“მე ვარ კანცელარიის მეხუთე სართულზე, მეშვიდე სართულზეა უშიშროების საბჭო. მე და გიგა ბოკერია ვიყავით მეგობრები. ექვსი თვეა მინისტრი ვარ და ერთხელ არ უკითხავს, რას ვაპირებ, რა გეგმები მაქვს. ექვსი თვეა არ შეკრებილა უშიშროების საბჭო, მაშინ, როდესაც კოჰაბიტაციის პერიოდში ეს საბჭო კვირაში ერთხელ მაინც უნდა იკრიბებოდეს. სულ რაღაც ორი სართული გვყოფს და მაინც მე და ბოკერია სხვადასხვა სახელმწიფოებში ვართ. ჩემი პოლიტიკური ოპონენტები თანახმანი არიან ტელევიზიით ილაპარაკონ ყველაფერი, თავს ლაფი დამასხან და ჩემთან არც ერთი ოპონენტი არ მოდის და არ მეკითხება, რას ვაპირებ. მათ მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები, რომ მზად არიან, უფასო კონსულტაციები გაგვიწიონ და რომ გავითვალისწინოთ მათ მიერ წარსულში დაშვებული შეცდომები, სხვა არაფერია, თუ არა დემაგოგია,” _ განაცხადა ზაქარეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე