(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლის მობურთალთა გუნდიდან სამი წევრი _ ბექა ბერიძე, გიორგი ებრალიძე და ფარნა ურუშაძე საქართველოს სკოლბურთელთა ნაკრების შემადგენლობაში მოხვდნენ. მათ ბათუმში მიმდინარე ფინალურ ეტაპზე, თანაგუნდელებთან ერთად, დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთელმა ჭაბუკებმა ჯერ რეგიონული ტურნირი მოიგეს, გადამწყვეტ ეტაპზე კი მხოლოდ ნახევარფინალური შეხვედრა დათმეს და მესამე ადგილს დასჯერდნენ. ტურნირის საუკეთესო გუნდად სწორედ ჩვენებურთა გუნდი დასახელდა. ტურნირზე ნაჩვენები თამაშის შედეგად, შეირჩნენ საქართველოს სკოლბურთელთა ნაკრების წევრები. სასიხარულო და საამაყოა, რომ აქედან სამი ლანჩხუთელია.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved