_ უზრდელი ხარ, უთხრა “გურია ნიუსის” კორესპონდენტს გიორგი გირკელიძეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეშვილმა, მას შემდეგ რაც გირკელიძემ მოითხოვა მიეცათ შესაძლებლობა, გაცნობოდა შესაბამის ადმინისტრაციულ აქტს, რომლის საფუძველზეც აიკრძალა ჟურნალისტების გადააგილება ადმინისტრაციულ შენობაში.
_ უზრდელი და მატყუარა ხარ, _ უთხრა ჟურნალისტს მამეშვილმა და ამის შემდეგ გაეცალა იქაურობას.
ამ დრომდე არ ეძლევათ ჟურნალისტებს საკრებულოს შენობაში შესვლის უფლება. გამკაცრებულია დაცვის ზომები, რისი მიზეზიც კონტროლის პალატის წარმომადგენლების მხრიდან მოქალაქების მასიური დაკითხვა გახდა. “გურია ნიუსი” საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის თანახმად, შესაბამისი დოკუმენტის გაცნობას დედანში ითხოვს.
_ გვინდა გავეცნოთ ადმინისტრაციულ აქტს, რომლის საფუძველზეც შეიზღუდა 2012 წლის 14 მარტიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში თავისუფლად გადაადგილების უფლება, _ ამბობს ხელისუფლება, თუმცა, ჟურნალისტები პასუხის მიღებას და დოკუმენტის გაცნობას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. როგორც ჟანა მეგრელიშვილს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეშვილმა სატელეფონო საუბარში უთხრა, ეს წესი ადრე მივიღეთ, ვთხოვ იურისტს გაგაცნოთ. მისი კომენტარიდან ირკვევა, რომ ოდესღაც ეს წესი მიუღიათ. სავარაუდოდ, სანამ ამ დოკუმენტს დაწერენ ან მოიძიებენ, თუკი ასეთი არსებობს, კონტროლის პალატის წარმომადგენლები დატოვებენ ადმინისტრაციულ შენობას და მასიური დაკითხვის მესამე დღეც ჩაივლის.