https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მიწა ავადაა! ვუმკურნალოთ ნიადაგს!

2:04; 26.04.2012
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

გაზაფხული წელიწადის განსაკუთრებული და სპეციფიკური დროა მცენარის სიცოცხლისა და მომავალი სიძლიერისთვის _ ახლა სჭირდება ნიადაგს სპეციალური მოვლა და განოყიერება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასზე საუკეთესო ნერგის დარგვაც კი, ფუჭი და ამაო შრომაა.

უკანასკნელ წლებში ფერმერები და ზოგადად, მეურნეები ხშირად უჩივიან ერთწლიანი თუ მრავალწლიანი მცენარეების დაჩიავებას, ხმობას, ღრობას. მიმართავენ სხვადასხვა ხერხს: ანოყიერებენ ნიადაგს, შეაქვთ სხვადასხვა შხამქიმიკატი, მაგრამ შედეგი უმნიშვნელოა. რაშია საქმე? ეს კითხვა ხშირად ისმის, მაგრამ მეურნეთა მხრიდან პასუხის საფუძვლიანი მოკვლევა არ ხდება. სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ გამართულ სემინარებზეც ამბობენ, რომ ჩვენში ნიადაგს სერიოზული გამოკვლევა და აქედან გამომდინარე, მკურნალობა სჭირდება.

მაინც რა სჭირს “გურულ მიწას”? მისი უმძიმესი დაავადება, საქართველოს დანარჩენი რეგიონების ნიადაგებთან შედარებით, მაღალი მჟავიანობაა და თუ სერიოზული მოკვლევა და მკურნალობა არ ჩაუტარდა, ზღაპრული მცენარეც რომ დარგო, შედეგი უმნიშვნელო იქნება. ჩვენი გაზეთის მკითხველთაგან ბევრი გაიკვირვებს, როგორ, გურიაში ყველაზე გამოფიტული და უვარგისი ნიადაგიაო? ამასობაში კი, ოზურგეთში, დაბა ანასეულის მსოფლიო დონის ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში ძირითადად უცხოელ ინვესტორთა შემოტევაა _ მათ მოაქვთ ნიმუშები და საკუთარი მიწის სრული ანალიზის საფუძველზე იწყებენ მომავალ საქმიანობას. “ისინი სამეურნეო ტერიტორიის მცირე ნაწილზეც კი არაფერს დათესავენ და დარგავენ, თუ საფუძვლიანად არ აქვთ გამოკვლეული, რა სახის ნიადაგთან აქვთ საქმე”, _ ამბობს ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის თანამშრომელი, სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი რუსუდან ტაკიძე.

“აგროქიმიური სამსახურის და ნიადაგის ნაყოფიერების ანასეულის ცენტრი” შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, 100%-იანი სახელმწიფო წილით, უნიკალური სამეცნიერო დანადგარებით, რომელიც ავბედით დროს სასწაულებრივად გადაურჩა. ეს, ძირითადად, პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანთა თავდადებით მოხდა.

აგროქიმიური სამსახურის და ნიადაგის ნაყოფიერების ანასეულის ცენტრი იკვლევს და ადგენს ნიადაგში გაცვლითი მჟავიანობის მიხედვით, მელიორანტის გამოყენების ნორმას; ძირითადად კი ემსახურება ნიადაგის სასუქების, აგროქიმიკატების და სურსათის ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრას და რეკომენდაციების გაცემას, _ ამბობს რუსუდან ტაკიძე, _ დასავლეთ საქართველოს ტენიან სუბტროპიკებში, ძირითადად, გავრცელებულია მჟავე ნიადაგები, რომლებიც ცუდი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით, წყალბადიანების, ალუმინის და რკინის ჟანგეულების სიჭარბით და მცენარისთვის საჭირო ძირითადი საკვები ელემენტების სიმცირით გამოირჩევა.

ქალბატონი რუსუდანის თქმით, ამ ლაბორატორიას ფერმერთათვის საფუძვლიანი დახმარება შეუძლია, რათა საკუთარი ნიადაგის შესახებ ყველას მიაწოდოს ხარისხობრივი მაჩვენებლები და გაუწიოს სამეცნიერო-საკონსულტაციო მომსახურება.

_ ეს ნიშნავს იმას, რომ ნიადაგის და მცენარეული ანალიზების საფუძველზე გავცეთ დასკვნა, რა შეიძლება გაშენდეს და როგორ შეიძლება გაშენდეს სასურველ ფართობზე. ასეთი მიმართულების დამკვეთები, ძირითადად, ამბობენ, რომ ნიადაგი დაბალნაყოფიერია და არ მოდის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ის რაოდენობა, რამდენიც არსებული ფართობის მიხედვით უნდა მოდიოდეს. უნდა დაიდოს დასკვნა, რატომ ხდება ეს.

_ ქალბატონო რუსუდან, გურიის ნიადაგების შესახებ ხშირად ისმის, რომ მასში მჟავიანობა მაღალია, გამოფიტული და “სიკვდილის პირას მისულია”, კონკრეტულად, რისი ბრალია ეს?

_ ჩვენში, ძირითადად, წითელმიწა გაეწრებული ნიადაგებია, რაც იმას ნიშნავს, რომ შთანთქმით კომპლექსში, ძირითადად, გაჯერებულია წყალბადისა და ალუმინის იონებით. წითელმიწა ნიშნავს ნიადაგის ზედა ფენაში რკინისა და ალუმინის ერთნახევარი ჟანგეულების დაგროვებას. რკინის ასეთ ჟანგეულს აქვს შეფერილობა. ამასთანავე, რკინა და ალუმინი წყალბადიონებია, რომელთა კონცენტრაცია სიმჟავეს განაპირობებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ნიადაგები, რასაკვირველია, არის მჟავე ნიადაგები. ამასთანავე, მას აქვს სხვა უფრო უკეთესი ფიზიკური თვისებები მაშინ, როცა შეგაქვს შიგ მელიორანტი. ამას ვუწოდებთ ჩვენ განეიტრალებას. მელიორანტის შეტანის შემდეგ, მასზე ხარობს ნებისმიერი კულტურა _ თხილი, ჩაი, სიმინდი, მოცვი მჟავე ნიადაგების მოყვარული მცენარეებია. დანარჩენი კულტურები არ მოდის კარგად, მაგრამ თუ ჩვენ შევქმნით იმ ფორმებს, რაც ზემოთ ვთქვი, შეიძლება, ყველა კულტურა განვითარდეს. მთავარია, ნიადაგს ჩაუტარდეს ანალიზი. ჩვენი მიწა, თითქმის, მთლიანად სამკურნალოა.

_ სულ რამდენი მეცნიერ-თანამშრომელი მუშაობს თქვენს ლაბორატორიაში?

_ აქ მუშაობს 4 აკადემიური დოქტორი, დანარჩენები არიან უმაღლესი განათლების და დიდი გამოცდილების მქონე ქიმიკოსები, მცენარეთა დამცველები, ნიადაგმცოდნეები.

_ თქვენ თქვით, რომ გურიაში მიწა გამოფიტულია. ფერმერებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ ნიადაგი ავადაა. როგორ ახდენთ ანალიზის ჩატარებას და მოსახლეობა თუ აქტიურობს ამ კუთხით?

_ რომ გითხრათ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურია, სწორი არ იქნება. ამის ერთ-ერთი მიზეზი, მძიმე სოციალური ყოფაცაა _ რადგან ჩვენთან მომსახურება ფასიანია, ხალხს არ აქვს გადახდის საშუალება. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან გაცილებით ბევრი დამკვეთი მოდის, ვიდრე გურიიდან. ანალიზს დამკვეთის სურვილის მიხედვით ვატარებთ _ ან ადგილზე მისვლით (ამ შემთხვევაში გადასახადი მეტია), ან პირიქით _ აქ მოაქვთ ნიმუში. ყველაზე უკეთესი ვარიანტი ადგილზე მისვლაა, სადაც ანალიზის აღება ხდება. ამას ემატება ყველა მონაცემი და მომსახურების ღირებულება შეადგენს 122 ლარს. თუ ადგილზე მოაქვთ ნიმუში, მაშინ საფასური 85 ლარია.

_ როგორ ხდება ნიმუშის აღება? ვთქვათ ნიადაგის შემადგენლობა ჭრელია.

_ თუ შერეულ ნიადაგთან გვაქვს საქმე, ერთ დიაგონალზე ვიღებთ 10 ნიმუშს, მეორე დიაგონალზეც _ 10-ს. შემდეგ აირევა და ამ შერეული ნიმუშის საფუძველზე ხდება სრული სურათის დადგენა. შემდეგ ადგილზე ვახდენთ ლაბორატორიულ გამოკვლევას. ეს ასე ხდება _ ჯერ ირკვევა მექანიკური შემადგენლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ნიადაგი არის თუ არა მძიმე თიხნარი. ხომ არ უჭირს ფესვთა სისტემას თუ ადვილად ვითარდება. ვიკვლევთ, მჟავეა თუ არა, შთანთქმით კომპლექსში მაგნიუმს რა რაოდენობით შეიცავს. ამის შემდეგ ვიკვლევთ, როგორია შიგ პოტენციური და აქტუალური ნაყოფიერება.

_ ნიადაგის სულ რამდენი სახის ანალიზს ატარებთ და როგორი ფორმით აძლევთ დასკვნას დამკვეთს?

_ ჩვენ 20 სახის ანალიზს სრულად ვატარებთ და როცა ყველა მონაცემის პასუხს მივიღებთ, ვწერთ დასკვნას, რომ გაშენდეს თუ არა ამ ნიადაგზე ესა თუ ის კულტურა, რომელი უფრო მიზანშეწონილია. ეს არის ოთხწლიანი რეკომენდაცია, რომელშიც მითითებულია სპეციალისტთა რჩევები, დასკვნები და პასუხისმგებელი პირის ვინაობა, ვინც ნიადაგის ანალიზი ჩაატარა.

_ ნიადაგის შემოწმება წელიწადის რომელ დროს არის უკეთესი?

_ რა თქმა უნდა, გაზაფხულზეა უკეთესი, შემოდგომაზეც კარგია.

_ საშუალოდ, მოსახლეობის რა რაოდენობა მოგმართავთ და დამკვეთთა შორის, რამდენი უცხოელია?

_ რომ გითხრათ, რომ ოზურგეთის რაიონი ძალიან აქტიურია ამ მხრივ, არ ვიქნები მართალი. ცალკეული ფაქტებია მხოლოდ. ეს მაშინ, როცა გურიაში ყველაზე მწირი ნიადაგებია და სერიოზულ გამოკვლევას მოითხოვს. ძალიან აქტიურია აჭარა, სამეგრელო, იმერეთი. ძირითადად და სამწუხაროდ, უფრო მეტად უცხოელ ინვესტორებს ვემსახურებით. ესენი არიან ფრანგები, იტალიელები, ჩინელები. ისინი ერთ ჰექტარ ფართობსაც არ გააშენებენ, თუ არ აქვთ ნიადაგის ზუსტი ანალიზი.

_ პოპულარობა თქვენს ლაბორატორიას თანამშრომელთა მაღალმა პროფესიონალიზმმა მოუპოვა?

_ ჩვენ ძალიან ბევრ საერთაშორისო პროექტში გვაქვს მონაწილეობა მიღებული _ სამეცნიერო ეროვნული ბანკი, მსოფლიო ბანკი, ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს. იყო გერმანულ-ქართული პროგრამა, რომლის ფარგლებში გაკეთდა ნიადაგების ატლასი და გერმანელები რომ ჩამოვიდნენ, ჩვენს ლაბორატორიაზე შეაჩერეს ყურადღება. მაშინ ჩვენ მათ 2 000 ნიმუში გავუკეთეთ. დიდია ხელისუფლების წვლილი. მათგან სრული მხარდაჭერა იყო. გარდა ამისა, ოდითგან, ანასეული მთელ საბჭოთა კავშირში ცნობილი იყო უძლიერესი კადრებით, მოქმედებდა სტრუქტურა, რომელიც უმაღლეს დონეზე გახლდათ გამართული. დღემდე შემორჩა პროფესიონალთა გუნდი.

_ თქვენი ლაბორატორია კარგად არის აღჭურვილი?

_ ამ მხრივ გაგვიმართლა, თან… არ გაგვიმართლა. გაგვიმართლა იმ მხრივ, რომ შენობა აგებულია 1991 წელს, როცა ჯერ კიდევ არ იყო ნგრევა დაწყებული. ლაბორატორიული ნაწილი მერე დავხურეთ. მაშინ ჩამოიტანეს უნიკალური უნგრული და გერმანული ხელსაწყო აპარატურა, რითაც ჩვენი ლაბორატორია დაკომპლექტდა. ახლა ამ მხრივ წელგამართული ვართ და საქმე კარგადაა.

_ როგორც თქვენი საუბრიდან ჩანს, ჩვენი ნიადაგების უმთავრესი ავადობის მიზეზი მაღალი მჟავიანობაა. მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი გამოსავალი რა არის, რას ურჩევთ ფერმერებს?

_ ნიადაგების მჟავიანობის შესამცირებლად და ნაყოფიერების ასამაღლებლად საჭირო ქიმიური მელიორანტები თვით დასავლეთ საქართველოში მოიპოვება, ადგილობრივი აგრომადნების სახით, რომელთა გამოყენება უფრო ხელმისაწვდომი და შედარებით იაფია. მაგალითად, მერგელები (ტკილები) რბილ ქანებს მიეკუთვნება, რომელსაც დაფქვა და სპეციალური გამოწვა არ სჭირდება. მისი საბადოები არის წალენჯიხაში, მარტვილში, ჩხოროწყუში. ეს აგრომადნები კირთან და მაგნიუმთან ერთად შეიცავს ფოსფორს, გოგირდს, ორგანულ მინარევებს, რომელიც დადებით გავლენას ახდენს ნიადაგის თვისებებზე და სასიკეთოდ ცვლის. ჩვენი ლაბორატორია ანალიზის საფუძველზე საზღვრავს მელიორანტის გამოყენების ნორმას ჰექტარზე, ნიადაგში გაცვლითი მჟავიანობის დონის მიხედვით. ადგილობრივი და ხელმისაწვდომი სასუქია ტორფ-დოლომიტიანი კომპოსტი (მზადდება დაბლობის ან გარდამავალი ტიპის კოლხეთის დაბლობის ტორფებისა და დოლომიტის ფქვილისგან) და ტორფ-ნაკელიანი კომპოსტი (მზადდება დაბალი ხარისხის მქონე დაბლობისა და გარდამავალი ტორფისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაკელისგან). მე ვურჩევდი ფერმერებს, დაინტერესებულ მეურნეებს, რომ როგორმე უნდა მოახერხონ ნიადაგის ანალიზი. ჩვენი ხელშეწყობით და თანადგომით უნდა მოხდეს ეს. ვიცით, რომ ხალხის სოციალური ყოფა მძიმეა, მაგრამ რაღაც ხელშეწყობა უნდა მოვახერხოთ. ნუ მიენდობიან ფიქრს, რომ ყველაფერი თვითონ იციან. ნიადაგი უპირველესია. სანამ რაიმეს გააშენებ, როგორმე უნდა გაიჭირვო და ნიადაგი შეამოწმო. სოფლის მეურნეობა უკვე მეცნიერულ საფუძველზე და მეცნიერული კონსულტაციით თუ არ წავიდა, ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებით.

_ გაგვაცანით თქვენი გუნდის წევრები.

_ ესენია: სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი ფრიდონ ჭანუყვაძე, მთავარი სპეციალისტები ლილი ფასიეშვილი, ნუნუ სიხარულიძე, ლამზირა კონტრიძე, რუსიკო მჟავანაძე, დოდო თავაძე, ნინო მამეიშვილი, ლია კეჭაყმაძე, მედეა კვირკველია, მედეა გოლიაძე…

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

ზოტელებს გუბერნატორის სიტყვების არ სჯერათ

ერთი სხდომის ორი ოქმი _ ასე ყალბდება დოკუმენტები

ყველა სიახლე

ფინანსები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა

14:17; 23.12.2025
სამართალი

გრიგოლ ლილუაშვილმა თურქი ინვესტორისგან ქრთამის სახით 1 მილიონი დოლარი აიღო – პროკურატურა

12:29; 23.12.2025
სამართალი

რას ამბობს შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების შესახებ

12:02; 23.12.2025
საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

11:53; 23.12.2025
სამართალი

“გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ, მფარველობდა” _ რატომ დააკავეს ლილუაშვილი

11:36; 23.12.2025
სამართალი

გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს: რას ედავება საგამოძიებო უწყება სუს-ის ყოფილ უფროსს? – ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში

11:31; 23.12.2025
პოლიტიკა

აქციებზე დაკავებული აქტივისტების შეწყალება არ იგეგმება _ ირაკლი კობახიძე

10:08; 23.12.2025
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

10:07; 23.12.2025
საზოგადოება

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში თამარ მეარაყიშვილი დააკავეს

10:03; 23.12.2025
ზაფრანი

როგორ გადავარჩინოთ გაფუჭებული საჭმელი?

9:59; 23.12.2025
ზაფრანი

რა ხდება ორგანიზმში ყავის მიღების შემდეგ

9:57; 23.12.2025
ზაფრანი

მათთვის, ვინც დიეტაზეა

9:55; 23.12.2025
ზაფრანი

რომელი სახეობის თევზი უნდა მივირთვათ

9:54; 23.12.2025
საზოგადოება

გარდაბანში საახალწლო ნაძვის ხეს ცეცხლი წაეკიდა

23:56; 22.12.2025
სამართალი

ზურა ჯაფარიძეს გირაო შეეფარდა

21:29; 22.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო