https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“საქართველოში ფასების აღვირახსნილი მატებაა”

20:02; 24.02.2011
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

ფასების ყოველდღიური ზრდა, რომელიც მოსახლეობის ბიუჯეტს უკვე დიდი ხანია მძიმე ტვირთად დააწვა, ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური გაერთიანებების აზრით, შესაძლოა, სოციალური აფეთქების წინაპირობა გახდეს. დამამშვიდებელ პროგნოზს არც ეკონომიკის ექსპერტები აკეთებენ.
ექსპერტი, გია ხუხაშვილი საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს, მოვლენების შესაძლო განვითარებაზე გვესაუბრება და ანალიზს უკეთებს ქართულ ეკონომიკაში შექმნილ დღევანდელ ვითარებას.
_ ბატონო გია, პროდუქტებზე და საერთოდ, ყველაფერზე, ფასები ყოველდღიურად იზრდება. თქვენი პროგნოზით, სადამდე გაგრძელდება ეს პროცესი და რა შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს მან ისეთი სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, როგორიც საქართველოა?
_ სადამდე შეიძლება გაგრძელდეს, ამის პროგნოზირება ცოტა რთულია, რადგან პროდუქტის თვითღირებულება ყალიბდება როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიკური ძალიან ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე.
ფასების ზრდას საქართველოში აქვს თავისი ობიექტური და სუბიექტური კომპონენტი. დავიწყოთ ობიექტურიდან _ მაღალი პოლიტიკური რისკები მთელ მსოფლიოში, გლობალური პოლიტიკის თვალსაზრისით. ეს იწვევს გარკვეულ დაძაბულობას ენერგეტიკულ ბაზარზე, რომელიც ეკონომიკის საბაზისო ელემენტია. ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა ჯაჭვურად იწვევს სხვა ნებისმიერ პროდუქტზე ფასების ზრდას, გამომდინარე იქედან, რომ ნებისმიერი პროდუქტის წარმოებაში ენერგოკომპონენტი მონაწილეობს.
გარდა ამისა, მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების, მარცვლეული კულტურების ძალიან ცუდი მოსავალი იყო, რაც გარკვეულწილად ფასების ზრდის მასტიმულირებელი გახდა. ეს გახლავთ ფასების ზრდის ობიექტური ფაქტორი, მაგრამ საქართველოში ძალიან ძლიერია სუბიექტური ფაქტორი _ ფასების ზრდის შემაკავებელი შიდაელემენტი გახლავთ ჯანსაღი კონკურენცია, რაც ბუნებრივია, ფასებს ნორმალურ დერეფანში ინარჩუნებს. საქართველოში არ არსებობს კონკურენცია. ფაქტობრივად, ყველა სფერო მონოპოლიზირებულია და ამ სიტუაციით ძალიან კარგად სარგებლობენ ეს მონოპოლიები. მათ შეუძლიათ, ნებისმიერი მოგება ჩადონ საქონლის ფასში, ხშირ შემთხვევაში _ ზღვარგადასული. ეს სუბიექტური ელემენტი მონაწილეობს ჩვენს ქვეყანაში ფასების აღვირახსნილ მატებაში. 
ბუნებრივია, დაძაბულობა გლობალურადაც დიდია, მაგრამ თუ ნორმალურ ქვეყნებში პირველადი მოხმარების საგნებზე ფასების ზრდის ინდექსი 5-10%-ის ფარგლებში მერყეობს, საქართველოში 20-30%-ია, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ეს არამარტო საერთაშორისო კრიზისითაა გამოწვეული, არამედ არაჯანსაღი ეკონომიკური სიტუაციით.
_ თუ ისევ მივუბრუნდებით ობიექტურ ფაქტორს?
_ ობიექტურ ფაქტორთანაც მაქვს ჩემი კითხვები და პრეტენზიები, გამომდინარე იქედან, რომ ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, ქვეყანას ჰქონდეს შიდაწარმოება ძირითადი მოხმარების საგნებზე.
_ გარეფაქტორები რატომ მოქმედებს ასე მოჭარბებულად ქართულ ეკონომიკაზე?
_ იმიტომ, რომ ფაქტობრივად ვიქეცით მომხმარებელ ქვეყნად და მთლიანად იმპორტზე ვართ დამოკიდებული. შესაბამისად, ჩვენ ამ ობიექტური ფაქტორების შეჩერების ან შემსუბუქების არანაირი მექანიზმი არ გვაქვს. ეს არის სწორედ ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი.
_ შეიძლება თუ არა ეს არასწორი პოლიტიკა გახდეს სოციალური აფეთქების მიზეზი, როგორც ამას ხშირად პროგნოზირებენ პოლიტიკოსები?
_ როდესაც საშუალო სტატისტიკური მოქალაქე გაკოტრებულია, ბუნებრივია, ეს სოციალურ რისკებს ძალიან ზრდის და სოციალური აფეთქების შანსიც მაღალია. თუმცა, აქ არის წმინდა სუბიექტური ფაქტორი, რის გამოც მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოში მხოლოდ სოციალური ნიშნით შესაძლებელია დაიწყოს მსგავსი პროცესები, გამომდინარე, ისევ ჩვენი მენტალიტეტიდან _ ქართველი არასოდეს არ გამოვა ქუჩაში მასობრივად იმის გამო, რომ მას შია. მაგრამ, მოიძებნება ნებისმიერი სხვა თემა, რასაც ეს სოციალური თემა მიებმება. მეტსაც გეტყვით _ ნებისმიერი საპროტესტო ტალღის, რევოლუციის დროს, რომელიც სულ სხვა ლოზუნგებით მიმდინარეობდა, იქნებოდა ეს სიტყვის თავისუფლება თუ დემოკრატიული პროცესები, ან ადამიანების უფლებები, ბაზისი ყოველთვის იყო სოციალური ნიშანი. ანუ, ადამიანების უდიდესი ნაწილი ამ სოციალურ სიდუხჭირეს უფრო გამოჰყავდა პოლიტიკური ლოზუნგების ქვეშ, ვიდრე ფასეულობათა ჭიდილს, თუმცა ისინი ეფარებოდნენ ამ ფასეულობების თემას. ეს ცუდი არ არის, მე არ ვუწოდებ ამას უარყოფით თვისებას. რაც შეეხება მოლოდინს, მე ველოდები, რომ წმინდა სოციალური აფეთქება არ მოხდება, მაგრამ ნებისმიერი პოლიტიკური რყევების დროს, სოციალური თემა იქნება არა გაცხადებული, მაგრამ _ წამყვანი.
_ ექსპერტები ქვეყანაში არსებულ ინფლაციას შემაშფოთებელს უწოდებენ. სად უნდა ვეძებოთ, თქვენი აზრით, ამ პროცესის შემაკავებელი ფაქტორი?
_ სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ინფლაციის შემაკავებელ რეალურ ფაქტორებს. თუ ეროვნულ ბანკს აქვს მექანიზმები, ხელისუფლება შეეცდება შეარბილოს ეს პროცესი ადმინისტრაციულად. მაგრამ თუ ეკონომიკაში არ გაჩნდა შეჩერების რეალური სისტემური ფაქტორები, ეროვნული ბანკი ვერ დაიწყებს ფოკუსების ჩატარებას. სისტემური ცვლილებები ეკონომიკაში ჯერ არ ჩანს და მითუმეტეს პრიორიტეტები, რაც ხელისუფლებას აქვს დასახული, ინფლაციურია. იგივე ინფრასტრუქტურული და ტურისტული პროექტები, რაზეც ხშირად გვესაუბრებიან, არის ინფლაციის გამაძლიერებელი და არა შემასუსტებელი.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დამამშვიდებელი პროგნოზის გაკეთება არ შემიძლია. მეორეს მხრივ, არ მინდა აპოკალიპტური სურათი დავხატო, მაგრამ სიტუაცია ძალიან რთულია.
პრობლემა საკუთრივ ინფლაციაში არ გახლავთ. პრობლემა არის ის, რომ არ ჩნდება ინფლაციის პარალელურად მოსახლეობის შემოსავლების ინდექსაცია. როდესაც  ეკონომიკა არ გაქვს და არის მაღალი ინფლაცია, სიღარიბის ზღვარს მიღმა ყოველდღიურად უფრო მეტი და მეტი ადამიანი რჩება. ბუნებრივია, ამას ქვეყანა ძალიან მაღალი რისკის ზონაში შეჰყავს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე

17:51; 11 თებერვალი, 2026
ფინანსები

გალტ & თაგარტმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა

19:12; 10 თებერვალი, 2026
ფინანსები

თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო – „ქოლგა თბილისი ფოტოს”

14:14; 10 თებერვალი, 2026
ფინანსები

ირაკლი კობახიძე: “ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა”

13:06; 10 თებერვალი, 2026
ფინანსები

ტრიუმფის 80 წელი – საქართველოს ბანკი სუხიშვილების გენერალური სპონსორია

18:48; 9 თებერვალი, 2026

იმედია, დანაპირებს შეასრულებენ

"ომში დაღუპულის ოჯახმა რა დააშავა?!"

ყველა სიახლე

ისტორია

,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

13:07; 12.02.2026
პოლიტიკა

მთავრობა დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტებს დაამტკიცებს

12:36; 12.02.2026
ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
საზოგადოება

გურიაში, მდინარე სუფსაზე ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

11:28; 12.02.2026
სამართალი

პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა

11:17; 12.02.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე: ეს მე ვერაფერს დამაკლებს

10:22; 12.02.2026
სამართალი

ნიკა გვარამია რუსთავის საპატიმროს დღეს დატოვებს

10:16; 12.02.2026
საზოგადოება

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა _ ცნობილია მისი ვინაობა

10:15; 12.02.2026
სამართალი

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს, რომელთაც პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა

10:08; 12.02.2026
ზაფრანი

ქალბატონების სახელების შესაფერისი ძვირფასი ქვები   

10:03; 12.02.2026
ზაფრანი

რომელი ჯგუფის მამაკაცები ითვლებიან იდეალურ ქმრებად   

10:00; 12.02.2026
ზაფრანი

როგორი უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის იდილიური ურთიერთობა   

9:58; 12.02.2026
ზაფრანი

მომავლის პროგნოზირება სიზმარში

9:55; 12.02.2026
პოლიტიკა

რა გამოწვევები გამოიკვეთა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის პირველი სხდომაზე

18:54; 11.02.2026
სამართალი

სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის და ,,ქურდული სამყაროს“ წევრზე მიმართვის ფაქტებზე 6 პირი დამნაშავედ ცნო

18:18; 11.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო