რამდენიმე წუთის წინ ჩვენ ვესაუბრეთ კოალიცია “ქართული ოცნების” ოზურგეთის შტაბის უფროსს, კოტე შარაშენიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ დღეს გამგეობასთან შედგა სიტყვიერი შეთანხმება აქციის თეატრალურ მოედანზე გამართვის შესახებ, რაც შეეხება რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიას, ამასთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ ჰქონდა.
მოგვიანებით შარაშენიძე დაუკავშირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს, რომელმაც განუცხადა, რომ ოფიციალურ პასუხს წერილობით გასცემდნენ.