7 მაისს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ჰერალდიკის დამდგენმა დროებითმა კომისიამ სხდომა გამართა.
ლანჩხუთის გერბისა და დროშის შესარჩევი კონკურსი, პირველად, თებერვალში ჩატარდა _ წარმოდგენილი 13 ნამუშევრიდან კომისიის წევრები ვერც ერთზე ვერ შეჯერდნენ, ამიტომ კონკურსი ხელმეორედ გამოცხადდა, რომლის მთავარი პირობაა, ნამუშევარი აკმაყოფილებდეს ჰერალდიკის შესახებ კანონის მოთხოვნებს.
ამჯერად, წარმოდგენილი იყო 7 ნამუშევარი. კომისიის მიერ დამაკმაყოფილებლად ვერც ერთი ნამუშევარი ვერ შეფასდა. კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად აფხაზავამ წინადადებით მიმართა კომისიის წევრებს, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეიტანონ საკითხი კონკურსის ხელახლა გამოცხადების შესახებ. მანვე გამოთქვა აზრი, რომ ჰერალდიკის დამდგენ ეროვნულ კომისიას მიმართონ კონკურსში მონაწილეების მსურველთათვის ტრენინგების ჩატარების და ლანჩხუთში სპეციალისტის მოვლინების თხოვნით.