მართალია, ფილმი დოკუმენტური არ არის, მაგრამ ზუსტად ასახავს დღევანდელი ცხოვრების ყოველდღიურობას. “უარი ძალადობას!” განსაკუთრებით აქტუალურია სცენარის ეპიზოდებში, როცა მამა შვილს ბურთის თამაშს უშლის და ურჩევს, ყანაში წაჰყვეს თოხით, თორემ ზამთარში ბურთს ვერ შეჭამს. ველოსპორტში შეჯიბრზე წასვლა მშობელს დროის კარგვად მიაჩნიათ, მაშინ, როცა შესაძლოა, სპორტული მონაცემების მქონე ბავშვმა დიდი წარმატება მოიპოვოს.
როლებს, ბავშვებთან ერთად, მასწავლებლებიც ასრულებენ. ფილმის პრეზენტაცია ბახვის საჯარო სკოლაში, 17 ივნისს გაიმართება.
რეზო ცქვიტინიძე, ასკანის მედიაწიგნიერების ცენტრი