https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

არშემდგარი კოჰაბიტაცია ადგილობრივ თვითმმართველობებში

17:04; 28.04.2013
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ახალი პოლიტიკური ძალით დაკომპლექტდა მთავრობა, ხოლო პრეზიდენტის პოსტი, რეგიონულ დონეზე მმართველობის რგოლი და თვითმმართველობები ისევ ძველი მმართველი გუნდითაა წარმოდგენილი.

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” უკვე წარმოადგინა არჩევნების შემდგომი პროცესების მონიტორინგის მესამე ანგარიში, რომელიც მოიცავს თვითმმართველობებში განხორციელებული პოლიტიკური პროცესების, საკადრო ცვლილებების, საპროტესტო აქციებისა და თვითმმართველობის მოხელეთა მიმართ განხორციელებული სამართლებრივი დევნის შესახებ ინფორმაციას.

2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით თანამდებობა დატოვა: 50-მა გამგებელმა – მათგან 48-მ პირადი განცხადების საფუძველზე, ხოლო ორმა საკრებულოს გადაწყვეტილებით; 25-მა საკრებულოს თავმჯდომარემ, მათ შორის, 21-მა საკუთარი გადაწყვეტილებით, ხოლო ოთხმა – საკრებულოს გადაწყვეტილებით. გამგებლების შესარჩევად კონკურსი მხოლოდ 15 მუნიციპალიტეტში გამოცხადდა, უმეტეს შემთხვევაში კი საკრებულოებმა დროებითი მოვალეობის შემსრულებლები დანიშნეს. გამგებლების ცვლილებების პარალელურად, საკრებულოებში პოლიტიკურ ძალთა გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 28 თებერვლამდე 54 მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა ახალი ფრაქციები, რამაც რიგ შემთხვევაში ძალთა ბალანსის შეცვლა და ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბება გამოიწვია.

ორგანიზაციამ “სამართლიანი არჩევნები” საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე საშტატო ცვლილებებიც შეისწავლა. მოპოვებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან არის მიღებული, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 28 თებერვლამდე: გათავისუფლებულია 1877 თანამშრომელი; 69 მუნიციპალიტეტიდან საკადრო ცვლილებები 55 გამგეობასა და 26 საკრებულოში განხორციელდა; 34 მუნიციპალიტეტში დათხოვილ იქნა 425 რწმუნებული; გათავისუფლებები 10 მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებსაც შეეხო, სადაც, ძირითადად, საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსები შეიცვალნენ.

გათავისუფლებულ პირთა უმრავლესობამ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა. რიგ შემთხვევაში, ათეულობით თანამშრომელს გათავისუფლების თაობაზე განცხადება ერთსა და იმავე დღეს აქვს დაწერილი, რაც აჩენს ლოგიკურ ეჭვს მათი გადაწყვეტილების ნებაყოფლობითობასთან დაკავშირებით. რიგ შემთხვევაში, დათხოვილი საჯარო მოხელეები ადასტურებენ, რომ გათავისუფლება ზემდგომმა პირებმა მოსთხოვეს, თუმცა, უმეტესობა ფაქტის საჯაროდ აღიარებისგან თავს იკავებს. ნაწილმა საკუთარი გადაწყვეტილება ხელისუფლებისა და პოლიტიკური მდგომარეობის ცვლილებით ახსნა. რაც შეეხება თანამშრომლების აყვანას, საანგარიშო პერიოდში ახალი თანამშრომლების აყვანის პროცესში 18 მუნიციპალიტეტში პარტიული ნიშანი გამოიკვეთა. კონკურსი მხოლოდ 6 მუნიციპალიტეტში გამოცხადდა. პარტიული ნიშნით ძირითადად, კოალიცია “ქართული ოცნების” აქტივისტები და მხარდამჭერები დაინიშნნენ.

“სამართლიანი არჩევნები” მუნიციპალიტეტებში გამოვლენილ ტენდენციას უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ გამოვლენილი პრაქტიკა ხელს არ უწყობს საჯარო სამსახურის პოლიტიკური გავლენისაგან გათავისუფლებას.

ხელისუფლების წარმომადგენლების არაერთი განცხადების მიუხედავად, მკაფიო ნაბიჯები არ გადადგმულა თვითმმართველობებში განვითარებული ტენდენციის შეჩერების კუთხით. დაანონსებული კოჰაბიტაციის პარალელურად, კიდევ უფრო გამძაფრდა პოლიტიკური და ინდივიდუალური დაპირისპირება ორ – ძველ და ახალ – მმართველ ძალას შორის, რაც, ხშირ შემთხვევაში, ორხელისუფლებიანობის განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს. ეს მომენტი განსაკუთრებულად თვალშისაცემი სწორედ რეგიონებში გახდა.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე, საქართველოს დროშის გვერდით, “ქართული ოცნების” დროშაც აღიმართა. დროშის აღმართვას კი მყისიერად მოჰყვა პროტესტი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ლიდერების მხრიდან. პარტიული დროშის აღმართვა ადგილობრივ დონეზე ხელისუფლების საკუთარ ხელში აღების ერთადერთი მცდელობა არ ყოფილა. მოგვიანებით, ლანჩხუთის ცენტრში კარავი გაიშალა, სადაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა, საქართველოს პრეზიდენტის გადადგომასთან ერთად, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული მშობლიური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებით ადგილობრივი ხელისუფლების ჩანაცვლება და ყველა დონეზე საკადრო ცვლილებები მოითხოვეს.

პრეზიდენტისა და მხარის გუბერნატორის გადადგომის მოთხოვნით გაშლილი კარვის აქცია არასამთავრობო კოალიცია “ერთსულოვნების” ორგანიზებით მიმდინარეობდა. მხოლოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 15 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა.

კარვის გაშლისგან განსხვავებით, საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა გამგეობის შენობაზე პარტიული დროშის აღმართვას. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კახა ასკურავა ამბობს, რომ “ქართული ოცნების” დროშის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით, გამგეობის ვებ-გვერდზე უმალვე გამოაქვეყნეს განცხადება.

“მოვუწოდე ყველა დაინტერესებულ ორგანოს თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ აღეკვეთათ ეს უკანონობა. გამგეობა ოფიციალური სტრუქტურაა და მისი შენობა არ არის არც ერთი პარტიის ოფისი. თუმცა, არავინ შემხმიანებია. ისე წამოვედი გამგეობიდან, ის დროშა კვლავ დარჩა (ამ ეტაპზე ადმინისტრაციული შენობიდან დროშა ჩამოხსნეს. ავტ.)”_ აცხადებს კახა ასკურავა, რომელიც ფიქრობს, რომ კარვის აქციით მოთხოვნების დაყენება თვითმმართველობაზე ზეწოლის მცდელობა იყო.

“ეს იყო ზეწოლის საუკეთესო მაგალითი. თვითმმართველობაზე მსგავსი იერიშის მიტანა არ შეიძლება. თუ რა მოჰყვა მაშინდელ უყურადღებობას, კარგად გამოჩნდა ამ დღეებში – პირველი პირების დონეზე ავიდა ეს საკითხი,” _ აცხადებს ჩვენთან საუბრისას ასკურავა, რომელიც ამ დროისთვის ლანჩხუთის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის, იურისტ თამაზ ტრაპაიძის განცხადებით, მათ მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2013 წლის 26 თებერვლის ჩათვლით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლდა 7 საჯარო მოსამსახურე (ყველა საკუთარი ინიციატივით). მათგან ერთი სამსახურის უფროსი იყო, ხოლო 6 – ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული.

ბევრად უფრო მასშტაბურია ძველი თანამშრომლების გადინება ოზურგეთში. გასული წლის 1 ოქტომბრიდან 28 თებერვლის ჩათვლით, მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და მისდამი დაქვემდებარებული სამსახურებიდან 46 საჯარო მოხელე გათავისუფლდა, მათგან: 21 პირადი განცხადების საფუძველზე (მათ შორის, გამგებელიც); 21 – შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო და 3 – შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების საფუძველზე.

“საზოგადოებაში აღნიშნავენ, რომ საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულ პირებზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ეს აზრი ლოგიკას მოკლებული ნამდვილად არ არის, რადგან ასეთი შემთხვევა არც ისე ცოტაა. საია-ს ოზურგეთის ოფისს კონსულტაციისთვის არაერთხელ მიმართეს საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულმა პირებმა, მაგრამ უმრავლესობა, უმნიშვნელო გამონაკლისის გარდა, დღემდე თავს იკავებს სასამართლოსადმი მიმართვისაგან,” – თქვა ჩვენთან საუბრის დროს თამაზ ტრაპაიძემ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ თანამდებობებზე, მათ შორის, გამგებლებიც, კონკურსის წესით არ დანიშნულან და ყველა მათგანი, ამ დრომდე, მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელია.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად კოტე შარაშენიძე 2012 წლის დეკემბერში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს, რასაც მოგვიანებით არაერთი განცხადება მოჰყვა იმის შესახებ, რომ პროცედურები კანონდარღვევით ჩატარდა. თავად შარაშენიძის აზრით, მის შემთხვევაში კანონი არ დარღვეულა: იგი თავდაპირველად საკრებულოს წარუდგინეს და საკრებულოს გვერდის ავლით არ მომხდარა მისი დანიშვნა გამგებლის მოადგილედ და შემდეგ გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად.

“რანაირად ვარ არჩეული, ეს თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ ჩაიხედოთ კანონში, წაიკითხოთ და გააკეთოთ ანალიზი. მე ერთი რამე მინდა გითხრათ: არც ერთ საკრებულოს წევრთან არანაირი დაპირისპირება არ მაქვს. პირდაპირ გეუბნებით – სანამ ამირჩევდნენ, მქონდა მათთან ინდივიდუალური შეხვედრა, მქონდა გასაუბრება და მქონდა ამ ადამიანებთან ურთიერთობა. მათ იცოდნენ, რა იყო ჩემი წვლილი “ქართული ოცნების” გამარჯვებაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში,” _ განუცხადა კოტე შარაშენიძემ “გურია ნიუსს”.

“საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” იურისტი ირაკლი პაპავა აცხადებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე მოვალეობის დროებით შემსრულებლად გარეშე პირის დანიშვნა, ფორმალური თვალსაზრისით, მხოლოდ ერთ შემთხვევაშია დასაშვები.

“ასეთი პირი ჯერ გამგებლის მოადგილედ უნდა იქნას დანიშნული და საკრებულოს თავმჯდომარეს მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა მისთვის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის დავალების, ანუ, ფაქტობრივად მისი გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშვნის შესაძლებლობა. რეალურად, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მხოლოდ ამ სახით შეიძლება განხორციელდეს გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე (მის შევსებამდე) გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გარეშე პირის კანონიერ საფუძველზე დანიშვნა. კანონიერად დანიშვნის სხვა გზა, ელემენტარულად, არ არსებობს,” _ აცხადებს ირაკლი პაპავა.

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ საქართველოში სამი დონის არჩევნებია კონსტიტუციით განსაზღვრული _ ადგილობრივი თვითმმართველობის, საპარლამენტო და პრეზიდენტის არჩევნები – რაც ბევრს არ ესმის.

“უფრო გასაგები რომ იყოს, ავირჩიეთ ქვეყნის პარლამენტი და არა მუნიციპალიტეტის პარლამენტები ანუ წარმომადგენლობითი ორგანოები. ამიტომ, პარლამენტში გამარჯვებულ ძალას კანონით და კონსტიტუციით არანაირი უფლება არ გააჩნია, ადგილობრივი არჩევნების გარეშე შეცვალოს ძალთა ბალანსი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ცდილობდა, ეს ბალანსი მისთვის სასარგებლოდ შეეცვალა. თვით გამარჯვებული პოლიტიკური ძალა აღნიშნავს, რომ ეს იყო ხალხის ნება-სურვილი და მათ აღარ სურდათ “ნაციონალები” ეხილათ საკრებულოებში. ამიტომ, თითქოს, ხალხმა გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ “ნაციონალებით” დაკომპლექტებური საკრებულოებს სახე შეცვლოდა, რის საფუძველზეც მოხდა მიკროგადატრიალებები. ვერც ერთ ევროპელ პოლიტიკოსს ვერაფრით ავუხსნით, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ძალამ რატომ უნდა დააკომპლექტოს ხელახლა ადგილობრივი არჩევნების გზით არჩეული საკრებულოები. ამიტომაც ამ პროცესს მოჰყვა მძაფრი რეაგირება, რის შემდეგაც პროცესი შეჩერდა,” _ განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს” პროექტის მენეჯერის, ლევან ნატროშვილის განცხადებით, ფაქტია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბევრ მუნიციპალიტეტში შეიცვალა საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი ან გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი და მათი უმრავლესობა არის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი და აქტივისტი.

“სტატისტიკასაც თუ შევხედავთ, მუნიციპალიტეტების აბსოლუტურ უმრავლესობაში ასეთი ცვლილება მოხდა და მოვიდნენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, რაც თავისთავად კითხვებს აჩენს. როგორ შეიძლებოდა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზეც ყოფილიყო იგივე ცვლილებები, რაც პარლამენტში, როდესაც ადგილობრივ თვითმმართველობაში ცალკე არჩევნები ტარდება?! ამ პროცესის ახსნა რამდენიმე მიზეზით შეიძლება: პირველი ის არის, რომ ხშირად, როდესაც იმარჯვებს ერთი ძალა, ან მარცხდება მეორე, გამარჯვებულის მხარეს იხრება ხოლმე როგორც პოლიტიკური ელიტა, ისე მოსახლეობაც. გასაგებია, რომ ბევრმა შესაძლოა, უბრალოდ, გემოვნება შეიცვალა. პოლიტიკურ პარტიასთან კავშირი საკმაოდ მყიფეა და, შესაბამისად, როგორც წესი, გამარჯვებულისკენ ისწრაფვიან ხოლმე პოლიტიკისები, საჯარო მოხელეები თუ მოქალაქეები. მეორე არის ის, რომ თვალნათლივ ვხედავდით, რა ხდებოდა საკრებულოებში, მუნიციპალიტეტებში, როდესაც მიმდინარეობდა აქციები, კაბინეტებში იჭრებოდნენ, ხშირად კანონს არღვევდნენ, თვითმმართველობის ორგანოების პირველ პირებზე პარტიის აქტივისტები ახორციელებდნენ ზეწოლას. შესაბამისად, ამას შედეგი მოჰყვა – ბევრმა ვერ გაუძლო ზეწოლას და სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა. ზოგს, სავარაუდოდ, დაემუქრნენ. მათაც დასაკარგი ჰქონდათ რაღაც და შეეშინდათ, ამის გამო წავიდნენ. მაგრამ, ფაქტია, რომ ზეწოლას ადგილი ჰქონდა,” _ ამბობს ნატროშვილი. მისივე განცხადებით, საინტერესოდ მიმდინარეობს ახალი თანამშრომლების აყვანის პროცედურებიც.

“ძალიან ცოტა მუნიციპალიტეტია, სადაც კონკურსის წესით აჰყავთ სამსახურში. პრობლემა ბევრია, აუცილებლად უნდა იყოს ამ ყველაფერზე სწრაფი რეაგირება, თუმცა, ასე არ არის,” _ აზუსტებს ლევან ნატროშვილი.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ თვითმმართველობებში საკადრო ცვლილებები მხოლოდ კონსტიტუციური გზით _ არჩევნების მეშვეობით უნდა განხორციელდეს. ქობულეთში მცხოვრებთა ერთი ნაწილი კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. ამბობენ, რომ კანონის წინააღმდეგი არ არიან, თუმცა, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ლოდინი არ სურთ.

ოზურგეთის მკვიდრი, 19 წლის მედეა შარაძე ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არ დაწყებულიყო საჯარო მოხელეების განთავისუფლება. “მით უმეტეს, ადგილობრივი მედიის საშუალებით ვიგებდი, რომ განთავისუფლებული მოხელეები არ ამხელდნენ დეტალებს, თუ რატომ მოხდა მათი განთავისუფლება”, _ თქვა ჩვენთან საუბრისას მედია შარაძემ.

45 წლის მოქალაქის, მზევინარ შუბლაძის აზრით, საჯარო მოხელეების განთავისუფლება კანონის ფარგლებში უნდა ხდებოდეს და არა გაურკვეველი მიზეზებით.

მზევინარ შუბლაძე: “2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში საჯარო მოხელეებს ხშირად ათავისუფლებდნენ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით, მაგრამ გაუგებარი იყო ოფიციალური მოტივი _ თუ რატომ ათავისუფლებდნენ. ასეთი რამ არ მინდა ახლაც განმეორდეს.”

“რა შეიცვალა 2012 წლის არჩევნების შემდეგ, იცით? ახლა რომ გესაუბრები დღისით აქ და თავისუფლად შემიძლია გამოვთქვა ჩემი აზრი, აი, ეს შეიცვალა. გამგეობაში და საკრებულოში ისევ ძველი კადრებია და მინდა, რომ მათი ჩანაცვლება მოხდეს. მაგრამ “ვერ მოვკიდებთ ხელსო”, _ ტელევიზიით გამოდიან და გვეუბნებიან “ქართული ოცნების” ლიდერები. მათ მორალური უფლება არ აქვთ, იქ ისხდნენ, ასე ფიქრობს ბევრი ჩემი თანაქალაქელიც,” _ გვეუბნება მოქალაქე ემზარ მიქელაძე.

ემზარ მიქელაძისგან და მისი თანამოაზრეებისგან განსხვავებით, “ქართული ოცნების” ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გურამ ხაჯიშვილი მიიჩნევს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის და დეპუტატების შეცვლა ცივილური ფორმით – არჩევნებით უნდა მოხდეს.

“ვეთანხმები მოსახლეობას, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ქობულეთში არაფერი შეცვლილა. გამგეობა და საკრებულო მუშაობას მართლაც აფერხებენ. მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო ბარათების დანაწილებასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი უზუსტობები და ხარვეზები იყო დაშვებული. გამგეობის და საკრებულოს ბრძანების ფონზე, სოფლის რწმუნებულები შეგნებულად აყალბებდნენ ფართობების მონაცემებს და ეს ინფორმაცია გადაიცემოდა თბილისში. რაც არჩევნებამდე იყო, იმაზე გაცილებით უარესი სიტუაციაა,” _ აცხადებს ხაჯიშვილი.

ქობულეთის გამგებელი თენგიზ ზოიძე “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ გურამ ხაჯიშვილის განცხადება პოლიტიკური ქულების ჩაწერას უფრო ჰგავს, ვიდრე სიმართლეს.

“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ისე, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს და ეს, რაც თქვენგან გავიგე, არ შეესაბამება სიმართლეს,” – გვითხრა თენგიზ ზოიძემ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გამოკითხული 30 რესპონდენტიდან 25-მა რესპონდენტმა თქვა, რომ ნაკლებად ფლობს ინფორმაციას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მოხდა თუ არა საკადრო ცვლილება.

“ერთი ის ვიცით, რომ ამ რამდენიმე დღის წინ ხელვაჩაურის გამგებელი დააკავეს და ამის შესახებ ტელევიზიით გავიგეთ. 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაინიშნა თანამდებობაზე და ძველი ხელისუფლების ნახევრად გაკეთებულ საქმეზე ხელი მოუწერია. კარგია, როდესაც ხალხი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ერკვევა, მაგრამ ჯერ პრობლემები მაინც ვერ მოგვიგვარებია. წყალი, გზა – როდემდე უნდა ვიძახდეთ, რომ ეს პრობლემები მოსაგვარებელია. სინამდვილეში, მხოლოდ იმას ცდილობენ, როგორმე ერთმანეთს დაასწრონ სასურველი სკამის მოპოვება. ხალხს კი დახმარება სჭირდება. არჩევნები მხოლოდ ხმის მიცემა არ არის, ჩვენც ადამიანები ვართ და გვინდა, რომ თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოში ვიცხოვროთ. ადამიანებმა ერთმანეთის ნდობა დაკარგეს”, _ გვითხრა ხელვაჩაურში მაცხოვრებლების ერთმა ნაწილმა.

ხელვაჩაურის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ თურმანიძე ამბობს, რომ ნებისმიერი ცვლილების ერთადერთი კანონიერი გზა მხოლოდ არჩევნები უნდა იყოს.

“თვითმმართველობის არჩევნები 2014 წელს არის და საკრებულოს დეპუტატებს მანამდე ხელს ვერავინ მოკიდებს. ისინიც დაინტერესებულნი არიან, რომ პრობლემები დროულად მოგვარდეს,” _ განაცხადა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა.

მეზობელ მუნიციპალიტეტებში _ აბაშაში და სენაკში – 2012 წლის არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები საკადრო ცვლილებების მომხრენი არიან. სენაკში უფრო მშვიდ გარემოში გრძელდება საკადრო ცვლილებები, რასაც ვერ ვიტყვით აბაშის მუნიციპალიტეტზე. აქცია, სირცხვილის დერეფანი, დაპირისპირება, შიმშილობა, _ ეს ყველაფერი აბაშაში მოხდა. ხალხი გამგებლის და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდა. საბოლოოდ, აბაშაში ახალ გამგებლად გოჩა ჭანტურია დაინიშნა. რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს, იქ ისევ დავით თოფურიაა. სენაკში საკრებულოს თავმჯდომარემ თავისი ნებით დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ და ახალ საკრებულოს თავმჯდომარედ მურად შამათავა აირჩიეს. გამგებლად ისევ ძველი კადრი _ ვაჟა ადამიაა.

“ახალგაზრდული კავშირის წევრი” თამაზ ბენიძე ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნავს: “აბაშის მუნიციპალიტეტში რაიმე თვალშისაცემი ცვლილებები არ ყოფილა. თუმცა, შეიცვალნენ გამგებელი და პოლიციის უფროსი, გამგებლის დანიშვნამ კი გამოიწვია მისი მოადგილეების შეცვლა, რომლებიც საკრებულოდან გადმოიყვანეს. ხოლო იმისთვის, რომ ძველი კადრები უმუშევრები არ დარჩენილიყვნენ, შექმნეს ახალი სამსახურები და ამ სამსახურების უფროსებად “ძველები“ დანიშნეს. სხვა სახის ცვლილება და წინსვლა რაიონისთვის არ მომხდარა.”

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ ამ პერიოდისთვის საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 5000 ადამიანია განთავისუფლებული. ისინი თვითმმართველობებში იყვნენ დასაქმებულები.

“დღეს არის ტენდენცია, რომ სამსახური არ უნდა ჰქონდეს არავის, ვინც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დროს საჯარო სექტორში მუშაობდა. ამ ადამიანების გამოდევნა ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარეობს და მასშტაბები დღეს უკვე საგანგაშოა. ამ თემაზე ლაპარაკობს უმცირესობა, არასამთავრობო სექტორი… ამის მიუხედავად, სიტუაცია არ იცვლება.

პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა განცხადება და შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა საკითხის შესწავლა, მაგრამ ერთია საუბარი და მეორე – ხელისუფლების ქმედება. მე მგონია, რომ ასეთი განცხადებების მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებას დაანახონ, თითქოს, შეწუხებული არიან ხალხის მასობრივი დათხოვნით სამსახურებიდან. პრაქტიკულად კი ამ პროცესის გასაჩერებლად ხელისუფლება არაფერს აკეთებს. უფრო მეტიც, ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ სამსახურში აღადგინა მესტიის გამგეობიდან გათავისუფლებული მაია სორდია. მესტიის გამგებელი კი პირდაპირ აცხადებს, რომ არ აპირებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. მთავრობა გამგებელს პასუხსაც არ სთხოვს. ვფიქრობ, აქ უკვე კომენტარის გაკეთებაც ზედმეტია,” _ გვითხრა ირმა ნადირაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენელი ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ არჩევნების წინა პერიოდში ნაციონალების ხელისუფლებამ ორი პარალელური პროცესი განავითარა: “ერთი მხრივ, დაიწყეს არასაიმედო საჯარო მოსამსახურეების შევიწროება და მათი სამსახურებიდან დათხოვნა და, მეორე მხრივ, დაიწყეს კადრების უზომოდ გაბერვა ყველგან, სადაც ამის საშუალება მიეცათ. საჯარო სამსახურებში ყოველგვარი დასაბუთების, საჭიროების და ფინანსური მიზანშეწონილობის გარეშე უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ადამიანები მიიღეს, ერთგულების და საარჩევნო ხმების სანაცვლოდ. ასე ხდებოდა მთელ საქართველოში, დაწყებული თბილისიდან, დამთავრებული ოზურგეთით. მარტო თბილისში იმდენი კანონდარღვევითი დანიშვნა განახორციელა უგულავამ, რომ ამის მეათედის გამო სალონიკის მერს პირდაპირ ციხეში ამოაყოფინეს თავი.”

“და კიდევ ერთი და უმნიშვნელოვანესი: საჯარო სამსახურს აუცილებლად უნდა გამოემშვიდობონ ის პირები, ვინც აქტიურად და უხეშად იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში, ვინც პირდაპირი გაგებით მართლსაწინააღგმდეგო ქმედებებს ჩადიოდა და ხელს გვიშლიდა საარჩევნო კამპანიის წარმართვაში. მათ ყველა კარგად იცნობს. სამწუხაროდ, ისინი ჯერ კიდევ რჩებიან ხელისუფლების სტრუქტურებში, კონკრეტულად, ოზურგეთშიც. წარმოდგენილი გაქვთ, სასწაული რომ მომხდარიყო და ნაციონალებს მოეხერხებინათ არჩევნების თავის სასარგებლოდ გაყალბება, რა დღე გველოდა ჩვენ, “ოცნების” მხარდამჭერებს?! ბევრი ჩვენგანის გზა და კვალი საძებნელი გახდებოდა. ეს რომ ასე იქნებოდა და არა სხვაგვარად, ყველამ კარგად ვიცით. ასე რომ, პირში წყალი გამოივლონ ნაციონალებმა, როდესაც საკადრო პოლიტიკას უკრიტიკებენ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას. მე ვარ კოჰაბიტაციის მომხრე და ეს ყველამ იცის. მიმაჩნია, რომ ყველა კარგი და გამოცდილი კადრი, რომელიც ნაციონალების დროსაც მუშაობდა თანამდებობებზე, დღესაც გამოსაყენებელია საჯარო სამსახურში, თუ ისინი, რა თქმა უნდა, დანაშაულს არ ჩადიოდნენ. ნაციონალები ახლა ხავსს ეჭიდებიან, მათი დაშლის პროცესი აქტიურ ფაზაში შედის და სრულიად უიმედო მომავალს რომ ხედავენ, გასაგებია მათი მღელვარება,” _ გვითხრა ზვიად კვაჭანტირაძემ.

ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის გამგეობის თავმჯდომარის, დავით ლოსაბერიძის თქმით, “საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხდება საკადრო ცვლილებები ადგილობრივ ხელისუფლებაშიც; შეიცვლება თუ არა პარლამენტი და მოდის ოპოზიცია _ ან, თუნდაც, სხვა პოლიტიკური პროცესების შედეგად იცვლება ხელისუფლება _ თვითმმართველობაც ავტომატურად გადადის გამარჯვებული პარტიის მხარეს. ეს მოხდა 1992 წელში და ეს მოხდა 2003 წელს. “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დაახლოებით 70%, 7000 კაცი შეიცვალა, ასე ვთქვათ, ნებაყოფლობით. ზოგმა მართლა ნებაყოფლობით დაწერა განცხადება, ზოგან კიდევ ზეწოლას ჰქონდა ადგილი.”

“პოლიტიკური ძალების პრობლემა არის ის, რომ საპარლამენტო არჩევნებით ხელისუფლების ცვლა მათთვის თვითმმართველობაში ძალთა ბალანსის ცვლასაც ნიშნავს. ეს ხდება ასე, რადგან თვითმმართველობა არ არსებობს. არის ძალაუფლების ვერტიკალი და ერთიანად უყურებს ყველა პოლიტიკური ძალა ამ სიტუაციას. სანამ საქართველოში არ შეიქმნება რეალური თვითმმართველობა, გარანტიას გაძლევთ, ნებისმიერი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ანალოგიური ნებაყოფლობითი თუ არანებაყოფლობითი გადასვლა გამარჯვებული პარტიის ბანაკში ჩვეულებრივი ამბავი იქნება, ასევე _ საჯარო მოსამსახურეების განთავისუფლების პრაქტიკაც არ შეიცვლება.

და კიდევ, წინასაარჩევნო პერიოდში ფაქტობრივად გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა თვითმმართველობებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა ოდენობა. ეს მოხელეები ფაქტობრივად არ ასრულებდნენ თავის სამსახურეობრივ მოვალეობას. “ნაცმოძრაობის” იმ აქტივისტებს ასაქმებდნენ, რომლებსაც ხმები უნდა მოეტანათ არჩევნებში. ნებისმიერ შემთხვევაში “ნაცმოძრაობას” რომ გაემარჯვა არჩევნებში, ამ ხალხს მაინც გაუშვებდნენ სამსახურიდან. ახლა კი მათი განთავისუფლება “ქართულ ოცნებას” ბრალდება. მე ასევე არ გამოვრიცხავ და რაღაც ფაქტებიც არსებობს, რომ “ქართული ოცნების” სხვადასხვა წარმომადგენელი ცდილობს, თავისი ხალხი დაასაქმოს, რადგან მიაჩნია, რომ ასე უნდა იქცეოდეს გამარჯვებული ძალა,” _ განაცხადა დავით ლოსაბერიძემ.

როგორც პოლიტიკოსები, ასევე ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებითი ცვლილებები მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებს უნდა ეფუძნებოდეს. თუმცა, მოქალაქეების ნაწილს 2014 წლის არჩევნებამდე მოცდის სურვილი არ გააჩნია და ცვლილებებს ახლავე ითხოვს. მოქალაქეების ამ ჯგუფს მხარს გასული წლების პრაქტიკაც უმაგრებს. ჯერჯერობით, ორხელისუფლებიანობა ყველაზე მწვავედ რეგიონებში იგრძნობა და დაძაბულობის განმუხტვის გრძელვადიან იმედად ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის გაძლიერება რჩება.

სტატია მომზადებულია გაეროს დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და
მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის შეხედულებებს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კობახიძის განცხადებაზე: ეს ბუნდოვანია – პირიქით არის

16:04; 26 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

კახა კალაძე ოპოზიციაზე: ისინი დადგნენ მაღალი ფასების მხარეს

14:42; 26 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია “ევროპელი სოციალისტები” შეიქმნა

13:36; 26 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

11:30; 26 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება” – კახა კალაძე

10:10; 26 დეკემბერი, 2025

კიდევ ერთი მეოცნებე საქართველოს პარლამენტში ბაღდათიდან

სამმართველო მუშაობას შეუდგა

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურამ მოტყუებით სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორგანიზებული ჯგუფის რვა წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

17:08; 26.12.2025
საზოგადოება

“ბაჩო აპირებდა პოლონეთში, ემიგრაციაში გაბრუნებას ლუკმაპურის საშოვნელად… საზღვარზე არ გაუშვეს” – რას ამბობს ანი ნადარეიშვილი

16:54; 26.12.2025
საზოგადოება

თოვა და ქარბუქი – როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

16:34; 26.12.2025
ფინანსები

არ გამორჩეთ, საქართველოს ბანკის საახალწლო PLUS და AmEx შეთავაზებები

16:16; 26.12.2025
პოლიტიკა

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კობახიძის განცხადებაზე: ეს ბუნდოვანია – პირიქით არის

16:04; 26.12.2025
საზოგადოება

ქართული ახალი წელი 8 მილიონად: ღონისძიებებში მონაწილეთა სრული სია – ვინ რამდენს მიიღებს ჰონორარის სახით

15:52; 26.12.2025
საზოგადოება

რატომ არის გაკეტილი ოზურგეთში შემოსასვლელი გზა

15:32; 26.12.2025
საზოგადოება

“მომწამვლელია, სიკვდილს იწვევს, მისი მირთმევიდან პირველადი სიმპტომია ღებინება” – ექიმის საგანგებო გაფრთხილება საზოგადოებას

15:04; 26.12.2025
პოლიტიკა

კახა კალაძე ოპოზიციაზე: ისინი დადგნენ მაღალი ფასების მხარეს

14:42; 26.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის წიგნის კუთხეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ქმნის განათლების შესაძლებლობებს

14:26; 26.12.2025
ფინანსები

2026 წლის მთავარი დოკუმენტი ერთხმად დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში

13:41; 26.12.2025
პოლიტიკა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია “ევროპელი სოციალისტები” შეიქმნა

13:36; 26.12.2025
საზოგადოება

ორბელიანის მოედანზე რამდენიმე მანქანა დაიწვა

13:26; 26.12.2025
ფინანსები

დავით დარჩია: “ქვეყანა ეკონომიკური აღმავლობის ფაზაშია”  

12:37; 26.12.2025
საზოგადოება

“ასეთი ტკივილი ერთ სოფელს იშვიათად დაატყდება თავს” _ ჩოხატაურში ახალგაზრდებს გლოვობენ

12:02; 26.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო