(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ რამდენიმე დღის წინ, “გურია ნიუსი” წერდა ენერგეტიკის სამინისტროს სენსაციურად ცრუ განცხადების შესახებ, რომ, თითქოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში, გაზის შეყვანა დასრულდა! ჭანიეთის თემის მოსახლეობამ პასუხად ის მოახერხა, რომ სამიოდე დღეში ორასამდე ოჯახმა განცხადება დაწერა და ითხოვს, გაზი მართლა შემოგვიყვანეთო.
შპს “სამტრედია გაზის” უბნის უფროსი, გია ჩხატარაშვილი შეჰპირდა განმცხადებლებს, რომ “სამტრედია გაზის” დირექტორს, ბადრი ტატუნაშვილს შეხვდება და გააცნობს მოთხოვნის შინაარსს. მისივე თქმით, ეს ყველაფერი დადებითად გადაწყდება და სექტემბერში ჭანიეთში გაზის გაყვანის სამუშაოები განახლდება.