https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ხედვა ფესვებით დავიწყე!”

7:02; 28.02.2012
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ის, რაც გვსურს ჩვენს მკითხველს ამ წერილით შევთავაზოთ, მხოლოდ ეთნოგრაფიულ ყოფაში მოპოვებული უბრალო მასალა როდია _ საქმე გვაქვს ხელოვანთან, რომლის შემოქმედებას არა ერთხელ აღუფრთოვანებია უამრავი ადამიანი. თუმცა, ქალბატონ სულიკო ლომჯარიას, რომელიც ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში ცხოვრობს, მუდამ ზედმეტი თავმდაბლობა ბოჭავდა: _ საკუთარი თავის წარმოჩენას თავადვე უფრთხოდა სულ, _ ასე ახასიათებენ მეგობრები, მეზობლები, თვით ოჯახის წევრები. მის შემოქმედებას არა თუ ერთი, რამდენიმე საგაზეთო ნომერიც ვერ დაიტევს.

“ხედვა ფესვებით დავიწყე, ფესვია სამყაროში ყველაფრის საწყისი. ვნახე, რომ მდინარეს წამოეღო ველური ხურმა და საცოდავად შერჩენოდა მეჩეჩს. ნაპირზე გამოვიტანე, გადარჩენა ვერ შევძელი, მაგრამ მივაჭერ-მოვაჭერი და გამოვიდა რაღაც ცხოველი. ჩემი ინტუიციით და გაგებით სიცოცხლე მივანიჭე და ასე დავიმშვიდე თავი”, _ ამბობს სულიკო ლომჯარია.

როგორც კი მის კარმიდამოში შედგამთ ფეხს, უმალ თვალში გეცემათ მრავალფეროვანი ხალხური დეკორატიული ხელოვნება, გადმოცემული სპეციფიკურ სიმბოლოთა საშუალებით. ბზის ბუჩქიდან დაწყებული, აქ ყველა მცენარე ისეა გასხლული თუ შეკრული, თითოეულს სულიერის სახე აქვს მიღებული. სახლში კი _ მუზეუმად ქცეულ ოთახებში განლაგებულ უამრავ ნამუშევრებში, რომლებიც ძირითადად მრავალმხრივი ხალხური ორნამენტითაა შესრულებული, აშკარად ჩანს მითოსისა და რელიგიურ-კოსმოგენურ შეხედულებათა კვალი. თუმცა, ორნამენტულ სიმბოლიკაში არეკლილი წარმოდგენების ახსნა და შეფასება განსაკუთრებით გაცნობიერებულ სპეციალისტთა საქმეა. მთავარია, მკითხველს ვუამბოთ ამ საოცარ ქმნილებათა შესახებ, რომელიც ქსოვის, ქარგვის, აპლიკაციის, ჰერბარიუმისა თუ სხვადასხვა დეკორატიული ელემენტების მეშვეობით შეუქმნია საოცარ მარჯვენას.

სულიკო ლომჯარია და მისი მეუღლე ზურაბ მჟავანაძე, ორთავე სოფელ ჭანიეთის მკვიდრია. დედაქალაქში წლების მანძილზე ცხოვრების შემდეგ, მშობლიურ სოფელს დაუბრუნდნენ და სახელოვანი ოჯახის ტრადიცია ხელოვნებისა და გარე სამყაროს სიყვარულს ისე შეუზავეს, რომ უნებურად იფიქრებ _ ერთი მთლიანი ჰარმონია მნახველთა დასატყვევებლად შექმნეს. ქალბატონი სულიკო პროფესიით ენტომოლოგია და ერთგვარ სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ფილოლოგობაზე მეოცნებე, ენტომოლოგი გახდა. თუმცა, თავს იმით იმშვიდებს, რომ ბუნებასთან აქვს საქმე. ოფიციალურ სამსახურშიც უმუშავია და ბევრჯერ ყოფილა არა ერთი თაოსნობის ავტორი, რაც უშუალოდ ხელოვნებას უკავშირდებოდა. ქსოვა, ქარგვა, ხატვა, კერვა, კერამიკაზე მუშაობა…. ყოველივე ეს, ისე “ასდის ხელზე”, როგორც კრიალოსანი. განსაკუთრებით წარმატებულად საკუთარ თავს დედისგან მემკვიდრეობად მიღებულ თვისებათა გამო თვლის:

_ ქარგვა, ქსოვა, თუ სხვა ხელსაქმე დედისგან ვისწავლე. მახსოვს, ზღაპარს რომ მოგვიყვებოდა, თან ამ ზღაპრისავე გმირს დაგვიხატავდა. ჰქონდა პატარა გობელენები, ლენტებით მორთული. ახლა ვნანობ, რომ არ შევინახე. აი, ხედვა კი ნამდვილად ფესვებით დავიწყე _ ფესვია სამყაროს საწყისი. ვნახე, რომ მდინარეს წამოეღო ველური ხურმა და საცოდავად შერჩენოდა მეჩეჩს. გადარჩენა ვერ შევძელი, მაგრამ მივაჭერ-მოვაჭერი და გამოვიდა რაღაც ცხოველი. ჩემი ინტუიციით და გაგებით, სიცოცხლე მივანიჭე და ასე დავიმშვიდე თავი. თრიას მივამსგავსე. ამის შემდეგ სადაც წავიდოდი, თან მქონდა ტომარა ან რაღაც ჩანთა და ვაგროვებდი ნაირ-ნაირ ფესვებს. მიმქონდა, სადაც წავიდოდი ან პირიქით, აქეთ მომქონდა ბორჯომიდან, საირმიდან, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და ვამუშავებდი, სულს შთავბერავდი ხოლმე, _ გვიამბობს და საკუთარი ნამუშევრებითა და საგანგებოდ შეგროვილი უნიკალური ნივთებით მორთულ ოდაში, უფრო სწორად მუზეუმში მიგვიძღვება.

სულიკო ლომჯარიას ნამუშევრებში წინა პლანზე გამოდის დროის და სივრცის შეცნობის უდიდესი წყურვილი, ხედავს ბუნების კვდომისა და აღორძინების მონაცვლეობას. მის კომპოზიციებში არ მოქმედებს დროის, სივრცის, სილამაზის თუ სევდის წყვეტილობა. აქ ყველაფერი საოცარ ჰარმონიაშია ერთმანეთთან. ჩანს, აგრეთვე, გეომეტრიული დეკორიც. “ნატვრის ხის” მისეული ხედვა, მის მიერვე შექმნილ ჭაღშია ჩაქსოვილი, რომელსაც, ერთი შეხედვით, გამოუსადეგარი სხვადასხვა ნივთების თუ ელემენტების გამოყენებით, ოთახში მზის ფუნქცია მიანიჭა.

ქალბატონი სულიკო იგონებს, როგორ შეხვდა ნელი ოქროპირიძეს. ერთი პერიოდი აპლიკაციებმაც გაიტაცა, მერე გამოფენა მოაწყო პოლიგრაფიისა და კულტურის სახლში და ნელი ოქროპირიძის მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. თუმცა, მისი შემოქმედებითი თავდავიწყება მაშინ დაიწყო, როცა ერთ-ერთ გამოფენაზე თოკით ნამუშევარი ნახა:

_ თოკი სულ სხვაა, უფრო სწორად, ის უკვე გობელენია, როცა მოქსოვ და ეს არის ქართული ხელოვნება. ხელოვანი ხარ, როცა საკუთარი ფანტაზიით ქმნი, როცა საკუთარი ხელწერა გაქვს და სხვისგან არ კალკირებ. არ მინდა, ხმამაღლა ნათქვამი გამომივიდეს, თუმცა, ვიტყვი, რომ შევქმენი საკუთარი ხელწერა. უამრავ თვითნასწავლ ხელოვანთა გამოფენაში ვმონაწილეობდი, მიმქონდა საკუთარი ნამუშევრები. იქ ასეთი რამაც ხდებოდა _ ვიღაცას შეახსენებდნენ, რომ მისი ნამუშევარი საიდანღაც იყო გადმოღებული. მე კი, ბედნიერად ვთვლი თავს, რომ მხოლოდ საკუთარი შემოქმედება მაქვს. შენი ფანტაზიით როცა აკეთებ რაღაცას, სწორედ ესაა ხელოვნება, ოღონდ ისიც საკითხავია, რა დონეზე აკეთებ? ფუნჯით ყველა ხატავს და საღებავით, მაგრამ მთავარია, რას დახატავ, რას გადმოგცემს შინაგანი სამყარო, _ გვეუბნება ხელოვანი ქალბატონი.

უამრავი ნამუშევარი _ ქსოვის, ქარგვის, ჰერბარიუმისა თუ აპლიკაციის მეშვეობით შექმნილი, სხვადასხვა დეკორაციები, გობელენებზე აქა-იქ ხევსურული ქსოვის ელემენტები: შიბა, პეპელა, კიმხა, ხატულა, მგზავრა, უნაგირა… ბევრიც დასამთავრებელი და ზოგიც სარესტავრაციო (ადრეულ წლებში შექმნილი) ნამუშევარი! ერთი სიტყვით, აქ ყველაფერია, თუმცა, ჩვენი რესპონდენტი გობელენს ანიჭებს უპირატესობას.

_ ქალბატონო სულიკო, თქვენი გობელენებიდან საუკეთესოდ რომელს მიიჩნევთ და რა არის მისი დედააზრი?

_ მე მრავალი გობელენი მაქვს, მაგრამ გამოვყოფ ერთს _ “მიწა ქართული”. იგი რამდენჯერმე იყო საქართველოს სახელმწიფო სურათების გალერეაში გამოფენილი და სატელევიზიო გადაცემაშიც აღნიშნეს. ყველაფერი კი ასე დაიწყო _ ერთხელ, გამარჯვებისადმი მიძღვნილ ფესტივალზე წარვადგინე. ჩანაფიქრი ასეთი იყო _ ხმალს მივანიჭე ვენახის ჭიგოს ფუნქცია, აქეთ-იქით კი მტევნები ამოვქარგე. ერეკლე მეფის საფლავის ასოციაციაც იყო. თემატურად უპასუხა კონკურსის პირობებს, შემოქმედებითად ძალიან მოიწონეს. შემდეგ გავაკეთე “თეატრალური მოტივი”, რომელმაც ასევე ხელოვნების სახლში გამართულ გამოფენაზე დიდი მოწონება დაიმსახურა. უამრავ ნამუშევართა შორის ოცეულში მოხვდა და პრემია მიიღო. გობელენი _ “დეკორატიული მოტივი” მოსკოვში გაიგზავნა თვითნასწავლ ხელოვანთა გამოფენაზე. მახსოვს, ერთხელ ხელოვნების სახლში მოწყობილ გამოფენაზე ჩემი გობელენი _ “ფერადი თვალი” განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. მასთან დიდხანს შეჩერდნენ მხატვრები და იკითხეს: გვაინტერესებს, ვისიაო. მომერიდა, მერე კი ვუთხარი, რომ ჩემი იყო. ჩაიწერეს ჩემი სახელი და გვარი, შემდეგ ხშირად მეხმიანებოდნენ და მიწვევდნენ სხვადასხვა გამოფენაზე.

_ ატესტაცია თუ გაგივლიათ ან რაიმე წოდება თუ გაქვთ მონიჭებული?

_ ატესტაცია ადრეულ წლებში გავიარე. მონიჭებული მაქვს ხალხური ოსტატის წოდება, თუმცა, ვერანაირი ატესტაცია ვერ შეედრება იმ პრაქტიკას, რაც ჩემი ცხოვრების მანძილზე გავიარე. თითქმის ყველა მიმართულებით ვმუშაობ, მაგრამ მაინც ჩხირით და ყაისნაღით ქსოვა იყო ჩემი ინტერესის ძირითადი საგანი. ქართული ორნამენტი ცნობილია თავისი შინაარსითა და სილამაზით და მისით თავდავიწყებამდე ვიყავი გატაცებული. არა ერთხელ ლაურეატის წოდებაც მიმიღია, მაქვს აგრეთვე მიღებული უამრავი სიგელი.

_ ქალბატონო სულიკო, თქვენს კარ-მიდამოში და ჰერბარიუმით ნასაზრდოებ ნამუშევრებში აშკარად ჩანს ყვავილების, მცენარეების უსაზღვრო სიყვარული. დეკორით მუშაობასაც დიდ დროს უთმობდით?

_ მე დასაწყისში გითხარით, რომ ხედვა ფესვებით დავიწყე. სამწუხაროდ, ყველაფერი მიტაცებდა და მიმაჩნია, რომ ყველაფერში ვერ ამოვწურე საკუთარი თავი, სულ უკმარისობის განცდა მაქვს.

_ რატომ სამწუხაროდ? თუ სასიხარულოდ?

_ არა, სწორედ სამწუხაროდ. დილეტანტი არ უნდა იყო. უნდა აირჩიო ერთი სფერო და სიღრმისეულად დაეუფლო, თუ გინდა რომ იყო ძლიერი და რაღაცას მიაღწიო. თქვენ ჩემს ეზო-გარემოში ხედავთ სხვადასხვა ფორმამინიჭებულ მცენარეებს, გაცოცხლებულ კუნძებს. ეს უკვე დეკორია. ჰერბარიუმითაც ვმუშაობ, მაქვს უამრავი ნამუშევარი. საერთოდ, აქ უკვირთ ჩემი ნამუშევრები, თორემ საქართველო უმდიდრესია უნიკალური ნიჭის მქონე ადამიანებით.

_ რატომ, სწორედ საქართველოს მასშტაბითაც ხომ ბევრჯერ პირველი იყავით ან პირველ ოცეულში ხვდებოდით ასობით თვითნასწავლ ხელოვანს შორის?

_ ადამიანს თუ თვითკმაყოფილების განცდა დაგეუფლა და საკუთარი თავით აღტაცებული დარჩი, ეს დამღუპველია. ამას წინათ ტელევიზიით ვნახე გადაცემა _ “დასაქმდი და დაასაქმე”. საუბარი იყო მამაკაცზე, რომელიც მაკრამეს საშუალებით აკეთებდა სხვადასხვა ნამუშევარს. ისე გაიკვირვეს ეს ყველაფერი და ხოტბა შეასხეს, სახტად დავრჩი. განა, არ უნდა მოეწყოს გადაცემები თვითნასწავლ ხელოვან ადამიანებზე, მაგრამ ვიმეორებ _ უნიჭიერეს ქართველ თვითნასწავლ ხელოვანთა შორის, უნდა შეირჩეს მჯობნის მჯობნი და მასზე გაკეთდეს აქცენტი.

_ მაკრამეზე რას გვეტყვით?

_ მაკრამე არ არის ქართული. ისე, ადრე მაკრამეთი ბრწყინვალედ მუშაობდა ერთი ქალბატონი _ გვარად ქევხიშვილი იყო. მან ხელოვნების დონეზე აიყვანა მაკრამე.

_ ყვავილების ჰერბარიუმით შექმნილი ნამუშევრებში უფრო რომელი მოგწონთ?

_ “ფუფალა” მიყვარს, რომელიც ნაირ-ნაირი ყვავილებისგან გავაკეთე და ძალიან ლამაზიც გამოვიდა. ისე, უამრავი ნამუშევარი მაქვს ყვავილების ჰერბარიუმით შედგენილი და ბევრს სულაც არ ჰქვია სახელი, უბრალოდ, გოგონაა, თუნგია, შველია და მორჩა! განსაკუთრებით მიყვარს ჩემი ნამუშევარი “ვაჟა ფშაველა”, რომელიც ძირითადად, ჭადრის ფოთლებითაა შედგენილი. ძალიან ხშირად ქარგვაც მიტაცებს. მაქვს არა ერთი დაუმთავრებელი ნამუშევარიც.

აღსანიშნავია, რომ 2005 წლის 23 ივნისს, ჭანიეთში, სულიკო ლომჯარიას ინიციატივით, ჩატარდა ჭანიეთელ თვითნასწავლ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა, რომელმაც, ოზურგეთის სამხატვრო გალერეაში გადაინაცვლა. შემდეგ მას, პირობითად, “არაჩვეულებრივი გამოფენა” დაარქვეს და უპრეცედენტო უწოდეს რეგიონის სინამდვილეში. მანამდე ქალბატონი სულიკო მთელი წლის მანძილზე მუშაობდა, რათა საფუძვლიანად გაცნობოდა თანასოფლელთა ნამუშევრებს, რომელთა უმრავლესობის შთაგონების წყარო თვითონ იყო წლების მანძილზე, შეეფასებინა ხარისხობრივად, იდეურად, რათა შემდეგ, გამოფენაზე გაეტანა. ქალბატონი სულიკო ახლაც მრავალ თვითნასწავლ ხელოვანს მეურვეობს, აძლევს რჩევებს, მითითებებს და გულწრფელად ხარობს კარგი ნამუშევრის ხილვით.

გასულ წელს, ოზურგეთში ჩატარებულ “ალეგრობაზე”, სულიკო ლომჯარიას კომპოზიციამ _ “მოსეს დუქანი” უპირველესი ყურადღება მიიქცია, როგორც თემატური, ისე შინაარსობრივი და ვიზუალური კუთხით. საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზეც მხოლოდ ეს კადრები ტრიალებდა:

_ ეს იყო ეთნოგრაფიულად ძალიან გამართლებული ჩანაფიქრი და პასუხობდა “ალეგრობის” დედააზრს. “მოსეს დუქანი” ადრეულ დროში მართლაც არსებობდა სოფელ ჭანიეთში. ჩვენ გავაკეთეთ ფაცხა, თავისი ატრიბუტებით და ვყიდდით სხვადასხვა თვითნაკეთ ნივთს თუ პროდუქტს, რომ აქედან შემოსული თანხები ეკლესიისთვის შეგვეწირა. ანუ, ეს იყო სუფთა “ალეგროს” ხასიათის და შინაარსის მქონე წარმოდგენა. ძალიან კარგია, რომ ამ ტრადიციის აღდგენას აპირებენ. იმედია, თანდათან ყველაფერი დაიხვეწება, _ ამბობს ქალბატონი სულიკო.

უდიდესი დამხმარე შემოქმედი ქალბატონისა ხელოვნების იდუმალ გზაზე, მუდამ იყო მისივე უმშვენიერესი ოჯახი. მხოლოდ საკუთარ თავს თუ ვაკლებდი ყურადღებას, ქმარ-შვილისთვის კი წამითაც არ მიმილულავს თვალი, ასე იყვნენ თვითონაც, ყურადღების ცენტრში ვიყავი მუდამ, ოღონდაც კი ხელი არ შემშლოდა საყვარელი საქმის კეთებაში და გაუჩენელს გააჩენდნენ, _ ახასიათებს ზურაბ, ბაჩო და მამუკა მჟავანაძეებს დიდი ოჯახი-მუზეუმის დიდი დიასახლისი და წუხს, რომ სიცოცხლე არ ეყოფა იმისთვის, რომ ყველაფერი რაც ჩაფიქრებული აქვს, ამოწუროს. ახლა წიგნზე მუშაობს, რომელიც სოფელ ჭანიეთის ისტორიას და მის ხალხს შეეხება. სხვათა შორის მას აქვს დიდი კონსტანტინე გამსახურდიას მიერ გამოგზავნილი პირადი წერილი, რის შესახებაც ამბობს, რომ ერთხელ მწერლის ნაწარმოებების განხილვისას, (მაშინ ასეთი ღონისძიებები ჩვეულებრივი ამბავი იყო) მოიფიქრა, რომ წერილი მიეწერა. თუმცა, არც ეგონა, რომ პასუხს მიიღებდა. კონსტანტინემ კი წერილი მისწერა და წარმატებები უსურვა!

სულიკო ლომჯარია მშვენიერი ლირიკული ლექსების ავტორიცაა, რომელსაც მომავალ წიგნში ვიხილავთ.

კიდევ ერთი ნიშანდობლივი იერი, რაც სულიკო ლომჯარიას ოჯახში ჩანს, ეს არის კერის კულტის უდიდესი ადგილი, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრების წინა ქრისტიანულ საქმიანობაში არსებობდა. სახლი _მუზეუმის ერთ ნაწილში დედაბოძის იმიტაცია აქვს შექმნილი, რომელიც განუყრელად კერასთან იდგა და ერთ მთლიან კომპლექსს ქმნიდა. აქ არის თავმოყრილი უამრავი ძველი უნიკალური ნივთი: თუნგი, კოკა, უთო, სპილენძის არაერთი საოჯახო ნივთი, შანდალი, სხვადასხვა ხელნაკეთი საოჯახო თუ სამეურნეო იარაღი…

სულიკო ლომჯარიას ნამუშევრების ცალკეული ასტრალური სიმბოლების და მათი სხვადასხვა კომბინაციის რელიგიურ _ მითოსური ანალიზი სპეციალისტთა საქმეა. აქ იდეათა მრავალფეროვანი სამყაროა წარმოდგენილი. შეიძლება ბევრისთვის დაუჯერებელიც იყოს, რომ სოფლის სიმყუდროვეში ცხოვრობს ხელოვანი ქალი, რომელმაც თავისი შემოქმედებით, თავისუფლად შეიძლება, უკან ჩამოიტოვოს ბევრი ცნობილი. მისი სიმბოლური აზროვნების ფორმები ვიწრო ჩარჩოთი არ ისაზღვრება. არის გარკვეული გარეგნული განსხვავება სტილისტური და კომპოზიციური ნიშნების მიხედვით. თუმცა აშკარად ჩანს, რომ აქ ასახული იდეების სამყარო უნივერსალურია და ყველაფერი ერთმანეთთან ჰარმონიაშია, ოსტატის მხატვრულ-ინტელექტუალური დაკვირვების შედეგად. ამიტომ, კიდევ ერთხელ უნდა წაიკითხოს და გაიგოს მთელმა საქართველომ სულიკო ლომჯარიას შესახებ, რომელიც არა მხოლოდ ხელოვანი, საზოგადო მოღვაწეცაა მთელი თავისი საქმიანობით.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

სააკაშვილი ბაღათურიას ტალახში გორაობით და დაზელვით "დაემუქრა"

"მერაბიშვილი ისეთივე გაღლეტილია დღეს, როგორც მაშინ, როცა გავიცანი"

ყველა სიახლე

სამართალი

დაშავებულები 31 და 39 წლის არიან – ახალი დეტალები სამტრედიაში მომხდარ ავარიაზე

22:13; 10.02.2026
სამართალი

ავარია სამტრედიაში _ არიან დაშავებულები

21:49; 10.02.2026
ფინანსები

გალტ & თაგარტმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა

19:12; 10.02.2026
საზოგადოება

“დღეს უსაფრთხო აღარაფერია – მათ შორის, არც ქუჩაში გადაადგილება”- თორნიკე მიგინეიშვილი

18:09; 10.02.2026
საზოგადოება

თამბაქოს კონტროლის ალიანსი პრემიერ-მინისტრს სამთავრობო კომისიის სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს

17:56; 10.02.2026
საზოგადოება

დაზიანებული ხიდებიდან ტენდერებამდე: რა ეტაპზეა ჩოხატაურში სტიქიით დაზარალებული სოფლების დახმარების პროცესი

17:45; 10.02.2026
საზოგადოება

სს “წყალი მარგებელი” აცხადებს ტენდერს კვებისა და დასუფთავების მომსახურებაზე ნაბეღლავის ქარხანაში

17:37; 10.02.2026
საზოგადოება

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება

16:57; 10.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:43; 10.02.2026
სამართალი

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

16:21; 10.02.2026
ფინანსები

თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო – „ქოლგა თბილისი ფოტოს”

14:14; 10.02.2026
ფინანსები

ირაკლი კობახიძე: “ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა”

13:06; 10.02.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია წვიმა და თოვლი – განახლებული პროგნოზი ქალაქების მიხედვით

12:21; 10.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში – ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა და ამოტრიალდა

11:47; 10.02.2026
ფეისბუქსტატუსები

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026
0

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო