(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის გამგეობის პრესსამსსახურის ინფორმაციით, უკრაინის ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვა კახოვკისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს შორის 2010 წლის დადებული დაძმობილებისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, 2-5 დეკემბერს, ლანჩხუთში ოფიციალური მეგობრული ვიზიტით იმყოფება ნოვა კახოვკის ქალაქის საბჭოს დელეგაცია. ვიზიტის მიზანია ორი ქვეყნის მუნიციპალიტეტებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავება. ამავე დროს დაგეგმილია შეხვედრები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში.