(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის მცხოვრებს, 74 წლის ტიტე გორდელაძეს ოჯახის წევრები და მაშველები ორი დღე ეძებდნენ. მოხუცი ბახმაროში დაიკარგა. როგორც შევიტყვეთ, იგი მთაში ცხენის საძებრად იყო წასული. სამძებრო სამუშაოებში გურიის სამაშველო სამსახური, ბახმაროს პოლიცია და ადმინისტრაციაც იყო ჩართული.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, ტიტე გორდელაძე მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ბახმაროს ადმინისტრაციის უფროსის, საშა წიქარიძის თქმით, გორდელაძის პოვნა ცუდმა ამინდმა და ნისლმა გააძნელა:
_ დილით ვიპოვეთ გარდაცვლილი. სავარაუდოდ, კაშხალში ჩავარდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას წიქარიძემ.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად გვამს ექსპერტიზა ჩაუტარდება.