“ისე გამომარჩიეს საჩუქრით, როგორც დუბაიში ვიყავი ახალი წლის აღსანიშნავად! სამარცხვინოა! მეორე შემთვევაში სამარცხვინოა, როდესაც ჟურნალისტები გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ სენსაციის შექმნის მიზნით და პირველ შემთხვევაში სამარცხვინოა, როდესაც პოლიტიკოსები მდაბიოდ ცდილობენ მოწინააღმდეგე ან ნებისმიერი ადამიანი გასვარონ, რამენაირად ჩირქი მოცხონ!
სანამ ასეთი ბინძური თამაშის წესები მისაღები იქნება პოლიტიკაში, როგორც მინიმუმ ნომარლურ, წესიერ ადამიანებს ძალიან დაბალი მოტივაცია ექნებათ გახდნენ პოლიტიკოსები, როდესაც შეუძლიათ ბევრი სხვა პროფესია აირჩიონ. ასევე მწამს, რომ ასეთი თამაშის წესებით ადრე თუ გვიან, ცალკეული პოლიტიკოსებიც და პოლიტიკური ძალებიც მარცხდებიან! და ბოლოს, ასე მაინც რატომ ნერვიულობს ხელისუფლება 19-ზე? :-)) მართლა არ მესმის!” _ წერს ბოკუჩავა.