დღეს, დილიდან ოზურგეთის თეატრალურ მოედანზე და ჭადრების ბაღში, 26 მაისისადმი მიძღვნილი სახალხო სეირნობა, სხვადასხვა შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებების სიმრავლე იგრძნობა.
მოედნის მარცხენა მხარეს, თეატრის მოპირდაპირედ დგას სახედრო ტექნიკა. სამხედროებს ინტერესით ესაუბრებიან პატარები და შესაბამისი აღჭურვილობას თანხლებით ფოტოებს ირებენ.
_ჩვენს პატარებს განსაკუთრებით უხარიათ ამ დღეს აქ მოსვლა ზუსტად ამ სამხედრო ტექნიკის სანახავად, უყვართ სმხედროები და კი ხედავთ, როგორ სიყვარულით ეხუტებიან და იღებენ ფოტოებს. ბედნიერი დრეა, ეს სახალხო სიხარული ყველასია – გვითხრა ერთ-ერთმა მშობელმა კოტე სალუქვაძემ.
პატარები ასევე ერთობიან და ხარხარებენ კოსტიუმირებული ოჩოფეხების ხილვით. ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას ამშვენებს მარინა თავართქილაძის, ეკა სირაძის, ქეთი ღაჟონიას და სხვათა ნამუშევრები თუ ნაწარმი პროდუქტი.
მალე აქ ელოდებიან გიგანტური საპნის ბუშტების შოუს და გინესის რეკორდსმენს ბურთის კენწვლაში, გოდერძი მახარაძეს, რომ იხილონ ახალი რეკორდის დამყარება.
საღამოს ადგილობრივი შემსრულებლები წარადგენენ საკონცერტო პროგრამას, უფრო მოგვიანებით კი შესრულდება ჰიმნი თავისუფლებაზე, ფეიერვერკის თანხლებით და ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეების ჩართულობით , სცენასთან გაიშლება ათმეტრიანი საქართველოს დროშა.


ავტორი































































