(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ საქართველოს 17-წლამდელთა ფეხბურთელთა ნაკრებმა მინსკში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ბელგიელი თანატოლები დაამარცხა _ 4:2. სასიხარულოა, რომ პირველი ორი გოლი მეტოქის კარში ლანჩხუთელმა ვანო წილოსანმა გაიტანა _ სწორედ მისმა გოლებმა გადაწყვიტეს მატჩის ბედი ქართველთა სასარგებლოდ. წინა შეხვედრაში ჩვენებურებმა მასპინძლებს 4:3 მოუგეს და ბოლო ტურის მიუხედავად, ფინალის საგზური განაღდებული აქვთ. საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქე უკრაინა ან რუსეთი იქნება. ცნობისთვის: ვანო წილოსანი ლანჩხუთის საკრებულოს წევრის, მერაბ წილოსანის ვაჟია და საფეხბურთო კარიერა ლანჩხუთში დაიწყო. ამჟამად მობურთალი თბილისის საფეხბურთო აკადემიაში ირიცხება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved