ამ წუთებში, თბილისში გადაუღებლად წვიმს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, #81-ში, სახლის კედელი ჩამოიგრა და სახლებში წყალი შევარდა: _ ჩემი ახლობელი მოყვა მაღაზიაში და ვეღარ გამოდის, _ წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.
“გურია ნიუსი” საგანგებო სიტუაციის საქალაქო სამსახურს დაუკავშირდა და მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყანა. როგორც მორიგე-ოპერატორმა გვითხრა, ქალაქში ამ დროისთვის, უამრავი გამოძახება დაფიქსირდა. კოკისპირულმა წვიმამ არაერთი სახლი დააზიანა და საგანგებო სიტუაციის სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. შეზღუდულია სატრანსპორტო მოძრაობაც
ახლახანს დაგვირეკა მოქალაქემ, რომელმაც გვითხრა, რომ “გურია ნიუსის” მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მას დაუკავშირდნენ და ამ წუთებში საგანგებო სიტუაციათა სამსახური შემთხვევის ადგილისკენ მიდის.