მე მინდა ქართველ ხალხს დაუბრუნდეს ის, რაც ღმერთმა გვიბოძა და რითიც განვსხვავდებით სხვა ქვეყნებისგან. მინდა, რომ მივაწოდო ჩემო აზრი ადამიანებს _შეიძლება არ იყოს ორიგინალური ეს აზრი, მაგრამ იქნება საქართველოს სიყვარულით სავსე. არ მინდა ტრაბახში ჩამეთვალოს, მაგრამ პირველად მე შევატყვე ის შიში, რაც დაეტყო საქართველოს და ამან ძალიან შემაძრწუნა. უკვე აღარ არის შიშის დრო, ხალხმა ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოს”, _ განაცხადა რეჟისორმა რობერტ სტურუამ ოზურგეთში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე.
“ქართული ოცნების” ოზურგეთის ოფისში დღეს დიდი ხალხმრავლობაა. რობერტ სტურუა თავის მეგობართან, ცნობილ მოჭადრაკესთან, ზურაბ აზმაიფარაშვილთან ერთად ჩამოვიდა. ისინი ამ წუთებში შეხვედრას თეატრალურ მოედანთან მდებარე ჭადრების ბაღში მართავენ.
“მე დედა მყავდა გურული და ძალიან მიყვარს გურულები. აქ, ოზურგეთში, ჩემს მეგობართან, ცნობილ მხატვართან და არაჩვეულებრივ ადამიანთან, მამია მალაზონიასთან ერთი თვე ვცხოვრობდი და ჩემთვის უცხო არ არის არც ეს მხარე და არც ეს ადამიანები. მე აქ კიდევ დავბრუნდები”, _ განაცხადა რობერტ სტურუამ “გურია ნიუსთან” საუბრისას”.
როგორც “გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი, რობერტ სტურუა 3 დღეში მოსკოვში ბრუნდება და ოზურგეთში “ქართული ოცნების” მიერ გამართულ აქციას არ დაესწრება.