროფესიული გამოცდილება. ავტ.) _ აცხადებს ზაზა ჩავლეიშვილი.

ის  უარყოფს თავისი ქალიშვილის ახალგაზრდულ დეპარტამენტში დასაქმების ფაქტსაც:

_ რაც შეეხება ჩემს შვილს, ქალიშვილს! მას არავითარი კავშირი არა აქვს ახალგაზრდულ დეპარტამენტთან! ჩემი შვილი კარგა ხანია საგანმანათლებლო ინგლისური ცენტრის, ETI-ს, ბათუმის ფილიალის მენეჯერია! _ აცხადებს ზაზა ჩავლეიშვილი.

დავით რობაქიძე სოფლის მეურნეობის მინისტრის შესახებაც საუბრობს: “სოფლის მეურნეობის მინისტრი არის ადამიანი, რომელმაც თავის დროზე სახელმწიფოს დაფინანსებით აიღო გრანტი და გააკეთა ‘სოფლის სახლი”. შემდეგ გაკოტრდა,  ეს ქონება მიითვისა და  ჩამოაყალიბა კომერციული სტრუქტურა. მძღოლი და დამლაგებელიც კი არ დატოვა. ყველა თავისი მოიყვანა. ზაურ ფუტკარაძემ მოადგილეებად მეჯვარე და ქვისლი მიიყვანა,” _ ამბობს ლეიბორისტების ლიდერი.

ნეპოტიზმით დანიშვნები აქტუალურია აჭარის უმაღლეს საბჭოშიც. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში აჭარის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა თავისი კლასელი, ვახტანგ თავბერიძე დანიშნა. ავთანდილ ბერიძე ამბობს, რომ ვახტანგ თავბერიძე მისთვის “მეტია” ვიდრე უბრალოდ კლასელი. ბერიძე ამავე დეპერტამენტში დანიშნულ მარინე კუპრეიშვილზეც ამბობს, რომ მისი მეგობარია.

საკანონმდებლო ორგანოში მუშაობს მურმან დუმბაძის ძმის ცოლი, მარინა ბერიძე. მარინა ბერიძე უმაღლეს საბჭოში ადრეც მუშაობდა, თუმცა წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოდან იგი გაათავისუფლეს. მისი სამუშაოზე აღდგენა ახალმა ხელისუფლებამ მოახდინა.

მურმან დუმბაძის რძლის, მარინა ბერიძის ძმა არჩევნების შემდეგ დაინიშნა ქედის რაიონის პოლიციის უფროსად. მარინა ბერიძის სიძე, სულიკო თებიძე კი აჭარის განათლების მინისტრის მოადგილედ.

მარინა ბერიძის სახელზეა რეგისტრირებული თევზის სამრეწველო კომპანია “იხტიოსი”. კომპანიას 4 დამფუძნებელი ჰყავს. აქედან მარინა ბერიძეს 30% აქვს, ლევონ სარქისიანს 20%, რუსლან შერვაშიძეს და ირაკლი სირაბიძეს თანაბარი 25-25%. ირაკლი სირაბიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სიმამრია. სირაბიძეს მურმან დუმბაძის ძმის ოჯახთან ერთად ბიზნესი წლებია აქვს. ისინი პარტინორები არიან საკრუინგო კომპანიის ბიზნესშიც.

მურმან დუმბაძემ საკუთარი კადრი დანიშნა არქივის ბიუროს ხელმძღვანელად. საგზაო დეპარტამენტში ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა მურან დუმბაძის ნათესავი სერგო დუმბაძე. მურმან დუმბაძის დეიდაშვილი როსტომ შერვაშიძე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გახდა.

“გურია ნიუსი” მურმან დუმბაძესაც დაუკავშირდა თავისი ნათესავების დანიშვნასთან დაკავშირებით.

მურმან დუმბაძე ადასტურებს, რომ მისი რძალი მარინა ბერიძე უმაღლეს საბჭოში მუშაობს, ხოლო მარინა ბერიძის ძმა ქედის პოლიციის უფროსად დაინიშნა. დუმბაძე სამთავრობო დანიშვნების გადაწყვეტილებებში ჩარევასაც არ უარყოფს.

_ არა, არავითარი ნეპოტიზმის ნიშნები. ნეპოტიზმის არის როცა ნათესავს დააწინაურებ. მარინა ბერიძე 2004 წლიდან უმაღლეს საბჭოს მთავარი სპეციალისტი იყო და ბოლო ოცი წლის განმავლობაში ოთხი მთავრობის ცვლილება მის ოჯახში დაიგეგმა. ეს არის უაქტიურესი ადამიანი რომელიც იყო ამ საზოგადოებრივ მოძრაობებში, დაწყებული ასლან აბაშიძიდან დამთავრებული მიხელ სააკაშვილით. ასე, რომ ნეპოტიზმს ვერ დავაბრალებთ. რაც შეეხება ქედის პოლიციის უფროსს ეს არის დედაქალაქის გადაწყვეტილება და მასში ვერავინ ჩაერევა, მათ შორის ვერც დეპუტატი. ის კაცი არის წოდებით მაიორი ან ვიცე პოლკოვნიკი. ის დიდი ხნის განმავლობაში ქედის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელობდა.

_  ამბობენ, რომ თქვენთვის სასურველ კადრებს ნიშნავთ სხვადასხვა უწყებებში…

_ შავით თეთრზე დაწერეთ, უფრო მსხვილი შრიფტით: ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ერგება და ვფიქრობ, რომ რეკომენდაცია აქვს გასაწევი – გავუწევ! თუნდაც იყოს ჩემი ოჯახის წევრი. აქ არავითარი საფრთხე ამ თვალსაზრისით არ არის. მთავარია,  იყოს კვალიფიციური წევრი იმ ადგილისა, რომლის მოპოვებასაც ის აპირებს.

აჭარის უმაღლეს საბჭოში თანამშრომელთა ატესტაცია 1 თებერვლამდე უნდა დასრულდეს. სწორედ 1 თებერვლიდან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულებები. ვიხილავთ თუ არა  უმაღლეს საბჭოს თანამშრომელთა შორის მურმან დუმბაძის, ავთანდილ ბერიძის, არჩილ ხაბაძის ან სხვა პოლიტიკოსების ნათესავებს საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლებად, ამას მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ გავიგებთ. საკადრო ცვლილებები არც აჭარის მთავრობის აპარატში და რეგიონის ოთხ სამინისტროში დამთავრებულა. რეორგანიზაციას ექვემდებარება აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტიც. დასაქმების მსურველები სივებით შაბათ დღეს ბათუმის მერიასთან (სადაც მურმან დუმბაძეს წარმომადგენლობა აქვს გახსნილი), ხოლო სხვა დღეებში უმაღლეს საბჭოში მიდიან. ხელისუფლება დასაქმების მსურველების ნაწილს, დასაქმებას ბათუმის მერიის და საკრებულოს “გათავისუფლების” შემდეგ პირდება.

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ხათუნა ოჩიაური: "ჩვენ ვიპოვით ხალხის გულებისკენ მიმავალ გზას"

მთავარი პროკურატურის განცხადება მარიკა ვერულაშვილის ოჯახის წევრებთან დაკავშირებით

ყველა სიახლე

საზოგადოება

“საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის შეწყვეტას სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე უმძიმესი ეფექტი ექნება”

12:34; 25.12.2025
ფინანსები

სიახლეები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში

12:00; 25.12.2025
საზოგადოება

“მეორადი ავტომობილების ნაწილები გაძვირდება” – ახალი ვალდებულება ავტოიმპორტიორებისთვის

11:53; 25.12.2025
საზოგადოება

კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი დღეს მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

11:15; 25.12.2025
ფინანსები

Spotlight-ზე საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინუცა ოქროპირიძემ ბრენდის კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა

11:09; 25.12.2025
სამართალი

პოლიციამ 153 შეკვრა “მეთადონი” ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

11:04; 25.12.2025
სამართალი

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

10:59; 25.12.2025
საზოგადოება

ოზურგეთში ცნობილი ექიმი ლეო თოიძე გარდაიცვალა

10:52; 25.12.2025
საზოგადოება

საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს

10:40; 25.12.2025
საზოგადოება

საქართველოს რკინიგზამ მოდერნიზაციის პროექტი დაასრულა

10:23; 25.12.2025
საზოგადოება

მონაზონი თეკლა (კუბლაშვილი) დამნაშავედ იქნას ცნობილი არაერთ მძიმე დანაშაულში” – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიამ მონაზონი თეკლა სამონაზვნო დასიდან განკვეთა

10:15; 25.12.2025
საზოგადოება

ჩოხატაურის მთავარი ნაძვის ხე დღეს აინთება _ რა ღონისძიებებს ნახავთ 25 დეკემბერს

10:07; 25.12.2025
სამართალი

“საშინელება ტრიალებს… ჯერ ერთმა ძმამ მოიკლა თავი, ახლა მეორემ, ორივე ახალგაზრდა”

23:05; 24.12.2025
ზაფრანი

საათი და პიროვნული თვისებები

22:49; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ მივაღწიოთ წარმატებას სამსახურში

22:34; 24.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო