შემოქმედებითი კავშირის “საქართველოს მუსიკალური საზოგადოების” აჭარის რესპუბლიკური გამგეობის ინიციატივით, ქალაქ ბათუმში საქართველოს საუკეთესო ანსამბლებს შორის კონკურსი ჩატარდა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან 40-მდე ქორეოგრაფიული ანსამბლი მონაწილეობდა. ღონისძიება ორ ტურად გაიმართა. პირველი ტური 2010 წლის მაისში ჩატარდა, სადაც ოზურგეთის ქორეოგრაფუილი ანსამბლი “ზენაარი” 2010 წელს მიღწეული წარმატებისთვის ნომინაციაში “წლის საუკეთესო ანსამბლად” დასახელდა. 2010 წლის 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას, კი სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ ანსამბლთა დასკვნითი გალაკონცერტი ბათუმის უნივერსიტეტის დარბაზში ჩატარდა. თითოეულ მოცეკვავეს დიპლომი და ოქროს მედალი გადაეცა. ქორეოგრაფიული ანსამბლი “ზენაარის” სამხატვრო ხელმძღვანელი მელის ნადირიძეა, ქორეოგრაფი _ ირმა სვანაძე, პედაგოგი _ ზურაბ წულაძე.
სალომე ჩიჩუა, ნინო მამალაძე: _ შვიდი წელია ვცეკვავთ, აღებული გვაქვს ათი დიპლომი, ეს დღეც ჩვენთვის ერთ-ერთი წარმატების საწინდარი იყო, ძალიან გახარებულები და ბედნიერები ვიყავით, რომ საქართველოს საუკეთესო ანსამბლებს შორის ჩვენი ანსამბლი ყველაზე წარმატებულ ანსამბლად გამოაცხადეს. იმ დღეს ნიკოლოზობა იყო, დილით ეკლესიაში ვიყავით.
მარი ჩიკაშუა, მეგი სისვაძე, სოფო პეშკოვი: _ ვცეკვავთ სამი წელია, ჩვენთვის ეს პირველი კონცერტი იყო, მაგრამ დაუვიწყარი. იმედი გვაქვს წარმატებებს კვლავ მოვიპოვებთ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved