მათთან ერთად ვიზიტში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართვების სამსახურის წარმომადგენლები და გარემოსდაცვითი ექსპერტები. ვიზიტის მიზანია პრობლემური ტერიტორიების მონახულება, როგორც ცნობილია, 2013 წლის 6 თებერვალს გარემოს დაცვის სამინისტროში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოადგინა ყაზბეგის რაიონში მდ. ბროლის (ხდის) წყალზე შპს “ყაზბეგი ჰესის” 6 მგვტ სიმძლავრის ყაზბეგის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.
დაგეგმილია ადგილობრივი ხელისუფლებისა და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი 14:00 საათზე სტეფანწმინდის გამგეობის შენობაში შეხვდება ადგილობრივ მოსახლეობას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს.