გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    თიბისის ციფრულ ბანკში  გულების მარათონი იწყება 

    საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

    სტიქიით დაზარალებულები ადეკვატური დახმარების მოლოდინში

    1176 სამშენებლო ობიექტიდან 218-ს სამუშაო პროცესი შეუჩერდა- შრომის ინსპექცია

    “ეს ომი ისრაელს არ დაუწყია”

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    დასრულდა შუა ფარცხმისა და დაბის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები

    ზოგისთვის მხოლოდ “გაჭიანურებული პროცესი”, ზოგისთვის კი არასრულფასოვანი ბავშვობა!

    “როცა ერთმანეთს შეწყობილი ჟღერენ ჰანგები” _ დასვენებაზე ამღერებული მასწავლებლები ლანჩხუთის მესამე სკოლაში

    მაშო პაიჭაძე _ პატარა მლოცველ-მგალობელი

    ცეცხლოვანი შოუ და ბაიკერების მარში – ასე დახვდა ნეაპოლი თავის გმირებს

    “ჩემო სიყვარულო თბილისო” _ სოფი ლორენის ვაჟი თბილისს ქართულად უმღერის

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    ბებიას წესი და მარიფათი: „საფერცვალებოდ, პირველ რიგში,  ჭყინტი სიმინდი და კვახი უნდა მოვხარშო“

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ვიღუპებით ბატონო ზვიად!!!“

    გურიის პრეზიდენტი – “ძველი და მართალი ვაჟკაცური კაცი”

    „ერთხელ პარლამენტში“

    „მოჭიდავეები გააფრთხილეს რომ ტურნირის დღეებში შავი ღვინო დიდი რაოდენობით მიეღოთ“

    16 თავ-ხელმოკვეთილი ლიხაურელი _ გურიის დრუჟინის მთავარი მეგზურები

    „ქალაქში აღმაშენებლის ძეგლი არ დგას და ლენინის მოედანზე უზარმაზარი ქანდაკებაა წამოჭიმული!“

  • ფეისბუქსტატუსები

    პედიატრი: ეს პანიკური აშლილობაა, რომელიც შეიძლება ბავშვებზეც გავრცელდეს!

    ლევან ნიკოლეიშვილი: ამის პატიებაც კი არავისთვის არ შეიძლება

    “ტაძრის ქვით შემოსვისას, გუმბათიდან ჩამოვარდა” _ თეა დარჩია მიმართვას ავრცელებს

    “ეს ბოლო ძაღლია ჩემი სოფლის ქუჩაზე” _ რას წერს სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე

    „გაუგონარი თავხედობის, დაუდევრობის და უკანონობის მომსწრე ვართ“

    “ეს ის ბიჭია, გუშინდელ ვიდეოზე თავები რომ გაიგიჟეთ” _ რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში

  • 21-ს ქვევით

    “რა? სად? როდის?”- ინტელექტუალური თამაშის შედეგები ჩოხატაურში

    “ტვინების ბრძოლა” – ვინ გახდნენ ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებულები ჩოხატაურში

    “ლალი და მანანა” ჭანჭათის საჯარო სკოლის სცენაზე _ საოცრად არტისტული შესრულება

    ჩოხატაურში, მინი ფეხბურთში სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

    ვინ არიან სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შეჯიბრებების გამარჯვებულები ჩოხატაურში

    ოზურგეთელი მოსწავლეების წარმატება – ინოვაციური ხედვები და მიდგომები

  • მსოფლიო

    ვულკანის ამოფრქვევას 11 ტურისტი ემსხვერპლა (უცხოეთი)

    BBC – მაკრონს არ სჯერა ჰამასის დასასრულის- „ამას ათი წელი დასჭირდება“

    ამერიკელი სენატორები  ბაიდენს მოუწოდებენ აკრძალოს ფრენები ჩინეთთან

    ორმა უკრაინელმა პარტიზანმა ქალმა 35 რუსი ჯარისკაცი მოწამლა, მათგან 24 დაიღუპა

    ისრაელი: “ღაზას მოსახლეობას თუ პრეტენზია აქვს, იციან თითი ვისკენ გაიშვირონ”

    აფეთქება კათოლიკურ წირვაზე – დაღუპულია 4 ადამიანი (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    თიბისის ციფრულ ბანკში  გულების მარათონი იწყება 

    საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

    სტიქიით დაზარალებულები ადეკვატური დახმარების მოლოდინში

    1176 სამშენებლო ობიექტიდან 218-ს სამუშაო პროცესი შეუჩერდა- შრომის ინსპექცია

    “ეს ომი ისრაელს არ დაუწყია”

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    დასრულდა შუა ფარცხმისა და დაბის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები

    ზოგისთვის მხოლოდ “გაჭიანურებული პროცესი”, ზოგისთვის კი არასრულფასოვანი ბავშვობა!

    “როცა ერთმანეთს შეწყობილი ჟღერენ ჰანგები” _ დასვენებაზე ამღერებული მასწავლებლები ლანჩხუთის მესამე სკოლაში

    მაშო პაიჭაძე _ პატარა მლოცველ-მგალობელი

    ცეცხლოვანი შოუ და ბაიკერების მარში – ასე დახვდა ნეაპოლი თავის გმირებს

    “ჩემო სიყვარულო თბილისო” _ სოფი ლორენის ვაჟი თბილისს ქართულად უმღერის

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    ბებიას წესი და მარიფათი: „საფერცვალებოდ, პირველ რიგში,  ჭყინტი სიმინდი და კვახი უნდა მოვხარშო“

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ვიღუპებით ბატონო ზვიად!!!“

    გურიის პრეზიდენტი – “ძველი და მართალი ვაჟკაცური კაცი”

    „ერთხელ პარლამენტში“

    „მოჭიდავეები გააფრთხილეს რომ ტურნირის დღეებში შავი ღვინო დიდი რაოდენობით მიეღოთ“

    16 თავ-ხელმოკვეთილი ლიხაურელი _ გურიის დრუჟინის მთავარი მეგზურები

    „ქალაქში აღმაშენებლის ძეგლი არ დგას და ლენინის მოედანზე უზარმაზარი ქანდაკებაა წამოჭიმული!“

  • ფეისბუქსტატუსები

    პედიატრი: ეს პანიკური აშლილობაა, რომელიც შეიძლება ბავშვებზეც გავრცელდეს!

    ლევან ნიკოლეიშვილი: ამის პატიებაც კი არავისთვის არ შეიძლება

    “ტაძრის ქვით შემოსვისას, გუმბათიდან ჩამოვარდა” _ თეა დარჩია მიმართვას ავრცელებს

    “ეს ბოლო ძაღლია ჩემი სოფლის ქუჩაზე” _ რას წერს სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე

    „გაუგონარი თავხედობის, დაუდევრობის და უკანონობის მომსწრე ვართ“

    “ეს ის ბიჭია, გუშინდელ ვიდეოზე თავები რომ გაიგიჟეთ” _ რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში

  • 21-ს ქვევით

    “რა? სად? როდის?”- ინტელექტუალური თამაშის შედეგები ჩოხატაურში

    “ტვინების ბრძოლა” – ვინ გახდნენ ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებულები ჩოხატაურში

    “ლალი და მანანა” ჭანჭათის საჯარო სკოლის სცენაზე _ საოცრად არტისტული შესრულება

    ჩოხატაურში, მინი ფეხბურთში სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

    ვინ არიან სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შეჯიბრებების გამარჯვებულები ჩოხატაურში

    ოზურგეთელი მოსწავლეების წარმატება – ინოვაციური ხედვები და მიდგომები

  • მსოფლიო

    ვულკანის ამოფრქვევას 11 ტურისტი ემსხვერპლა (უცხოეთი)

    BBC – მაკრონს არ სჯერა ჰამასის დასასრულის- „ამას ათი წელი დასჭირდება“

    ამერიკელი სენატორები  ბაიდენს მოუწოდებენ აკრძალოს ფრენები ჩინეთთან

    ორმა უკრაინელმა პარტიზანმა ქალმა 35 რუსი ჯარისკაცი მოწამლა, მათგან 24 დაიღუპა

    ისრაელი: “ღაზას მოსახლეობას თუ პრეტენზია აქვს, იციან თითი ვისკენ გაიშვირონ”

    აფეთქება კათოლიკურ წირვაზე – დაღუპულია 4 ადამიანი (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საიმედოდ გადანახული ტექნიკა

6:05; 24.05.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსებაზე 2010 წელში გახარჯულია 16,0 ათასი ლარი; ჩამონათვალი ასე გამოიყენება: კოხნარის ინტერნატის მოსწავლეების ექსკურსიისთვის 0.3 ათასი ლარი, ხევის ფეხბურთის სტადიონის კარების მოწყობაზე 1,3 ათასი ლარი, პატრიოტთა ტრანსპორტირების ხარჯებზე 0,4 ათასი ლარი, სოფლებისთვის მუსიკალური ინსტრუმენტების (ხმის სისტემის კომპლექტის) შეძენაზე 3,3, ათასი, სოფლებისთვის სპორტული ინვენტარის შეძენაზე 3,5 ათასი ლარი; მეგაელექტრონული ტელევიზიის ანძების შეძენის ღირებულება 2,8 ათასი ლარი და სოფლებისთვის მაგიდის ჩოგბურთის მაგიდების შეძენაზე 3,4 ათასი ლარი. სატელევიზო კონკურსში მონაწილეების სარეკლამო და მივლინების ხარჯებზე 780 ლარი, შუაფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლის, მარკოიძის კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობისთვის 180 ლარი…“ _ ასეთია ოფიციალური დოკუმენტის შინაარსი, რომელსაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გიორგაძე აწერს ხელს.

ის, რომ ბუნებაში მეგაელექტრონული ტელევიზია და შესაბამისად მისი ანძები არ არსებობს, ფაქტია; შესაბამისად, ამ კუთხით დახარჯული 2,8 ათასმა ლარმა ბევრი კითხვა წარმოშვა: მოგვიანებით აგვიხსნეს, რომ “მეგაელექტრონულ ტელევიზიაში და მისი ანძებში” ე.წ. “თეფშები” _ სატელიტური ანტენები ყოფილა ნაგულისხმევი, რომელიც კომპლექტად (3 ცალი) 110 ლარი ღირს. რაც იმას ნიშნავს, რომ დახარჯული თანხა ძალიან ბევრია. მით უმეტეს მაშინ, როცა ამავე ოფიციალური დოკუმენტიდან ნათელი ხდება, რომ ეს სატელიტური მიმღები ყველა სოფელს არ დარიგებია. კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ამ შეძენილი ნივთების უმრავლესობა, რწმუნებულების სახლში აღმოჩნდა.

სოფელ ფარცხმის რწმუნებულის გია ცინცაძის თქმით, ყველა ნივთი სახლში აქვს შენახული.

_ აქ შენახვის პირობები არ არის და ვინმემ რომ არ მოიპაროს, სახლში წავიღე, DVD სახლში მაქვს. ფეხბურთის ბადეები ჩემს თანაშემწეს აქვს წაღებული, _ გვითხრა რწმუნებულმა.

მაშინ, როცა შუაფარცხმის სტადიონზე კარის მოვალეობას მხოლოდ რკინის რელსები ასრულებს, სახლში შენახული ფეხბურთის ბადე ცოტა უცნაურად გამოიყურება.

DVD და მუსიკალური ცენტრი სახლში არა, თუმცა სეიფში შენახული აღმოაჩნდა ჩაისუბნის გამგებელს, ზურაბ ჩხიკვაძეს. მისივე თქმით, ფეხბურთის და კალათბურთის ბადეები, ბურთებთან ერთად სკოლას გადასცეს.

არც DVD და არც მუსიკალური ცენტრი არ აღმოჩნდა ხიდისთავში. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს ყოფილი რწმუნებული, გუდავაძე აწერს. ამ მიზეზით კი მოქმედს, ალეკო სურმანიძეს გაუჭირდა ეთქვა, სად იყო ბიუჯეტის ფულით შეძენილი ტექნიკა. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად ირკვევა, რომ ხიდისთავში კალათბურთის ბადეებიც წაუღიათ, თუმცა, ევრო სტანდარტებით გარემონტებულ სტადიონზე არც კარის რგოლი დაგვხვდა და არც ბადე.

_ ნამდვილად მახსოვს, რომ რაიონიდან კალათბურთის ბადე არ მოუტანიათ, _ გვითხრა ხიდისთავის რწმუნებულის თანაშემწემ დათო სვანიშვილმა.

ქვენობნის ადმინისტრაციულ შენობაში რწმუნებულის, ბონდო დოლიძის კაბინეტის წინ მდებარე ოთახიდან, რომელიც ნაგვით იყო სავსე, ძაღლი გამოგვეგება. ორსართულიან, მოუვლელ შენობაში არავინ იყო. გამგეობასთან მცხოვრებმა ადგილობრივმა მოსახლეობამ ზემოთ აღნიშნული ნივთების შესახებ არაფერი იცოდა სოფლის რწმუნებულს ტელეფონით დავუკავშირდით. მისი თქმით, ტელევიზორი და სატელიტური ანტენა სამსახურში მოპარვის შიშის გამო არა აქვს და სახლში ინახავს.

ვერც ერთმა რწმუნებულმა ვერ გვიპასუხა, რატომ შეაძენინეს ისეთი ნივთები, რომლებსაც ვერ იყენებენ. რწმუნებულებმა ვერც ის ახალგაზრდები დაგვისახელეს, რომელთა მოთხოვნით სოფელს ეს ტექნიკა გადასცეს და შემდეგ ზოგმა სახლში, ზოგმაც კიდევ სეიფში ჩაკეტა. გვითხრეს მხოლოდ ის, რომ ადმინისტრაციულ შენობაში შესაბამისი ოთახის მოწყობის შემდეგ (ოღონდ არ იციან ეს როდის იქნება) ეს ტექნიკა შესაბამის ადგილს დაიკავებს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გასული წლის ბიუჯეტი სხვა მუხლებითაც საინტერესო ინფორმაციას იძლევა. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2010 წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით 108 პროექტია გახორციელებული და მათზე 541 201 ლარია დახარჯული; აქედან: სასმელი წყლის სისტემებისთვის _ 62 740 ლარი; ბაგა-ბაღების გათბობისა და ფანჯრების ჩასმისთვის _ 1 571 ლარი; გზებზე _ 138 105; ხიდებზე _ 40 248; გარე განათებებზე _ 13 980; ამბულატორიის შენობების სარემონტოდ _ 15 108; წისქვილების რეაბილიტაციაზე _ 14 731 ლარი; კულტურის სახლების შეკეთებაზე _ 51 674 ლარი; სპორტული მოედნებისთვის _ 95 089 ლარი; სასაფლაოს შემოღობვისთვის _ 43 320 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ამ პროექტების უმრავლესობა მხოლოდ ქაღალდზეა გახორციელებული, რადგან როგორც მოვიკვლიეთ, რამდენიმე სოფელში წისქვილი არ მუშაობს, გარე განათებები კი მალევე გაფუჭდა. ბაგა-ბაღებში გათბობა წელსაც კი არ ჩართულა.

_ ჩოხატაურის სოფლების “გზების რეაბილიტაციის“ მიზნით, დაფინანსდა 30 პროექტი, თითოეულ პროექტს საშუალოდ 4 603 ლარი მოხმარდა. პროექტების უმრავლესობა სოფლის შიდა გზების მოხრეშვას ემსახურებოდა, შესრულებული სამუშაოები ძირითადად მოხრეშვას გულისხმობდა. დახარჯული 138 ათ. ლარიდან, დაახლოებით 80% საქმიანობებისა, მომავალ წელს ხელახლა იქნება შესასრულებელი. ხშირი წვიმებისა და თოვლიანი ზამთრის ფონზე, ამასთან ჩოხატაურის რთული რელიების კვალობაზე გზები ჩამოირეცხება. აქედან გამომდინარე დახარჯული თანხა არაეფექტურია, მაგრამ ამ პრობლემას ვერ გადაჭრის მხოლოდ მუნიციპალიტეტი, ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა გადაწყდეს, რადგანაც კანონმდებლობის დონეზე სოფლებისათვის თანხის გადანაწილება გარკვეული წესითა და ინსტრუქციით რეგულირდება, რომელსაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა გვერდს ვერ აუვლის.

ჩოხატაურის სოფლებში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის 14 პროექტი გახორციელდა, თითოეულ პროექტზე საშუალოდ გაიხარჯა 4 481 ლარი. თუ მხედველობაში მივიღებთ სასმელი წყლის სისტემების მძიმე მემკვიდრეობას, მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი თანხები ამ მიმართულებით ძალზე უმნიშვნელო და არაეფექტურია. ასეთი დაფინანსებით შესაძლოა მოგვარდეს მხოლოდ ლოკალური/მიმდინარე პრობლემები, რაც არ გულისხმობს სოფლად წყლის სისტემების რეაბილიტაციას, რაც აღნიშნულია დადებულ ხელშეკრულებებში. დახარჯული 62 740 ლარის მიუხედავად, სრულად მოწესრიგებული სისტემა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის არც ერთ სოფელს არ გააჩნია. მუნიციპალიტეტის ამბულატორიების შენობების რემონტში დახარჯული იქნა 15 108 ლარი, რომელიც 3 პროექტზე გადანაწილდა, საშუალოდ 5 036 ლარი დაიხარჯა თითოეულ ამბულატორიაზე. შენობის რემონტის გარდა, სოფლის საექიმო პუნქტებს ესაჭიროება შესაბამისი მატერიალურ ტექნიკური ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. ასეთი ბაზა კი არც ერთ საექიმო ამბულატორიას არ გააჩნია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ და სახელმწიფომ კოორდინირებულად უნდა განახორციელონ მსგავსი პროექტების მართვა, რადგანაც სფეროში ყოველი დახარჯული ლარი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას უნდა უწყობდეს ხელს, _ აღნიშნა საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის ექსპერტმა, ლევან ჩხაიძემ.

სოფლის პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს ბევრ სოფელში ადმინისტრაციული შენობები გარემონტდა, რაც, ოფიციალური საბუთის თანახმად, მოსახლეობის მოთხოვნა გახლდათ. პრობლემებით სავსე სოფლებში ამის მოთხოვნამ კითხვები ექსპერტებსაც გაუჩინა.

_ პროგრამის ფარგლებში პროექტების მიზნობრიობა უნდა შეირჩეს სოფლის მოსახლეობასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე. სუბიექტური მოსაზრებით, შესაძლოა აღვნიშნოთ, რომ სოფლის მოსახლეობას ძირითადი პრობლემები ისე უხვად გააჩნია, რომ ისინი ნამდვილად არ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას გაერემონტებინათ სოფლების რწმუნებულების შენობა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება სოფლისათვის თანხის დამატებით გამოყოფის ნაცვლად, როგორც ეს მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული, თავისი ადმინისტრაციული უფლებამოსილების განხორციელებას მოახმარა პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ფინანსები, _ ამბობს ჩხაიძე.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გარდა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 000 ლარი გამოეყო შემდეგი პროექტების განსახორციელებლად: დაბა ჩოხატაურში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციისათვის; სოფ. შუაფარცხმის წყალსადენის სამუშაოებისათვის; დაბა ჩოხატაურში სამხატვრო სკოლის შენობის რეაბილიტაციისათვის; სოფ. ზემოხეთის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისათვის; დაბა ჩოხატაურში სპორტული კომპლექსის მშენებლობისათვის; დაბა ჩოხატაურში დუმბაძის სკვერის კეთილმოსაწყობად; დაბა ჩოხატაურისათვის ნაგავმზიდი ავტომანქანისა და ურნების შესაძენად; დაბა ჩოხატაურში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში სანიტარიული კვანძის მოსაწყობად; დაბა ჩოხატაურში ლაბორატორიის შიდა რემონტისათვის; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაციისათვის.

ნოდარ დუმბაძის სკვერს რომ შეკეთებული არაფერი ეტყობა, ეს ყველა ჩოხატაურელმა კარგად იცის. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მეტრზე დაგებულ ფილაქანს. სკვერში გასულ წელს, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ახალი სკამიც კი არ დაუმატებიათ. ჩვენმა მკითხველმა ისიც კარგად იცის, როგორ არაეფექტურად დაიხარჯა სოფელ შუაფარცხმის წყალსადენისთვის გამოყოფილი თანხა და დღეისთვის წყალი მხოლოდ სოფლის ნაწილს მიეწოდება. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ნაწილის რეაბილიტაციას, ამ შენობას რემონტს ყოველ წელს უტარებენ და ყველა ოთახს საგულდაგულოდ თითქმის ყოველ წელს აკეთებენ, იძენენ ძვირად ღირებულ საოფისე ინვენტარს და ტექნიკას.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა 2010 წელს საოფისე ტექნიკაზე, როგორიცაა ტელევიზორი, კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, კარტრიჯები, ფოტო-ვიდეო აპარატურა 19 900 ლარი დახარჯა, საოფისე ინვენტარის შეძენისათვის კი 8 400 ლარი. ნოუთბუქი და ტელეფონი შეუძინეს გამგებლის მოადგილეს, დიმიტრი კორიფაძეს. ტელეფონია შეძენილი საორგანიზაციო სამსახურის იმდროინდელი ხელმძღვანელის, ვარდო სიხარულიძისთვის. ტელევიზორი შეუძინეს ეკონომიკის სამსახურს. ორი ცალი ნოუთბუქი სამხედრო სამსახურს გადასცეს. საფინანსო სამსახურისთვის შეძენილი იქნა მობილური ტელეფონი, ფოტოაპარატი და ოფისის სავარძელი. როგორც გავარკვიეთ, ტელეფონი, რომლის ღირებულება 330 ლარია, საფინანსო განყოფილების უფროსს, ჯემალ სიხარულიძეს შეუძინეს, ხოლო ოფისის სავარძელი, რომელიც 200 ლარი ღირს, ამავე სამსახურის სპეციალისტს _ ზაზა ოსეფაიშვილს. ზედამხედველობის სამსახურისთვის შეძენილია მობილური ტელეფონი “სამსუნგი”, რომელშიც 300 ლარია გადახდილი, 1 536-ლარიანი ნოუთბუქი, 40- ლარიანი კომპიუტერის ჩანთა, 41-ლარიანი “ფლეშკა” და 40-ლარიანი “ვენტილატორი“. როგორც მოვიკვლიეთ, გასულ წელს შეძენილი ტელეფონების უმრავლესობა… გაფუჭებულია! ყოველ შემთხვევაში, გამგეობაში ასე გვითხრეს.

2010 წელს, ჩოხატაურის ბიუჯეტიდან კავშირგაბმულობის მომსახურებისათვის 54 200 ლარი დაიხარჯა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა და აღმასრულებელმა ორგანოებმა გახარჯეს 1063,8 ათ. ლარი. ამათგან, საკრებულომ 247,9 ათ. ლარი, ხოლო გამგეობამ 793 ათ. ლარი.

ოფისის ხარჯი მოიცავს საკანცელარიო ნივთებს, ეს ნივთებია: წებო, დისკი, ჩასანიშნი ფურცელი, წებოვანი ფურცელი, პასტები, ბაინდერი, მარკერი, სტეპლერი, საკანცელარიო დანა, გრაფინი ჭიქებით, მაგიდის ნაბორი და ასე შემდეგ, რომელშიც დაიხარჯა 17 830 ლარი.

ტრანსპორტის მოვლა-შენახვისათვის დაიხარჯა 118 600 ლარი. მათ შორის საწვავზე _ 93 100 ლარი, სათადარიგო ნაწილებზე 14 400 ლარი დაიხარჯა. გასულ წელს ავტომანქანა შეუძინეს საკრებულოს (უფრო დაზუსტებით, საკრებულოს თავმჯდომარეს) 11 200 ლარად და სამხედრო სამსახურს _ 9 926 ლარად.

_ ამ თანხაში შესაძლებელი იქნებოდა ისეთი ტრანსპორტის შეძენა, რომელსაც არ დასჭირდებოდა მიმდინარე რემონტის ჩატარება. შესყიდულია “პოლვოსის პაჩებნიკი“ _ 30 ცალი, “სტარტერის კნოპკა“ _ 30 ცალი, “კლემის თავი“ _ 6 ცალი, “სტარტერის ჩოთქი“ _ 4 ცალი, “კარების რუჩქა“ _ 6 ცალი, “სტუპიცის პაჩებნიკი“ _ 60 ცალი, “ზარიატკის რელე“ _ 5 ცალი, “ელასტური რეზინა“ _ 18 ცალი, “ვიჟივნოის პაჩებნიკი“ _ 15 ცალი, “ძრავის პადუშკები“ _ 12 ცალი, “შტანგის ბოლტები“ _ 10 ცალი, “პოლვოსის სალნიკი“ _ 2 ცალი, “საბურავის შპილკა გაიკა“ _ 25 ცალი და ასე შემდეგ. სახელმწიფო შესყიდვის ანგარიშებში მრავლადაა ანალოგიური ავტო-სატრანსპორტო მარაგნაწილები; ერთი შეხედვით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შესყიდვების ანგარიში კი არა ავტომობილის მარაგნაწილების მაღაზიის ანგარიში გეგონება, _ აღნიშნავს ლევან ჩხაიძე.

გასულ წელს გამგებლის სარეზერვო ფონდი 22 ათას ლარს შეადგენდა. გამგებლის ბრძანების საფუძველზე ეს თანხა დახარჯულია შემდეგ ღონისძიებებზე: ზემოსურების ჰესის შეკეთება _ 4,1 ათ. ლარი; ჩაისუბნის საჯარო სკოლისათვის “მუსიკალური ჰანგების“ თანადაფინანსებისათვის _ 0,3 ათ ლარი; #1 საჯარო სკოლის რადიოფიცირებისათვის _ 4,8 ათ. ლარი; მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემასთან დაკავშირებით შენობების ტექნიკური პასპორტისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადებისათვის _ 2,4 ათ. ლარი; ეკონომიურად შეჭირვებულებზე შეშის დამზადებაზე 1,2 ათ. ლარი; “მომავლის“ და სასპორტო სკოლის ტერიტორიის კეთილმოწყობაზე 2,8 ათ. ლარი; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში წყალმომარაგების სისტემის სარემონტო სამუშაოებისათვის _ 0,7 ათ. ლარი; სამუსიკო სკოლის სტიქიით დაზიანებული შენობის სახურავის რემონტზე 0,8 ათ. ლარი; მთავარი ბიბლიოთეკის შენობის რემონტზე 2 ათ. ლარი; ჩოხატაური- საჭამიასერის წყალგაყვანილობის მილების სიგრძისა და ღირებულების დასადგენად; ზემოხეთის ამბულატორიის, კლუბის და სამხედრო განყოფილების შენობა-ნაგებობების აუდიტორიული დასკვნისათვის _ 1 ათ. ლარი.

ამ სამუშაოების უმეტესობა წინასაარჩევნო პერიოდშია გაკეთებული და ზოგ შემთხვევაში თანხები მეტისმეტად ბევრია. მაგალითად “მომავლის“ და სასპორტო სკოლის ტერიტორიის კეთილმოწყობაზე 2,8 ათ. ლარი, რაც ხის ღობის მესერის შემოვლებით გამოიხატა, რომელიც შემდგომ იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით შეიღება.

_ აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს საინვესტიციო პროგრამების თანადაფინანსებისთვის გამოყოფილი აქვს ფინანსები, მართალია მცირე რაოდენობით, მაგრამ კარგი პრეცედენტია ფინანსური ინსტიტუტების მოსაზიდად. ასეთ პროექტებზე გახარჯული იქნა 3,5 ათ. ლარი შემდეგი ღონისძიებების დასაფინანსებლად: ახალგაზრდულ ცენტრ “გუბაზს“ თანადაფინანსებისთვის გამოეყო 0,8 ათ. ლარი; ახალგაზრდულ ცენტრ “პროგრესს“ _ 1,6 ათ. ლარი; ხევი-ბჟოლიეთის წყლის სისტემის თანადაფინანსებაზე _ 0,2 ათ, ლარი; ახალგაზრდულ ცენტრ “კოხნარს“ გამოეყო 0,3 ათ. ლარი; ფარცხმის საჯარო სკოლას _ 0,2 ათ. ლარი, _ ამბობს ჩხაიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გასულ წელს 68 ათასი ლარი გამოეყოთ. ამ თანხით პოლიციას შეუძინეს: გასაშლელი დივანი, გასაშლელი “კრესლო”, ჟალუზები, კონდიციონერი, 3 ცალი ნოუთბუქი, მრავალფუნქციური პრინტერი და წყლის ტუმბო.

_ არაერთი წელია აღვნიშნავთ, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან პოლიციის დაფინანსება მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსულობების ხარჯზე შეუძლებელია. კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “რ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება. თუ მოცემულ შემთხვევაში, სავარაუდოდ, დელეგირებულ უფლებამოსილებაზე კეთდება აქცენტი, იმავე “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, თვითმმართველი ერთეულისათვის უფლებამოსილების დელეგირება დაიშვება საქართველოს საკანონმდებლო აქტების, აგრეთვე ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით (მუხ. 17.1). გარდა ამისა, “პოლიციის შესახებ“ კანონის 32-ე მუხლი ეხება და განსაზღვრავს პოლიციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხს, კერძოდ, “სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან“. ამ ჩანაწერიდან გამომდინარე, ადგილობრივ თვითმმართველობაზე შეიძლება მოხდეს კონკრეტული ღონისძიების (მაგალითად, კომუნალური მომსახურების) დაფინანსების დელეგირება. თუმცა “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის (რომელიც იერარქიულად “პოლიციის შესახებ“ კანონზე მაღლა დგას) თანახმად, დელეგირებას სჭირდება შესაბამისი მატერიალურ-ფინანსური რესურსების გადაცემაც. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დელეგირებისათვის მხოლოდ “პოლიციის შესახებ“ კანონში არსებული ჩანაწერი არ კმარა, არამედ საჭიროა, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს გამოეყოს მიზნობრივი ტრანსფერი. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან, დაფინანსების მსგავსი მოდელი (თვითმმართველობის მიერ გამოყოფილი ფინანსები) არასწორია და საჭიროებს გადახედვას, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გახარჯული 68 000 ლარი კანონდარღვევითაა გახარჯული, _ გვითხრა ჩხაიძემ.

მისივე თქმით, კანონი მაშინაც დაირღვა, როცა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საავადმყოფო გარემონტდა.

_ ჩოხატაურის საავადმყოფო კერძო სამართლის იურიდიული პირია. მართალია მისი დამფუძნებელი სახელმწიფოა, მაგრამ არანაირად არ უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს. ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრულ თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებში მითითებულია მხოლოდ “ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ჯანმრთელობის რისკფაქტორების იდენტიფიცირება“. საავადმყოფოს რემონტის დაფინანსება არაკანონიერი გადაწყვეტილებაა, რადგანაც მუნიციპალიტეტს არანაირი უფლებამოსილება გააჩნია ჩაერიოს კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობაში, მას შეეძლო შეემუშავებინა მხოლოდ კანონმდებლობის თანახმად მუნიციპალური ჯანდაცვითი პროგრამები. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა სახელმწიფოს განსაზღვრული აქვს რეგიონებში ახალი საავადმყოფოების მშენებლობა. გარდა ამისა, მიზნობრივი ტრანსფერი გამოყოფილი იყო არა ჩოხატაურის საავადმყოფოსთვის არამედ “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჩოხატაურის სამსახურისთვის“, რომელსაც კანონიერად ეკუთვნოდა ტრანსფერის თანხა, _ ამბობს ექსპერტი.

მსგავსი მდგომარეობაა სოციალური ღონისძიებების დაფინანსების მხრივაც. “სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილი არიან, ამ კანონით (“სოციალური დაცვის შესახებ“) განსაზღვრული სოციალური დახმარების სახეების შესაბამისად, დამატებით დააფინანსონ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ამავე კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარებები.

_ კანონმდებლობის თანახმად, ფულადი სოციალური დახმარების სახეებია: საარსებო შემწეობა; საყოფაცხოვრებო სუბსიდია; რეინტეგრაციის შემწეობა; მინდობით აღზრდის ანაზღაურება; სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება. ოციალური დახმარების სახეების მიხედვით დახმარების გაცემა შესაძლებელია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებულ ბენეფიციარზე, ხოლო შეფასების მეთოდოლოგია მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. თვითმმართველობას კი შემუშავებული აქვს შეფასების საკუთარი მეთოდოლოგია, რომლის მეშვეობითაც ხდება სოციალური დახმარებების გაცემა, მაგალითად, ერთჯერადი სოციალური დახმარება, რომელზედაც იხარჯება 215 ათ. ლარი, რა თქმა უნდა სოციალური დახმარების მსგავსი დაფინანსება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. ადგილობრივი ბიუჯეტით მიზნობრივი ტრანსფერის ხარჯზე ფინანსდება ორგანიზაციები, რომლებიც ამ თანხიდან არ უნდა ფინანსდებოდნენ და ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობებიდან ფინანსდება ორგანიზაციები, რომლებიც მიზნობრივი ტრანსფერით უნდა ფინანსდებოდნენ. ასეთის მაგალითია “სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური“ თანხით 54 ათ. ლარი, რომელიც ტრანსფერის ხარჯზე უნდა ფინანსდებოდეს და არა მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსულობების თანხებიდან. ვფიქრობ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა გაცილებით მეტი ყურადღებითა და მზრუნველობით უნდა მოეკიდოს სახელმწიფო ფინანსების მიზნობრიობის განსაზღვრასა და მათ დახარჯვას, რაც აამაღლებს მუნიციპალიტეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯთეფექტურობას, _ გვითხრა ლევან ჩხაიძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021
მთავარი თემა

“სკოლა, ამდენი ბავშვი და უსაფრთხოების გარანტიის მინიმუმიც არ არსებობს!”

07:02; 22 თებერვალი, 2021

სასაფლაოებს მოსახლეობამ უნდა მიხედოს

"ჩვენც ჩაგვთვალონ ადამიანებად"

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

13:30; 4.12.2023
მსოფლიო

ვულკანის ამოფრქვევას 11 ტურისტი ემსხვერპლა (უცხოეთი)

13:24; 4.12.2023
პოლიტიკა

“ტყუილის ქადაგებით, კიდევ უფრო დააკლდებათ ამომრჩევლები”- კალაძე

13:06; 4.12.2023
საზოგადოება

„ჯერ  „ხამსას“ სეზონია“: გარჩეული ქაფშია, ერთი კილოგრამი 7 ლარად

12:53; 4.12.2023
პოლიტიკა

“სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ” _ ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

12:22; 4.12.2023
ფეისბუქსტატუსები

პედიატრი: ეს პანიკური აშლილობაა, რომელიც შეიძლება ბავშვებზეც გავრცელდეს!

12:00; 4.12.2023
საზოგადოება

ფაქტ-მეტრი:TikTok-ი საქართველოში პრორუსული პროპაგანდის მზარდი გამტარია

11:34; 4.12.2023
საზოგადოება

სატრანსპორტო რეფორმა თბილისში – ითვალისწინებს თუ არა მერია “სისტრას” რეკომენდაციებს

10:40; 4.12.2023
21-ს ქვევით

“რა? სად? როდის?”- ინტელექტუალური თამაშის შედეგები ჩოხატაურში

10:25; 4.12.2023
ზაფრანი

ამაზონი საწინააღმდეგო მიმართულებით მიედინებოდა

10:17; 4.12.2023
ზაფრანი

როგორ გავითავისუფლოთ თავი უარყოფითი კარმისაგან

10:00; 4.12.2023
ზაფრანი

უძველესი დროის უცნაური პროფესიები

9:45; 4.12.2023
ზაფრანი

რომელ კითხვებს გაურბის მამაკაცი?

9:35; 4.12.2023
პოლიტიკა

ლამინირებული პირადობის მოწმობები უქმდება

1:24; 4.12.2023
სამართალი

ტრაგედია სოფელ ციხისძირში _ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

0:43; 4.12.2023

დღის ფოტო

დღის ფოტო

ისევ გურია “გურია ნიუსთან” ერთად

12:47; 23.11.2023
0

გომისმთაზე ბარაქიანად თოვს

13:16; 17.11.2023

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

პედიატრი: ეს პანიკური აშლილობაა, რომელიც შეიძლება ბავშვებზეც გავრცელდეს!

12:00; 4.12.2023
0

ლევან ნიკოლეიშვილი: ამის პატიებაც კი არავისთვის არ შეიძლება

19:09; 3.12.2023
გურია ნიუსი

[email protected]
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2023 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო