https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ჩემი სურვილია, გურული დერბი მალე უმაღლეს ლიგაში ვიხილოთ”

6:05; 24.05.2011
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ბოლო დროს გურულ ფეხბურთში გამოცოცხლება შეინიშნება _ ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, პირველ და რეგიონულ ლიგებში ერთდროულად 5 აქაური გუნდი გამოდის, ასევე პირველად ჰყავთ ფარმ-კლუბები ერთდროულად “გურასა” და “მერცხალს”. წარსულს ჩაბარდა შიგაკუთხური ქიშპობაც და მართალია, გურული დერბები მოედანზე კვლავაც დაუნდობელია, მაგრამ სხვა მხრივ გურული ფეხბურთის მესვეურები ერთობლივად ცდილობენ რეგიონის ფეხბურთისთვის ძველი დიდების დაბრუნებას. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ოზურგეთში სტადიონი კეთდება, ლანჩხუთში კი სპონსორს ელიან. რა ხდება გურულ ფეხბურთსა და კონკრეტულად “გურიის” სპონსორსა და ოზურგეთის ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით _ ეს ის ძირითადი თემებია, რის შესახებ სასაუბროდ გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის თავკაც კახა ებრალიძეს შევხვდით. მასთან სასაუბრო სხვაც გვქონდა _ კახა ერთ წელზე მეტია სათავეში უდგას რეგიონულ ფედერაციას და ჩვენი საუბარიც სწორედ რეგიონული ოფისის მუშაობის შეფასებით დავიწყეთ:

_ კახა, წელიწადზე მეტი გავიდა, რაც გურიის ფედერაციას ხელმძღვანელობთ. რა ხდება დღეს გურულ ფეხბურთში?

_ მოგეხსენებათ, არის ფინანსური პრობლემები, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გურიაში ფეხბურთის პროპაგანდა გავწიოთ. ამ კუთხით ვატარებთ რამდენიმე შეჯიბრს ჭაბუკებს შორის. როგორც იცით, გასული წლის ბოლოს ფეხბურთის ფედერაციამ ჭაბუკთა შერჩევის პროცესი განახორციელა, ყოველკვირეულად ჩამოგვყავდა რეგიონებიდან მოზარდები. ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი _ გარდა იმისა, რომ “მერცხალის” აღზრდილი რუსლან ბედიევი 14-წლამდელთა ნაკრებში მოხვდა და დღეს მისი კაპიტანია, სხვა ჭაბუკებისთვის ეს არის დიდი სტიმული.

გურიაში ფეხბურთი უყვართ და კარგი იქნება, თუ ინვესტორები შემოვლენ, ბიზნესმენები დაეხმარებიან საფეხბურთო სკოლებს, კლუბებს. რეგიონში ფეხბურთი რომ უყვართ, იქიდანაც ჩანს, რომ პირველ ლიგაში ორი კლუბი გვყავს, ხოლო რეგიონალლიგაში ერთბაშად 3 კლუბი გურიიდან პირველად გამოდის. ასევე პირველად მოხდა, რომ “გურიას” და “მერცხალს” _ ორივეს ჰყავს ფარმ-კლუბი. ცოტა ვორჭოფობდით ფარმ-კლუბების არსებობაზე, თუმცა სეზონის მანძილზე დადასტურდა მისი აუცილებლობა და ჩვენი გადაწყვეტილების სისწორე. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, ჩვენი კლუბები თითო ლიგით ზემოთ იყვნენ, გურიას ორი თუ არა ერთი კლუბი მაინც ჰყავდეს უმაღლეს ლიგაში, მაგრამ ვიყოთ რეალისტები _ არსებული ფინანსური მდგომარეობის თუ შესაძლებლობების ფონზე, ეს გამორიცხულია.

_ გურულ ფეხბურთში შიგა დაპირისპირება არ არსებობს, როგორ მოახერხეთ ამის გაკეთება?

_ ეს არანაირი პრობლემა არ ყოფილა _ დავჯექით სამივე რაიონის ფეხბურთის მესვეურები და ვთქვით, რომ ქიშპობას ბოლო უნდა მოღებოდა. ასეც მოხდა, ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს და ერთად უნდა მოავხერხოთ გურიაში ფეხბურთის განვითარება. თუმცა ეს არანაირად არ ეხება სპორტულ კუთხეს _ თავიდანვე შევთანხმდით, რომ ჩვენს შორის თამაშები იქნებოდა ძველებურად დაუნდობელი. ამის მაგალითია ბოლო დერბიც _ როცა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში მყოფ “მერცხალს” მოგება ჰაერივით ჭირდებოდა, მაგრამ “გურიამ” არაფერი დაუთმო. ჩვენ ქომაგებისთვის ვთამაშობთ, ლანჩხუთელი და ოზურგეთელი გულშემატკივრები კი დერბს სულმოუთქმენლად ელიან და ამით ყველაფერია ნათქვამი.

_ არ შეიძლება არ გკითხოთ ჩაწყობილი თამაშების გახმაურებულ სკანდალზე _ თქვენ ხომ ამავდროულად აღმასკომის წევრი ხართ. ზოგმა თქვენი გადაწყვეტილება ზედმეტად მკაცრად შეაფასა, ბევრს კი მიაჩნია, რომ ფეხბურთელებთან ერთად კლუბებიც უნდა დასჯილიყო.

_ შესაძლოა, გადაწყვეტილება მკაცრია, მაგრამ ეს უნდა იყოს მაგალითი, რომ მომავალში არავინ იფიქროს ანალოგიური მოიმოქმედოს. რაც შეეხება კლუბებს, ამის მტკიცებულება ჩვენ ამ დროისთვის არ გვაქვს, შესაბამისად, მათთან დაკავშირებით ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდით. როგორც იცით, გამოძიება ამ საკითხზე გრძელდება.

_ სხვათა შორის, ტელესიუჟეტებში ითქვა, რომ ტოტალიზატორში იყო “იმერეთი”-“გურიის” შეხვედრაც…

_ როგორც გავარკვიეთ, ეს იყო “გურიის” ერთადერთი შეხვედრა, რომელიც ტოტალიზატორის ნუსხაში მოხვდა. მინდა ხმამაღლა განვაცხადო სრული პასუხისმგებლობით, რომ გურული კლუბებისგან რაიმე მაქინაციაში მონაწილეობა გამორიცხულია, რისი დასტურიც ზემონახსენები გურული დერბია და თუნდაც ლანჩხუთიდან “გაგრის” უქულოდ გაშვება.

_ როგორც აღმასკომის წევრს, არ დაგაინტერესათ რატომ მოხვდა ის შეხვედრა ტოტალიზატორის ინტერესში?

_ ეს ჩემთვის მხოლოდ ახლახანს ტელევიზიით გახდა ცნობილი. თუმცა ტოტალიზატორში თამაშის მოხვედრა, არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად ჩაწყობილია ან რაიმე მსგავსი ხდება. რაც მთავარია, ის ერთადერთი შეხვედრაც “გურიამ” მოიგო და აქედან გამომდინარე, ჩვენი კლუბის თუნდაც ხსენება მაგ კონტექსტში არალოგიკური იყო.

_ გურულ ფეხბურთს დავუბრუნდეთ _ რა მდგომარეობაა კლუბებში, ფინანსურ კუთხეს ვგულისხმობთ?

_ მოგეხსენებათ, ჩოხატაურს გუნდი რეგიონულ ლიგაში ჰყავს, შედარებით ნაკლები ხარჯი აქვს და ასე თუ ისე, შეძლებისდაგვარად, “ბახმაროს” ამ კუთხით ნაკლებად აქვს პრობლემა. რაც შეეხებათ “გურიასა” და “მერცხალს”, გიდასტურებთ ამ კუთხით პრობლემები არის. თუმცა დღეს ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი პრიორიტეტულია, ადგილობრივი ხელმძრვანელებიც მაქსიმალურად გვეხმარებიან და დიდი იმედი გვაქვს, რომ გურიაშიც და მთლიანად საქართველოში, ამ მხრივ ყველაფერი დალაგდება თავის ადგილზე, რაც კლუბებს არსებობის საშუალებას მისცემს. თუმცა ისევ ვიტყვი, რომ ზოგადად სასურველია გამოჩნდეს ინვესტორი და კლუბები კერძო გახდეს.

_ ბოლოს და ბოლოს, რა ხდება ბრიტანულ სპონსორთან დაკავშირებით _ როდის დაადგება “გურიას” საშველი?

_ მოლაპარაკებების პროცესში ვართ, უფრო ზუსტად, წინასწარი შეთანხმება არსებობს. ახლა ინვესტორის ჩამოსვლას ველით და გადაწყვეტილებაც სწორედ ამის შემდეგ იქნება მიღებული. გვერდით გვიდგას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვისთანაც ამ საკითხზე ყოველკვირეულად გვაქვს კონტაქტი.

_ ამ წუთისთვის რომ გამოჩნდეს ინვესტორი, “გურიას” უპრობლემოდ შეიძენს?

_ მართალია, ამ წუთისთვის კლუბს ყადაღა ადევს, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციას აქვს სახელმწიფოსთან მიღწეული შეთანხმება, რომ ინვესტორს “გურიას” სიმბოლურ თანხად მიჰყიდიან და პრობლემა ამ მხრივ არ შეექმნება.

_ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის არის, გადასცემენ თუ არა ინვესტორს გრიგოლეთის ბაზას?

_ კი, რა თქმა უნდა! საწვრთნელ ბაზასაც გადასცემენ, თუმცა მოგეხსენებათ, აქ ჩადებული იქნება პირობა, რომ წელიწადში კლუბს მილიონი ლარი დაახარჯოს. სხვათა შორის, ამ საკითხზე ჩვენი გამგებელი გია გოგუაძე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს არაერთხელ შეხვდა. ზოგადადაც, ბატონ ზვიადისგან გურიის რეგიონი დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. ამის დასტურია ოზურგეთის სტადიონის რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც ახლახანს დაიწყო. როგორც იცით, ამ მხრივ გურიაში კარგა ხანია არაფერი გაკეთებულა. გაკეთება კი არა, ფედერაციის პრეზიდენტები გურიაში არც ჩამოდიოდნენ, როცა ბატონი ზვიადი თითქმის ყოველთვიურად გვსტუმრობს.

_ დასასრულ, რა იმედს აძლევთ გურულ ქომაგს?

_ ერთ რამეს ვპირდები მათ _ “გურია” და “მერცხალი” ყოველთვის იქნებიან ანგარიშგასაწევი გუნდები. რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად და ვიქნები ბედნიერი, თუ ჩემი პრეზიდენტობის დროს ორივე მათგანი უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს და გურული დერბით გაალამაზებს მას.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ნიდერლანდებთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

16:48; 13 თებერვალი, 2026
სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია

21:57; 12 თებერვალი, 2026
სპორტი

ნიკა ეგაძე, ფიგურულ ციგურაობაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალშია!

09:55; 11 თებერვალი, 2026
სპორტი

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზს ხვალ დაიწყებენ

11:57; 5 თებერვალი, 2026
სპორტი

ამხანაგური მატჩი- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს

15:48; 2 თებერვალი, 2026

საიმედოდ გადანახული ტექნიკა

სასაფლაოებს მოსახლეობამ უნდა მიხედოს

ყველა სიახლე

საზოგადოება

ვინ ვეღარ ისარგებლებს საყოველთაო ჯანდაცვით – რა წერია ახალ ბრძანებაში

20:27; 14.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთელმა ქალბატონმა ქუჩაში ფული იპოვა

18:28; 14.02.2026
საზოგადოება

“ალა­პა­რაკ­და სკვერ­ში ცე­მის თვითმხილ­ვე­ლე­ბი!” – რას წერს მოკლული მასწავლებლის დედა

16:40; 14.02.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

16:33; 14.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთში ახალი ცენტრი „ნაბიჯი სინათლისკენ” _ განვითარების აკადემია/,,Steb Towaed the Ligt” -Development Academy გაიხსნა

14:53; 14.02.2026
ზაფრანი

17 თებერვალს მზის დაბნელებაა – ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

14:17; 14.02.2026
მსოფლიო

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

13:38; 14.02.2026
სამართალი

შსს-მ სამი არასრულწლოვანი დააკავა

13:06; 14.02.2026
საზოგადოება

ვინ ვერ დასაქმდება სკოლაში – შეზღუდვები მასწავლებლებისა და სკოლაში დასქმების სხვა მსურველებისთვის

12:40; 14.02.2026
საზოგადოება

გამოქვეყნდა, რომელ პროგრამაზე რამდენ აბიტურიენტს მიიღებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები 2026 წელს – ადგილების რაოდენობები

12:01; 14.02.2026
საზოგადოება

„აბიტურიენტებს ასარჩევად სამ პროფესიულ მიმართულებასაც შევთავაზებთ, გამოცხადდება 10 000 ადგილი“

11:59; 14.02.2026
საზოგადოება

„მოსალოდნელია უჩვეულო დათბობა“ – მეტეოროლოგი უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აკეთებს

11:49; 14.02.2026
საზოგადოება

შსს პოლიციელებისთვის დამატებით 200 სამკერდე კამერას შეიძენს

11:45; 14.02.2026
საზოგადოება

“მომწამვლელია, ის სიკვდილს იწვევს” _ ექიმის საგანგებო გაფრთხილება საზოგადოებას

10:37; 14.02.2026
საზოგადოება

ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს – ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე

10:26; 14.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო