ნინო ჭიღლაძეს სიმსივნით დაავადებული მეუღლე ჰყავს, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროება, ოჯახს კი ამის სახსრები არ აქვს. მიუხედავად არაერთგზის თხოვნისა, მათ ვერც სოციალური დახმარება მიიღეს. ისინი პრეზიდენტს წერილის გადასაცემად ელოდებიან.
გუგული მიმინოშვილს ავადმყოფი ქალიშვილი ჰყავს და ოპერაციას 1 500 ლარი სჭირდება, რის საშუალებაც 5-სულიან ოჯახს არ აქვს.
“ყველანაირად უნდა მოვახერხო შვილო, უნდა გავძვრე-გამოვძვრე და სააკაშვილს ჩემი პრობლემების შესახებ ვუთხრა,” _ განაცხადა ქალბატონმა გუგულიმ “გურია ნიუსთან” საუბრისას.