(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ სამშაბათს, ლანჩხუთის კულტურის ცენტრში, გაიმართა სილამაზის კონკურსის შესარჩევი ტური. საღამო გაალამაზა მომღერალმა ნინი შერმადინმა.
საუკეთესო ათეული მონაწილეობას მიიღებს რეგიონულ ტურში, რომელიც ოზურგეთში გაიმართება, აქ გამოვლენილი გამარჯვებულები საქართველოს “მის თინეიჯერი 2011”-ში მიიღებენ მონაწილეობას, იქ პირველ ადგილზე გასული კი გაემგზავრება გვატემალაში “მის მსოფლიო თინეიჯერზე” მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსში მონაწილეობა და ღონისძიებაზე დასწრება უფასო იყო.