ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ქალთა დღეს _ 8 მარტს, საზეიმო კონცერტი არ გაიმართება. კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ კეკელიძემ ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ სამ მარტს ჩატარებული კონცერტი ერთდროულად ეძღვნებოდა დედისა და ქალთა დღეებს:
_ სარვამარტო კონცერტი არ ტარდება, რადგან სამ მარტს ჩატარებული ღონისძიება დედის დღესაც ეძღვნებოდა და ქალთა დღესაც. 7 მარტს სოფელ გუთურის სოფლის კლუბში ჯგუფი “ჯინსების თაობა” გამართავს კონცერტს. ღონისძიება გაკვეთილების შემდეგ, დაახლოებით, ოთხი საათისთვის დაიწყება, _ გვითხრა კეკელიძემ.