ყველასთვის ცნობილი იყო, რომ აუდიტის სამსახურს გიორგი ფაცურია უხელმძღვანელებდა, დღეს იგი ოფიციალურად დაინიშნა ამ თანამდებობაზე. აუდიტის განყოფილების გია ნაჭყებია ჩაუდგა სათავეში.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზედამხედველობის სამსახურის უფროსად ზაალ სანაძე ინიშნება, რაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა ურუშაძემ დაგვიდასტურა: “მართალია _ ზედამხედველობის უფროსად ზაალ სანაძეს დაინიშნება, მაგრამ როდის მოხდება ეს, ჯერ არ არის გადაწყვეტილი,” _ გვითხრა ურუშაძემ.
ზაალ სანაძე და გია ნაჭყებია კოალიცია “ქართულ ოცნებას” წარმოადგენენ, ხოლო გიორგი ფაცურია კოალიციის წევრი არ არის.